Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტოქსოკარა | ანტისხეულები (ტოქსოკარიაზი)

ცნობილი როგორც:ტოქსოკარა | ანტისხეულები
SKU: 2029

110.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

რა არის ტოქსოკარიაზი?

ტოქსოკარიაზი მრგვალი ჭიებით – გამოწვეული ზოონოზური  დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს. ყველაზე ხშირია  ძაღლების  (Toxocara Canis) და კატების (Toxocara Cati) ტოქსოკარა.

ძაღლებისა და კატების მფლობელებს უფრო მაღალი რისკი აქვთ ტოქსოკარიაზით დაავადების.

 

როგორ ხდება დასნებოვნება?

ტოქსოკარათი ინფიცირებული ძაღლები და კატები გამოყოფენ პარაზიტის კვერცხებს განავალთან ერთად. გარემოში მოხვედრის შემდეგ 2-4 კვირაა საწირო რომ ტოქსოკარას კვერცხი ლარვად გადაიქცეს (მოუმწიფებელი ახალგაზრდა პარზიტი. ცხოველის განავლით დაბინძურებულ საგნებთან და ზედაპირებთან შეხებისას  პარაზიტის კვერცხები ორალური გზით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება, ნაწლავში იწყებს განვითარებას და ზოგჯერ ლარვების მიგრირებას შინაგან ორგანოებში. ადამიანიდან ადამიანზე ტოქსოკარიაზის გავრცელება პრაქტიკულად არ ხდება.

 

სიმპტომები

ტოქსოკარიაზის დროს, ხშირად არანაირი სიმპტომები არ არის, თუმცა, შესაძლოა განვითარდეს:

  • თვალის ტოქსოკარიაზი – ვითარდება მაშინ როდესაც ტოქსოკარას ლარვების მიგრირებს სისხლის მეშევეობით და ხვდება თვალის ქსოვილსში. ჩივილებიდან აღსანიშნავია: მხედველობის დაქვეითება, ბადურის დაზიანება და ანთებითი პროცესი. ტიპურია მხოლოდ ერთი თვალის დზიანება.
  • ვისცერული ტოქსოკარიაზი – სისხლის ნაკადით ტოქსოკარას ლარვები მიგრირებს სხვადასხვა ორგანოებსი: ღვიძლში, თავის ტვინში და სხვა. აღინიშნება ცხელება, საერთო სისუსტე, ხველა, მუცლის ტკივილი.

შემთხვევათა უმეტესობაში ტოქსოკარათი გამოწვეული ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს. მძიმედ მიმდინარე შემთხვევები იშვიათია, თუმცა, გართულებების საფრთხე მაღალია ბავსვებში და იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში.

 

დიაგნოსტიკა

როგორც თვალის ისე ვისცერული ტოქსოკარიაზის დიაგნოსტიკა ეფუძნება პარაზიტით ინფიცირების ანამნეზურ და ასევე სეროლოგიური კვლევების მონაცემებს.  კვლევა ტარდება ტოქსოკარას ლარვების ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენით. დადებითი სეროლოგიური მონაცემები უნდ განვიხილოთ პაციენტის კლინიკურ-ანამნეზურ მონაცემებთან ერთად, თუმცა სეროპოზიტიური სემთხვევები შესაძლოა ახლდეს დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობასაც.

თვალის ტოქსოკარიაზის დროს შრატში ანტისხეულების დონე შესაძლოა დაბალი იყოს, მიუხედავად კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმისა. შესაძლებელია ტოქსოკარას ანტისხეულები აღმოჩნდს დაზიანებული  თვალის მინისებურ სხეულშიც, რაც ადგილობრივი იუნური რეაქციის, ან სისხლის ნაკადიდან ანტისხეულების მიგრაციის შედეგია.

თვალის ან ვისცერული ტოქსოკარიაზის სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს არამარტო ტოქსოკარათი, არამედ სხვა პარაზიტული ჭიებითტაც, როგორიცაა: Strongyloides spp, Paragonimus spp, Baylisascaris procyonis  და სხვა.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

ნებისმიერ პარაზიტულ დაავადებაზე, მათ შორის ტოქსოკარიაზზე მცირედი ეჭვის მიტანისას, განსაკუთრებით შინაურ ცხოველებტან ასოცირებული პარაზიტებზე ეჭვის არსებობისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა ანამნეზური მონაცემების, ობიექტური გასინჯვის და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დროულად დაისვას დიაგნოზი. რადგან ტოქსოკარიზის და სხვა პარაზიტული ჭეიებით გამოწვეული დაავადებების სიმპტომები მსგავსია, აუცილებელია სეროლოგიური კვლევები, პარაზიტის იდენტიფიცირეისათვის.

 

მკურნალობა

ტოქსოკარიაზის როგორც თვალის, ისე ვისცერული ფორმის მკურნალობა ალბენდაზოლის და მებენდაზოლის ჯგუფის ანტიპარაზიტული მედიკამენტებით ხდება, რომელთა დოზირებას და ხანგრძლივობას კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

 

პრევენცია

  • შინაური ცხოველების დამუშავება პარაზიტულ ჭიებზე და სხვა გამომწვვებზე
  • პირადი ჰიგიენის დაცვა ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ (ხელების რეგულარულად, საპნით დაბანა, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ)
  • ცხოველის ფეკალიებით დაბინზურებულ ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება
  • შინაური ცხოველის საცხოვრებელი არეს რეგულარული ჰიგიენური და ანტისეპტიკური დამუშავება

 

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button