კრეატინკინაზა | ლაბორატორიული კვლევა

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

13.50

კრეატინკინაზა (CK) ან კრეატინფოსფოკინაზა (CRK) არის ფერმენტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს უჯრედის ენერგეტიკულ პროცესებში.

კრეატინკინაზა მაღალი კონცენტრაციით გვხვდება მიოკარდიუმსა და ჩონჩხის კუნთებში და გაცილებით დაბალი კონცენტრაციით – ტვინში. CK-ს აქვს დიმერული სტრუქტურა და წარმოდგენილია 4 ფორმით: მიტოქონდრიული იზოფერმენტი და ციტოზოლური იზოფერმენტების 3 ფრაქცია: CK-MM (კუნთოვანი), CK-MB (მიოკარდიული), CK-BB (ცერებრალური).

ჯანმრთელ ადამიანებში, კრეატინკინაზას საერთო დონე თითქმის მთლიანად წარმოდგენილია იზოფერმენტ MM-ით (კუნთოვანი კრეატინკინაზათი).

როდის ჩავიტაროთ ტესტი კრეატინკინაზაზე?

კრეატინკინაზას განსაზღვრა რეკომენდებულია კუნთოვანი ქსოვილის დაშლის ყველა შემთხვევაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს MB ფრაქციას, რომელიც მკაცრად სპეციფიურია გულის კუნთისთვის და დადებითია გულის ყველა სახის დაზიანებისას.

ყველაზე გავრცელებული შემთხვევები, როდესაც კვლევა ტარდება, არის:

  • კუნთოვანი დისტროფიები;
  • მიოკარდიული ინფარქტი;
  • ტრავმა;
  • ინტოქსიკაცია;
  • ავთვისებიანი ჰიპერთერმია.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის გაკეთება სასურველია უზმოდ.

ტესტის წინ პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მძიმე ფიზიკურ აქტივობას.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კრეატინკინაზას კონცენტრაცია იზრდება:

  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (დაწყებიდან 4-6 საათის შემდეგ);
  • მძიმე მიოკარდიტი;
  • გულის ღია ოპერაციისა და ელექტრო დეფიბრილაციის შემდეგ;
  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, პოლიმიოზიტი/დერმატომიოზიტი, კუნთების ტრავმა;
  • რაბდომიოლიზი კოკაინით მოწამვლის დროს;
  • მიალგია-ეოზინოფილიის სინდრომი;
  • ავთვისებიანი ჰიპერთერმია;
  • კრუნჩხვები;
  • იშემია;
  • სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა;
  • რეის სინდრომი.

კრეატინკინაზას კონცენტრაციის შემცირება:

ჩვეულებრივ ასახავს კუნთების მასის შემცირებას, ასოცირებულს მეტასტაზურ სიმსივნეებთან, კორტიკოსტეროიდულ თერაპიასთან, ღვიძლის ალკოჰოლურ დაავადებასთან და კოლაგენოზთან.

 

 

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.bg/kreatinkinaza/
https://www.synevo.ro/shop/creatinkinaza-ck/

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button