Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ლიპოპროტეინი A | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ლიპოპროტეინი A
SKU: 710

50.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ლიპოპროტეინი-a წარმოადგენს დიმერს, რომელსაც წარმოქმნის LDL მოლეკულასთან  დისულფიდური ბმით დაკავშირებული აპოლიპოპროტეინ A.  ამ კომპლექსის წარმოქმნა ხდება ღვიძლში. აპოლიპოპროტეინი a არის ცილა, რომლის  სტრუქტურა ძალიან გავს პლაზმინოგენს.

მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფიბრინოლიზის (ფიბრინის დაშლის) პროცესში.

მისი მეტაბოლიზმის გზა ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა ლიპოპროტეინი a წარმოადგენს დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორს გულის კორონარული დაავადების და თავის ტვინის ინფარქტის განვიტარებაში.

შრატში ლიპოპროტეინი-a კონცენტრაციას დიდწილად გენეტიკური ფაქტორები განსაზღვრავს და ლიპიდების დამაქვეითებელი მკურნალობა ან დიეტა, სამწუხაროდ მასზე გავლენას არ ახდენს. შრატში მისი მაღალი დონის დაფიქსირება საშუალებას იძლევა მაღალი რისკის პაციენტების გამოვლენის.

როდის ტარდება კვლევა?

  • პაციენტები ათეროსკლეროზული პროცესის დასაწყისით
  • პაციენტები, კორონარული დაავადების განვითარების ოჯახური ანამნეზით
  • ადამიანები, რომელთაც აქვთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მომატებული დანე და კარდიოვასკულური დაავადების განვითარების სულ მცირე 2 რისკ-ფაქტორი
  • პაციენტები რესტენოზის (განმეორებითი სტენოზის) რისკით – რომელთაც ჩაუტარდათ ანგიოპლასტიკა და აღენიშნებათ ლიპოპროტეინ-a მაღალი დონე,

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერალური ნორმა:  < 50 მგ/დლ

 

შედეგების ინტერპრეტაცია

შრატში ლიპოპროტეინ a კონცენტრაცია  >30 მგ/დლ-ზე მეტი წარმოადგენს ათეროგენული პროცესის დაწყების  რისკ-ფაქტორს.

ლიპოპროტეინი-a კონცენტრაცია სისხლში იზრდება შემდეგი პათოლოგიებისას:

  • ნეფროზული სინდრომი
  • ურემია დიალიზზე მყოფ პაციენტებში
  • არაკონტროლირებადი დიაბეტი
  • ჰიპოთირეოზი

ლიპოპროტეინი-a კონცენტრაცია სისხლში ქვეითდება:

  • ჰიპერთირეოზისას
  • ესტროგენების, ნიაცინის, ნეომიცინის ჯგუფის პრეპარატების მიღებისას

ლიპოპრტეინი a განსაზღვრა   არ წარმოადგენს  სკრინინგულ ტესტს და მისი ჩატარება ჯანმრთელ პოპულაციაში არ არის რეკომენდებული.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/lipoproteina-a/

ლაბორატორიები
Call Now Button