Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ლითიუმი Li | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ლითიუმი Li
SKU: 1151

Original price was: ₾30.00.Current price is: ₾27.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

* ტესტი კეთდება მხოლოდ ლითიუმის მედიკამენტის კონცენტრაციის მონიტორინგისთვის

დამატებითი ინფორმაცია

ლითიუმი (Li) არის ერთვალენტიანი ტუტე ლითონი, რომელიც ჩვეულებრივ არ გვხვდება ადამიანის ორგანიზმში. როგორც პრეპარატი, ის ზემოქმედებს კატექოლამინების ნეირონულ მეტაბოლიზმზე. იგი გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დროს მანიაკალური ფაზის, აგრეთვე მანიაკალური ეპიზოდების სიხშირის ჩასახშობად. ამ მიზნით მას იღებენ ლითიუმის კარბონატის სახით.

მას ხშირად უწოდებენ “განწყობის სტაბილიზატორს” და ზოგჯერ ინიშნება დეპრესიის დროს ისეთ პაციენტებში, რომლებიც კარგად არ რეაგირებენ სხვა მედიკამენტებზე. ლითიუმი მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღებიდან 6-8 საათის შემდეგ.

ლითიუმის 10%-ზე ნაკლები უკავშირდება პლაზმის ცილებს და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14-30 საათს. ლითიუმის გამოდევნა ორგანიზმიდან ძირითადად შარდის მეშვეობით (95%) ხდება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თირკმლების დაავადების მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ლითიუმის დონის მატება, მისი შემცირებული ელიმინაციის გამო.

ლითიუმით ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ისეთი ინდიკატორების მონიტორინგი, როგორიცაა შარდის ოსმოლარობა, T4, TSH, შრატის შარდოვანა, კრეატინინი და შრატის ნატრიუმი. იმის გამო, რომ ლითიუმი შედარებით ნელი მოქმედების პრეპარატია, მისი ეფექტი შეიძლება რამდენიმე კვირის შემდეგ გახდეს თვალსაჩინო.

პრეპარატის დოზა რეგულირდება მანამ, სანამ სისხლში მისი კონცენტრაცია არ მიაღწევს თერაპიულ დიაპაზონს. ამ მიზეზით, აუცილებელია ლითიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი რათა ის მუდმივად ამ ვიწრო დიაპაზონში დარჩეს. ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაში პრეპარატი არაეფექტურია, ხოლო ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მის ტოქსიურობასთან დაკავშირებული სიმპტომები – ატაქსია, ბუნდოვანი მეტყველება, დაბნეულობა და სხვ.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ლითიუმზე?

  • ლითიუმით თერაპიის დასაწყისში ლითიუმის თერაპიული დონის განსაზღვრა;
  • მკურნალობის დროს ლითიუმის თერაპიული დონის შენარჩუნება;
  • ლითიუმის ტოქსიურობის განსაზღვრა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ლითიუმის თერაპიული დიაპაზონი არის 0,6 – 1,2 მმოლ/ლ. ამ დიაპაზონში ადამიანების უმეტესობა წამალზე რეაგირებს ტოქსიურობის სიმპტომების გარეშე. თუმცა, რეაქციები და გვერდითი მოვლენები ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის. ამიტომ, ლითიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი ხელს უწყობს პრეპარატის სწორად დოზირებას.

თუ სისხლში ლითიუმის დონე თერაპიულ დიაპაზონზე დაბალია, დოზა შეიძლება არ იყოს საკმარისი თერაპიული ეფექტის მისაღწევად. თუ მისი დონე აღემატება თერაპიულ დიაპაზონს და თუ სახეზეა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, მაშინ დოზა სავარაუდოდ ძალიან მაღალია. ლითიუმის კონცენტრაცია და მისი გვერდითი ეფექტები შეიძლება გაიზარდოს ორგანიზმიდან მარილისა და წყლის დაკარგვის გამო, რაც შეიძლება გამოიწვიოს უმარილო დიეტამ, ჭარბმა ოფლიანობამ ან დაავადებამ, რომელიც იწვევს ღებინებასა და დიარეას. წამლებისა და დანამატების სხვადასხვა ჯგუფმა ასევე შეიძლება გაზარდოს, შეამციროს ან შეცვალოს ლითიუმის კონცენტრაცია.

ლითიუმის ტოქსიურობის შედეგად განვითარებული სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:

  • ძილიანობა, ენერგიის ნაკლებობა;
  • თავბრუსხვევა, ატაქსია;
  • კუნთების სისუსტე;
  • კოორდინაციის დარღვევა;
  • ბუნდოვანი მეტყველება;
  • გულისრევა, ღებინება ან დიარეა;
  • დაბნეულობა;
  • კანკალი და მოუსვენრობა.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/litiu/
https://www.synevo.bg/litiy/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button