ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
შედედება (კოაგულაცია) არის ორგანიზმში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხელს უშლის გადაჭარბებულ სისხლდენას. თუმცა თქვენს სისხლძარღვებში მოძრავი სისხლი, ჩვეულებრივ, არ უნდა შედედდეს. შედედებისა და თრომბის/თრომბების წარმოქმნის შემთხვევაში შესაძლებელია თრომბი თქვენი სისხლის მიმოქცევის გზით გადავიდეს გულში, ფილტვებში ან ტვინში და გამოიწვიოს გულის ინფარქტი, ინსულტი ან სიკვდილიც კი.
კოაგულაციის ტესტებით განისაზღვრება სისხლის შედედების უნარი და დრო, რომელიც შედედებას სჭირდება. ტესტირება დაეხმარება თქვენს ექიმს შეაფასოს ჭარბი სისხლდენის ან თრომბოზის განვითარების რისკი.
ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია კოაგულაციურ პროფილებში შემავალ სხვა ტესტებთან ერთად
კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.
aPTT-ის გახანგრძლივება დაკავშირებულია:
aPTT-ის შემცირება დაკავშირებულია:
გახანგრძლივებული aPTT მიუთითებს ჰემორაგიულ დაავადებაზე, შემცირებული aPTT კი აღმოჩნდა, რომ არის სიკვდილის დამოუკიდებელი პრედიქტორი თრომბოზისა და სისხლდენის მაღალი რისკის დროს.
aPTT დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე: ახალშობილებში aPTT-ის ზედა ზღვარი ვრცელდება 55 წმ-მდე და 6 თვემდე თანდათან იკლებს მოზრდილებისთვის დამახასიათებელ მაჩვენებლამდე; ჯანმრთელ ბავშვებში aPTT-ის გახანგრძლივებული მნიშვნელობები გამოწვეულია კოაგულაციის რამდენიმე პროტეინის მსუბუქი დეფიციტით. ხანდაზმულებში კი aPTT შეიძლება შემცირდეს.
აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის (aPTT) შესწავლა არის ფუნქციური ტესტი, რომელიც გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას კოაგულაციის სისტემის მუშაობისა და გარკვეული ფაქტორების შესახებ.
ეს მაჩვენებელი ყველაზე ხშირად გამოიყენება არაფრაქციული ჰეპარინითა და თრომბინის ინჰიბიტორებით (ჰირუდინით, არგატრობანით) თერაპიის კონტროლისა და მონიტორინგისთვის. თუმცა, aPTT არ არის პირველი რიგის ინდიკატორი ჰეპარინით მკურნალობის შეფასებისას.
ტესტი ასევე გამოიყენება კოაგულაციის გარკვეული ფაქტორების (XII, XI, IX, VIII, VII) თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობის დროს დიაგნოსტიკისათვის, ჰემოფილიაზე ან ფონ ვილებრანდის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში.
aPTT ტესტი გამოიყენება კოაგულაციის სპეციფიკური ან არასპეციფიკური ინჰიბიტორების არსებობის დასადგენად ორგანიზმში – მაგალითად, ლუპუსის ანტიკოაგულანტი და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისეთ კლინიკურ გამოვლინებასთან, როგორიცაა თრომბოზი.
იგი ასევე გამოიყენება როგორც ინდიკატორი ოპერაციამდე სისხლდენის რისკის შესაფასებლად.
ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ, ბოლო 12 საათის განმავლობაში მედიკამენტების მიღების გარეშე. პაციენტმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, ღებულობს თუ არა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე.
თუ ღებულობთ მედიკამენტებს სისხლის გასათხელებლად, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან გამოკვლევასთან დაკავშირებით.
ჰეპარინოთერაპიის მონიტორინგის საჭიროების შემთხვევაში, საცდელი მასალა მიიღება ჰეპარინის მომდევნო მიღებამდე ერთი საათით ადრე, არაჰეპარინირებული წყაროდან.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |