ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

აქტიური ვიტამინი B12 (ჰოლოტრანსკობალამინი) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Holotranscobalamine, HoloTC
SKU: 3066

107.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ვიტამინი B12-ის დეფიციტის ადრეული დეტექციისათვის მნიშვნელოვანია მისი აქტიური ფორმის – ჰოლოტრანსკობალამინის მაჩვენებლის გამოკვლევა.

ვიტამინი B12 მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების და  დნმ-ის სინთეზში, ნერვული ბოჭკოების გამართულ ფუნქციონირებაში და კოგნიტური უნარიების შენარჩუნებაში. პლაზმაში მოცირკულირე ვიტამინი B12  ორ ცილასთანაა დაკავშირებული – ტრანსკობალამინთან და ჰაპტოკორინთან. მოცირკულირე კობალამინის (ვიტამინი B12) თითქმის მეოთხედი დაკავშირებულია ტრანსკობალამინთან და ამ სახით მიეწოდება უჯრედებსა და ქსოვილებს. ცილა ტრანსკობალამინისა და ვიტამინი B12-ის კომპლექსს ჰოლოტრანსკობალამინი ეწოდება და ის ვიტამინის ბიოლოგიურად  აქტიურ ნაწილს წარმოადგენს.  ვიტამინი B12-ის დანარჩენი წილი 80% ბიოლოგიურად არააქტიურია და ტრანსპორტირდება ცილა ჰაპტოკორინით.  ჰაპტოკორინისა და ვიტამინი B12-ის კომპლექსის რეცეპტორებს არ შეიცავს უჯრედების მემბრანა, გარდა ღვიძლის უჯრედებისა.

ვიტამინი B12-ის დეფიციტი ვითარდება საკვებთან ერთად  მისი მიღების ნაკლებობის, ან ნაწლავიდან ათვისების დარღვევის დროს (პერნიციოზული ანემია).

დროული დიაგნოსტიკის გარეშე ვიტამინი B12 დეფიციტი იწვევს ანემიას, ნერვული ბოჭკოების დაზიანებას, აზროვნების და მეხსიერების ფუნქციების მოშლას.

ვიტამინი B12-ის დაბალი კონცენტრაცია შრატში უფრო ხშირია  ხანდაზმულებში, აივ-ინფიცირებულებში, ვეგანებში. ორსული ქალების და მეძუძური დედების ორგანიზმი ვიტამინი B12-ის შედარებით დიდ დოზას საჭიროებენ.

ჰოლოტრანსკობალამინი წარმოადგენს B12 ვიტამინის დეფიციტის ადრეულ ბიომარკერს. ის ბევრად სენსიტიური მარკერია, ვიდრე მთლიანი ვიტამინი B12 განსაზღრა, დეფიციტის შესაფასებლად.

 

როდის ტარდება კვლევა?

  • პერნიციოზული ანემიის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი
  • ვეგეტარიანელი და ვეგანი ადამიანების B12 მაჩვენებლის შეფასება სისხლში
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (კრონის დაავადება, ჰელიკობაქტერით გამოწვეული გასტრიტი, კუჭის წყლული და სხვა)
  • კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობის მონიტორინგი

საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი

რეფერენტული საზღვრები   25.1 – 165 პიკომოლი/ლიტრზე

შედეგების ინტერპრეტაცია

ჰოლოტრანსკობალამინის კონცენტრაცია უფრო დაბალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში და ასაკის მატებასთან ერთად მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდება.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button