ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾39.00
Dermatophagoides Farinae მტვრის სპეციფიკური ტკიპაა, რომელიც ხშირად გვხვდება საყოფაცხოვრებო მტვერში. ისინი მიკროსკოპული ზომის ფეხსახსრიანებია, რომლებიც ადამიანებისა და ცხოველების კანის მკვდარი უჯრედებით იკვებება. ისინი ბინადრობს ლოგინში, ხალიჩებში და რბილ ავეჯში, – ისეთ ადგილებში სადაც ადვილად გროვდება მტვერი. აღნიშნული ტკიპა განსაკუთრებით კარგად მრავლდება თბილი და ტენიანი გარემოს პირობებში.
მტვრის ტკიპის ფეკალური მასები ან ეგზოჩონჩხის ნაწილები, ადამიანის კანთან კონტაქტისას იწვევს ძლიერ რეაქციებს, როგორიცაა: კანის ქავილი, გამონაყარი, ცეინება, ცხვირიდან გამონადენი, თვალის ლორწოვანის გაღიზიანება.
ალერგიული რეაქციების და მათ შორის დერმატოფაგოიდესის მიმართ ალერგიული რეაქციის განვითარებაში გენეტიკურ წინასწარგანწყობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, თამბაქოს კვამლი, გამონაბოლქვი აირები და სხვა ასუსტებს იმუნური სისტემის აქტივობას და ხელს ამწვავებს ან იწვევს ალერგიული რეაქციის განვითარებას.
სხვა ფაქტორები – მცირე ასაკი, მამრობითი სქესი, თანმხლები რესპირატორული და/ან აუტოიმუნური დაავადებები – ასევე ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას.
Dermatophagoides Farinae- ს მიმართ განვითარებული ალერგიული პროცესი საშუალო ან უფრო მძიმე მიმდინარეობისაა. სიმპტომები:
ჩივილების განვითარება შესაძლებელია მტვრის ტკიასთან კონტაქტისთანავე ან მოგვიანებით – დაყოვნებული ალერგიული რეაქციის სახით.
Dermatophagoides Farinae-ს მიმართ ალერგიის დიაგნოსტიკა ხორციელდება Dermatophagoides Farinae-ს მიმართ სპეციფიკური IgE განსაზღვრით.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პაციენტის მომზადება: ნიმუშის აღებამდე 12 საათის მანზილზე არ არის რეკოენდებული ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება. ასევე ნიმუშის აღებამდე 14 დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს იმუნოსუპრესიული თერაპია (კორტიკოსტეროიდები).
რეფერალური ნორმა: ნეგატიური
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები