Ca+D3 Screening Profile / Ca+D3 სკრინინგის პროფილი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

81.00

 

1.ზოგადი ინფორმაცია;

 

კალციუმისა და საერთო ვიტამინი D-ს სკრინინგის პროფილში დამატებით კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც  გვაძლევს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პროფილის ძირითადი პარატმეტრებია კალციუმის და საერთო D ვიტამინის განსაზღვრა, რომელთა ცვლაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

შრატში კალციუმის დონის გამოკვლევა  ორგანიზმში კალციუმის ცვლის შეფასების საშუალებას იძლევა . იგი არის ძვლებისა და კბილების უაღრესად მნიშვნელოვანი მინერალური კომპონენტი, რომელიც ორგანიზმში კალციუმის რეზერვების რეზერვუარს ქმნის. კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვასა და მოძრაობებში, გულის მოქმედების და კოაგულაციის პროცესებში.

შრატში კალციუმის დონის განსაზღვრას მიმართავენ ძვლების, თირკმელების, პარათირეოიდული ჯირკვლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მონიტორინგისა და კონტროლისთვის. მისი ცვლა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულში D ვიტამინის დონესთან.

ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას. ვიტამინი D კრიტიკულ როლს თამაშობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში. მისი  ნაკლებობა იწვევს რაქიტს და ოსტეომალაციას. D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჰიპერკალცემიას. ზოგადად, D ვიტამინი მოქმედებს, როგორც თანდაყოლილი იმუნიტეტის აქტივატორი და ადაპტაციური (შეძენილი) იმუნიტეტის შემასუსტებელი. ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია ვირუსული ინფექციებისადმი როგორიცაა: HIV (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) და ინფლუენზა, გაზრდილ რისკთან.

D ვიტამინის ნაკლებობა, ასევე, წარმოადგენს ტუბერკულოზის განვითრების რისკ ფაქტორს.

ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დაბალი მაჩვენებლები დაკავშირებულია ორსულთა დიაბეტთან, პრეეკლამპსიასა და მცირე ზომის ნაყოფთან.

 

 2.როდის ჩავიტაროთ ტესტი?

კალციუმისა და ვიტამინი D-ს ცვლის მოშლასთან დაკავშირებული მდგომარეობები:

-რაქიტი,სიმსივნე, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, დეპრესია, იმუნური სისტემის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები.

-პოსტმენოპაუზის პერიოდის ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფიის, ორსულობის, ახალშობილთა ჰიპოკალციემიის და ჰიპოპარათირეოზის დიაგნოზი და კონტროლი.

3.როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. სისხლს იღებენ დილით უზმოზე და მინიმუმ 10 დღის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ D ვიტამინის ან D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები .

 

4.შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია ;

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი,სხვა

მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც

სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის

ზუსტად დასასმელად.

 

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up