Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

კოვიდ-19 | ანტისხეულები, ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

0.00

არ არის მარაგში

ზოგადი ინფორმაცია:

„სინევო საქართველო“-ში შესაძლებელია ჩაიტაროთ ტესტი “COVID-19” ინფექციის გამომწვევი ვირუსის SARS-Cov-2 საწინააღმდეგო სამივე ტიპის – IgG; IgM და IgA ანტისხეულებზე (საერთო მაჩვენებლი).

ტესტით დგინდება ე.წ IgG;IgM და IgA ანტისხეულების საერთო არსებობა სისხლში, რომელიც გამომუშავდება , როგორც იმუნური პასუხი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში და გამოვლინდება დაავდების აქტიურ ფაზაში და/ან მის შემდგომ, რაც მიუთითებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობაზე.

ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვგებულობთ ვიყავით ან/და ვართ, თუ არა ინფიცირებული “COVID-19” -ის გამომწვევი ვირუსით.

ტესტის უპირატესობა:

  • მაღალი სპეციფირუობა და მგრძნობელობა – 99%.
  • მეთოდი: ანალიზი კეთდება ანალიზატორზე Cobas e 411, მეთოდი ელექტროქემილუმინესცენცია(ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა.
  • მწარმოებელი: Roche (გერმანია).

შეკვეთის გაფორმებისას საკმარისია გადახდის დეტალებში მიუთითოთ ჯგუფის ერთი წევრის მონაცემები, ჯგუფის ყოველ მომდევნო წევრზე თქვენ ღებულობთ ფასდაკლებას. 

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ტესტი შეიძლება ჩაიტაროს ყველა დაინტერესებულმა პირმა, ვისაც აქვს ეჭვი ვირუსის არსებობაზე ან დაავადების გადატანაზე. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია:

სამედიცინო პერსონალი, მძღოლები, სავაჭრო და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების თანამშრომლები, ვისაც აქვთ ყოველდღიური კონტაქტი მრავალ ადამიანთან.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

სპეციალური მომზადება საჭირო არ არის

საჭიროა ვენური სისხლის ნიმუში.

დაიცავით ეპიდუსაფრთხოების წესები

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

პასუხი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური და გვაჩვენებს ანტისხეულების საერთო მაჩვენებლის არსებობას ან არ არსებობას სისხლში

პოზიტიური: სისხლში აღმოჩნდა IgG; IgM და IgA ანტისხეულებიდან ყველა ან ერთერთი, რაც დამოკიდებულია ინფექციის ფაზაზე და მიუთითებს SARS-Cov-2 ვირუსის მიმართ განვითარებულ იმუნურ პასუხზე

თუ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია , თქვენ დიდი ალბათობით გაქვთ “COVID-19” ინფექცია,რაც დასტურდება ე.წ.PCR ტესტით

თუ არ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია , თქვენ დიდი ალბათობით გადაიტანეთ “COVID-19” ინფექცია

ნეგატიური : სისხლში არ აღმოჩნდა IgG; IgM და IgA ანტისხეულებიდან არცერთი,რაც მიუთითებს რომ ვირუსთან კონტაქტი არ გქონიათ, ან იმუნური პასუხი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

Call Now Button