ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾35.00 Original price was: ₾35.00.₾31.50Current price is: ₾31.50.
B ჰეპატიტის ვირუსი შედგება ბირთვისა და გარსისაგან. მისი გენომი შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ს. ინფექცია გადაეცემა სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი – დაახლოებით 70 დღე (40-160 დღე).
B ჰეპატიტის ბირთვული (ცენტრალური) ანტიგენი (HbcAg) გვხვდება მხოლოდ ინფიცირებული ღვიძლის უჯრედებში, და არა სისხლში. ანტისხეულები ამ ანტიგენის მიმართ (ანტი-HBc) ჩნდება სისხლში საკმაოდ ადრე – HBs-ის (B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი) საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოჩენამდე და აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა.
ანტი-HBc ანტისხეულები, თითქმის ყოველთვის, შესამჩნევი ხდება დაავადების ინკუბაციურ პერიოდში. HBs ანტიგენის გაქრობის შემდეგ და ანტი-HBs ანტისხეულების გამოჩენამდე („სეროლოგიური ფანჯარა“), ანტი-HBc ანტისხეულები და ანტი-HBc-IgM ანტისხეულები შეიძლება იყოს მწვავე B ჰეპატიტის არსებობის ერთადერთი მაჩვენებელი.
ანტი-HBc ანტისხეულების პერსისტირების გამო (ჩვეულებრივ, ინფექციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში), ამ ანტისხეულების განსაზღვრა სასარგებლოა ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის – HBV ინფექციის გავრცელების დასადგენად პოპულაციის გარკვეულ ჯგუფებში.
ჯანმრთელ HBs ანტიგენის მატარებლებში განსაზღვრული ანტი-HBc ანტისხეულების ტიტრი საშუალოდ 10-ჯერ მეტია, ვიდრე მწვავე B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ხოლო ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში საშუალოდ 100-ჯერ მეტია. ანტი-HBc ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი, თუნდაც „HBsAg უარყოფით“ ადამიანებში, მიუთითებს ქრონიკული B ჰეპატიტის არსებობაზე.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
https://www.synevo.ro/shop/anti-hbc/
https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-b.html
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |