
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾22.00 Original price was: ₾22.00.₾19.80Current price is: ₾19.80.
სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.
სისხლის საერთო ანალიზი მოწოდებულია როგორც პროფილაქტიკური, ასევე სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის მიზნით – ეჭვი ინფექციურ დაავადებებზე, ანთებაზე, შიდა სისხლდენაზე, ჰიპერემიაზე ან ანემიაზე, ჰემორაგიულ დიათეზზე; გამოიყენება სისხლის დაავადებების კონტროლისა და დიაგნოსტიკისთვის.
სისხლის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ. ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალი დაავადების განვითარება.
ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია ემყარება მოცემული ლაბორატორიის -„სინევოს“ რეფერენსულ მაჩვენებლებს (საცნობარო დიაპაზონს), რადგან სხვადასხვა ლაბორატორიაში პარამეტრების განსასაზღვრად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მეთოდი.
ანალიზის შედეგების ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, სქესი, მიღებული მედიკამენტები და პათოლოგიური მდგომარეობები.
სისხლის საერთო ანალიზის პარამეტრები ძირითადად კავშირშია ერთმანეთთან და მათი ინტერპრეტაცია, როგორც წესი ხდება ერთად:
სისხლის წითელი უჯრედების/ერითროციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი – ეს სამი ინდიკატორი ერთმანეთთან მჭირდო კავშირშია, რადგან ისინი განსაზღვრავენ სისხლის წითელი უჯრედების ინდივიდუალურ ასპექტებს. თუ ამ პარამეტრების გამოკვლევამ აჩვენა შემცირება, ეს, სავარაუდოდ, ანემიაზე მიუთითებს, მაგრამ რადგან არსებობს ანემიის სხვადასხვა სახეობა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი ტესტები ანემიის ტიპის დასადგენად – მაგალითად, რკინა დეფიციტური ან მეგალობლასტური ანემიების დიაგნოსტიკისათვი,. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ტესტი რკინასა და ვიტამინ B12–ზე. ანემია შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს სისხლის დაკარგვით ან სხვა მიზეზებით. მომატებული ერითროციტების რაოდენობა, ჰემატოკრიტი და ჰემოგლობინი შეიძლება მიუთითებდეს პოლიციტემიაზე ან მდგომარეობებზე, რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს.
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა:
თრომბოციტების რაოდენობა – როგორც მაღალი, ისე დაბალი დონე დაავადების ნიშანია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათ რიცხვში გადახრებია, მიზეზის დასადგენად დამატებითი ტესტებია საჭირო. ეს მდგომარეობები შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, აუტოიმუნური, გარკვეული მედიკამენტების მიღების ან ქირურგიული პროცედურების შედეგი.
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები