Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

Saccharomyces cerevisiae | ას IgA, IgM (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი)

ცნობილი როგორც:Saccharomyces cerevisiae ანტისხეულები IgA, IgM
SKU: 725

150.00

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ანტი- Saccharomyces cerevisiae (ASCA) ანტისხეულები იმუნური პროტეინებია, რომლებიც ხშირად გვხვდება ადამიანებში რომლებსაც  ნაწლავის ანთებითი დაავადები აქვთ.

Saccharomyces cerevisiae საკვებ პროდუქტებში შემავალი საფუარის სოკოებია. Saccharomyces cerevisiae ანტისხეულების არსებობასა და ნაწლავის აუტოიმუნურ ანთებით პროცესებს შორის ურტიერთკავშირი, ჯერჯერობით ბოლომდე დაუზუსტებელია.

ნაწლავის ანთებითი დაავადებების სიმპტომები და მიმდინარეობის სიმზიმე სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია და შესაძლოა დროთა განმავლობაში იცვლებოდეს. ნაწლავის ანთებითი დაავადებიდან ყველაზე ხშირია კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი. კრონის დაავადებისას შესაძლოა დაზიანდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი მონაკვეთი, მაშინ როცა, წყლულოვანი კოლიტის დროს ზიანდება მსხვილი ანწლავი. ამ დაავადებების დიაგნოსტირება როგორც წესი ხდება ენდოსკოპიური კვლევით და ნაწლავის ბიოფსიური მასალის გამოკვლევით.

Saccharomyces cerevisiae ანტისხეულები უფრო ხშირად გვხვდება კრონის დაავადებისას, ვიდრე წყლულოვანი კოლიტისას.

Saccharomyces cerevisiae ანტისხეულების ორი კლასი არსებობს: IgA და IgG. IgG განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობის სმიძიმეს და მკურნალობის გეზს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

რატომ ტარდება ტესტი??

კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს შორის დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის.

 

როდის ტარდება ტესტი?

კვლევა ტარდება ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:

დიარეა

მუცლის ტკივილი

ნაწლავიდან სიხლდენა

ცხელება

საერთო სისუსტე

ძვლების, კანის, სახსრების და სხვა ორგანოებისმხრივი სიმპტომები

ბავშვებში მენტალური და ზრდა-განვითარების სეფერხება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

 

 

 

ASCA ანტისხეულების შედეგები როგორც წესი განიხილება pANCA ტესტის შედეგებთან ერთად:

  • თუ ASCA ანტისხეულები პოზიტიურია, ხოლო pANCA ნეგატიური, მეტად საფიქრებელია, რომ კრონის დაავადებაა დიაგნოზი.
  • თუ ASCA ანტისხეულები ნეგატიურია, ხოლო pANCA პოზიტიური, ეს წყლულოვან კოლიტზე მიუთითებს.

ASCA და pANCA ანტისხეულების ნეგატიური მაჩვენებლები არ გამორიცხავს ნაწლავის ანთებით დაავადებებს.

გარდა აღნიშნული ანტისხეულებისა, ზოგჯერ საჭირო ხდება ისეთი ქსოვილოვანი ანტისხეულების კვლევა, როგორებიცაა: anti-CBir1 (ანტი-ფლაგელინის ანტისხეულები) და anti-OMP C (გარე მემბრანული ციის საწინააღმდეგო ანტისხეულები). anti-CBir1 და anti-OMP C ანტისხეულების არსებობა მიუთიტებს კრონის დაავადებაზე.

მრავლობითი  ანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებლები, მიუთითებს დაავადების აგრესიულ მიმდინარეობაზე.

ASCA ანტისხეულების კვლევა წარმოებს მხოლოდ ერთჯერადად. განმეორებითი კვლევის საწიროება არ არსებობს.  ASCA IgA და IgG კვლევა ერთდროულად ტარდება.

საცნობარო მნიშვნელობები

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო

 

ნაწლავის ანთებითი დაავადებების პირველადი  დიაგნოსტიკა ეფუძნება ინსტრუმენტულ კვლევას და ბიოფსიის შედეგებს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კვლევის ამ მეთოდებით წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გარჩევა მაინც გართულებულია.

ანტი- Saccharomyces cerevisiae ანტისხეულებთან ერთად ხშირად ტარდება პერინუკლეარული ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების (pANCA) კვლევა.

Saccharomyces cerevisiae ანტისხეულების არსებობა მეტად ტიპურია კრონის დაავადებისათვის, ხოლო pANCA – წყლულოვანი კოლიტისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button