"PostCorona" Basic Panel/"პოსტკორონა" ძირითადი პანელი

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

135.00

ზოგადი ინფორმაცია:

შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნახეთ, თუ რა გავლენა იქონია „COVID-19“ ვირუსულმა ინფექციამ მასზე.

„COVID-19“ ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 რნმ ვირუსით ე.წ „კორონა“ ვირუსით და იგი სხვადასხვა ინდივიდებში განსხვავებულად პროგრესირებს, დაწყებული ასიმპტომურიდან დამთავრებული მწვავე მიმდინარეობებით. ეს სიმპტომები, სავარაუდოდ, ასოცირდება ორგანიზმში ინფექციის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებთან და მათი დადგენა შესაძლებელია სისხლის სპეციფიკური კომპონენტების ე.წ. მარკერების ცვლილებებზე დაკვირვებით, რის საშუალებითაც შესაძლებელია დადგინდეს თუ რატომ ნარჩუნდება ესა თუ ის სიმპტომი.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 10% -ს ახასიათებს გახანგრძლივებული სიმპტომები ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო პაციენტების 1,5-2%-ში ამ სიმპტომების ხანგრძლივობა გრძელდება სამ თვემდე. აღწერილია სხვადასხვა სახის გახანგრძლივებული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, მუცლის ტკივილი, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ზოგიერთ შემთხვევაში ცხელება, ხველა და / ან ყელის ტკივილი. ეს სიმპტომები შეიძლება უკავშირდებოდეს მეორად ინფექციას, ანთებას, „COVID-19“ ინფექციური დაავადებით გამოწვეულ დაზიანებებს ან მანამდე უკვე არსებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას.

„პოსტკორონა“ ძირითადი პანელის პროფილში შედის პარამეტრები , რომლებიც დაგეხმარებათ გახანგრძლივებული სიმპტომების გამომწვევი მიზეზების დადგენაში. გარდა ამისა, „პოსტკორონა“ ძირითადი პანელის გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია და სურს შეამოწმოს სისხლის მნიშვნელოვანი მარკერები, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ნორმის ფარგლებშია. პანელში შედის ბიომარკერები ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა გულის, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების დაზიანება, ანთება, ინფექცია და დიაბეტი.

„პოსტკორონა“ ძირითადი პანელის პარამეტრებია:

• SARS-Cov-2 AB (IgG;IgM;IgA) \კორონავირუსის SARS –Cov-2 ანტისხეულების (IgG;IgM;IgA)განსაზღვრა(საერთო რაოდენობრივი მაჩვენებელი)
• Complete Blood Count+ESR\სისხლის საერთო ანალიზი + ედსი
• D-Dimer \D დიმერი
• CRP \ C რეაქტიული ცილა
• ALT \ ალანინამინოტრანსფერაზა
• AST \ ასპარტატამინოტრანსფერაზა
• Creatinine \ კრეატინინი
• Glucose \ გლუკოზა
• Ferritin \ ფერიტინი
• LDH \ლაქტატდეჰიდროგენაზა

აქციის ფარგლებში „პოსტკორონა“ძირითადი პანელის ფასია 135ლარი, ნაცვლად 270 ლარისა.

პროფილში მოცემული პარამეტრების დახმარებით შესაძლებელია ზოგიერთი შესაძლო გართულების გამოვლენა, რაც საშუალებას მოგცემთ შეირჩეს მკურნალობის სწორი სტრატეგია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

თუ კვლავ გაწუხებთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ან მუცლის ტკივილი, და გსურთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა რაიმე გართულებები.

თუ გაქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები და გსურთ გაიგოთ, არის თუ არა ეს დაკავშირებული მიმდინარე ანთებასთან. ანთებითი კომპონენტების ნორმიდან გადახდრილი დონე შეიძლება იყოს „პოსტკოვიდური სინდრომის“ სიმპტომების ძირითადი მიზეზი.

აღგენიშნებათ ისეთი თანმხლები მდგომარეობა, როგორიცაა ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების ან გულის დაავადებები და ამის გამო მიეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს, და გსურთ სისხლის მარკერების საშუალებით განსაზღვროთ ხომ არ გაუარესდა ზემოთ აღნიშნული რომელიმე მდგომარეობა. ადრეული დიაგნოსტირება დაგეხმარებათ დაავადების სწორად მართვაში და სწორი მკურნალობის მეთოდის შერჩევაში.

გაქვთ „COVID-19“ ინფექციური დაავადება და ჯანმრთელობის მდგომარეობის დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით გსურთ აკონტროლოთ სისხლის კომპონენტების დონეები. სისხლის მარკერების დახმარებით შესაძლებელია არსებულ დარღვევებზე ინფორმაციის მიღება.

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

თუ ტესტის პარამეტრებმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი

მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის პასუხი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური და გვაჩვენებს ანტისხეულების საერთო მაჩვენებლის არსებობას ან არ არსებობას სისხლში

პოზიტიური: სისხლში აღმოჩნდა IgG; IgM და IgA ანტისხეულებიდან ყველა ან ერთერთი, რაც დამოკიდებულია ინფექციის ფაზაზე და მიუთითებს SARS-Cov-2 ვირუსის მიმართ განვითარებულ იმუნურ პასუხზე

თუ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია , თქვენ დიდი ალბათობით გაქვთ “COVID-19” ინფექცია,რაც დასტურდება ე.წ.PCR ტესტით

თუ არ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია , თქვენ დიდი ალბათობით გადაიტანეთ “COVID-19” ინფექცია

ნეგატიური : სისხლში არ აღმოჩნდა IgG; IgM და IgA ანტისხეულებიდან არცერთი,რაც მიუთითებს რომ ვირუსთან კონტაქტი არ გქონიათ, ან იმუნური პასუხი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

 

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up