ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾107.00
არ არის მარაგში
“COVID-19” ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლის შედედების სისტემის პათოლოგია და თრომბოემბოლია, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ საჭირო პარამეტრები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.
„სინევოს“ ლაბორატორიულ ქსელში შესაძლებელია ერთი ტესტით – პროფილური კვლევა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი“ – ჩაიტაროთ ოთხი ძირითადი ანალიზი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ინფექციის მიმდინარეობის, სისხლის უჯრედული რეაქციისა და შედედების სისტემის მდგომარეობის შესახებ და დამატებით ანტისხეულები (SARS-Cov-2) სპაიკ (S) ცილის მიმართ , რომელიც რაოდენობირვად გვაჩვენებს ინფექციის ან/და ვაქცინაციის შემდგომ ორგანიზმის იმუნურ პასუხს.
პროფილური კვლევა მოიცავს შემდეგ ანალიზებს:
პროფილის ონ-ლაინ შეკვეთის შემთხვევაში ჯამური ფასია 107 ₾, ნაცვლად 198 ლარისა.
„კოვიდ-19“ ინფექციის ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან პროფილის ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშრიებით.
„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!
ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.
• <0.8U/mL – ნეგატიური (უარყოფითი).
• ≥ 0.80 U/mL – პოზიტიური (დადებითი).
• დადებითი შედეგი მიუთითებს ახლად ან წინათ გადატანილ SARS-CoV-2 ინფექციაზე და/ან ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნურ პასუხზე.
• უარყოფითი შედეგი მიუთითებს SARS-CoV-2 ვირუსთან კონტაქტის არარსებობაზე. ასევე, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს SARS-CoV-2 ინფექციის არ არსებობას, თუ ტესტის ჩატარება მოხდა ანტისხეულების გამომუშავებამდე ან ვაქცინაციისთანავე, აგრეთვე დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები