Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

შარდმჟავა | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Uric acid
SKU: 1059

Original price was: ₾18.00.Current price is: ₾16.20.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

შარდმჟავა არის პურინის ნუკლეოზიდების (ქმნიან ნუკლეინის მჟავებს – რნმ-ს და დნმ-ს) მეტაბოლური პროდუქტი. ის შეიძლება წარმოიქმნას საკვების მიღებისას და ორგანიზმის საკუთარი ნუკლეინის მჟავების დაშლის შედეგად. ღვიძლიდან შარდმჟავა სისხლით გადადის თირკმლებში, სადაც მისი დაახლოებით 70% იფილტრება და გამოიყოფა ორგანიზმიდან. შარდმჟავას დანარჩენი ნაწილი კი გამოიყოფა და იშლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

შარდმჟავა არის პურინის მეტაბოლიზმის დარღვევის ერთ-ერთი ინდიკატორი.

  • თირკმლის ფუნქციის შეფასება თირკმლის უკმარისობის დროს;
  • პოდაგრა;
  • უროლითიაზი;
  • ციტოსტატიკური თერაპიის მონიტორინგი;
  • ორსულობისას გესტოზის მონიტორინგი დინამიკაში;
  • ლიმფური სისტემის პროლიფერაციული დაავადებები;

შემდეგი სიმპტომებისას:

  • ჰიპერმგრძნობელობა ან სახსრების ტკივილი;
  • შეშუპება სახსრის არეში;
  • სახსრის ირგვლივ კანის სიწითლე, ბზინვარე და თბილი კანი.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდმჟავას კონცენტრაცია იზრდება:

  • თირკმლის უკმარისობა;
  • პოდაგრა;
  • უსიმპტომო ჰიპერურიკემია;
  • ლეიკემია და ქრონიკული მიელოპროლიფერაციული სინდრომი, მრავლობითი მიელომა, ლიმფომები;
  • კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპია;
  • ჰემოლიზური ანემია, პერნიციოზული ანემია;
  • ტოქსიკოზი ორსულებში;
  • ფსორიაზი;
  • მოწამვლა (ბარბიტურატები, მეთილის სპირტი, ამიაკი, ნახშირბადის მონოქსიდი);
  • მეტაბოლური აციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • დაბალცილოვანი დიეტა, ალკოჰოლის მოხმარება;
  • ტყვიით მოწამვლა (ტყვიით გამოწვეული ნეფროპათია);
  • პოლიკისტოზური თირკმლის დაავადება;
  • გირკეს დაავადება, ლეშ-ნიჰანის სინდრომი, დაუნის სინდრომი;
  • ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოთირეოზი.

შარდმჟავას კონცენტრაცია მცირდება:

  • უილსონ-კონოვალოვის დაავადება, ფანკონის სინდრომი;
  • აკრომეგალია;
  • ცელიაკია;
  • ქსანტინურია (ქსანტინოქსიდაზას დეფიციტი);
  • ჰოჯკინის დაავადება;
  • ბრონქოგენური კიბო;
  • თირკმლების პროქსიმალური მილაკების დეფექტები;
  • დაბალპურინული დიეტა.

დამატებითი ინფორმაცია

პურინების მცირე რაოდენობა ხვდება ორგანიზმში გარკვეული საკვების მიღებისას, როგორიცაა ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, ხმელი ბარდა და ლობიო, ასევე გარკვეული ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად ლუდის მიღებისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შარდმჟავას მატება ან ეგრეთ წოდებული ჰიპერურიკემია.

მომნელებელი ფერმენტების გავლენით საკვების პურინები იშლებიან შარდმჟავამდე უკვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის შემდეგაც ის სისხლში შეიწოვება. სისხლში შეწოვილი შარდმჟავა კი თირკმლებით გამოიყოფა.

სისხლის პლაზმაში შარდმჟავა არის მარილის – ნატრიუმის ურატის სახით. ამ მარილს აქვს დაბალი ხსნადობა და მისი ნორმაზე ოდნავ მაღალი კონცენტრაციისას, წარმოიქმნება ნატრიუმის ურატის კრისტალები.

შარდმჟავას ჭარბი გამომუშავება ხდება შემდეგი მდგომარეობებისას: ნუკლეინის მჟავების გადაჭარბებული კატაბოლიზმი, უჯრედების მასიური განადგურება ან საბოლოო პროდუქტის გამოყოფის შეუძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერურიკემია და ჰიპოურიკემია არ არის დამოუკიდებელი დაავადებები, ჰიპერურიკემია არის მეტაბოლური დარღვევების განვითარების რისკფაქტორი და შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადების საფუძველი, ხოლო ჰიპოურიკემია შეიძლება მიუთითებდეს ფარულ პათოლოგიურ მდგომარეობაზე.

შარდმჟავას დონე სისხლში ლაბილურია და ასოცირდება ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა ასაკი, სქესი და ალკოჰოლის მოხმარება.

 

როგორ უნდა მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

ტესტის ჩატარება სასურველია დილით, რადგან სისხლში შარდმჟავას დონე განსხვავდება დღის სხვადასხვა ნაწილში – ჩვეულებრივ უფრო მაღალია დილით და დაბალია საღამოს.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button