იმუნოგლობულინი G (IgG)

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

41.00

იმუნოგლობულინი G (IgG) შეადგენს პლაზმის იმუნოგლობულინების 75%-ს. ის წარმოადგენს ძირითად ანტისხეულს, რომელიც წარმოიქმნება ანტიგენთან მეორადი კონტაქტის საპასუხოდ. მას აქვს ენდოთელიუმისა და პლაცენტის გადაკვეთის უნარი და მონაწილეობს ახალშობილებში პასიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში.

IgG ანეიტრალებს ბაქტერიულ ტოქსინებს და მოქმედებს როგორც ოპსონინი (უკავშირდება ბაქტერიის ზედაპირს და ხელს უწყობს ფაგოციტოზს).

IgG-ის მნიშვნელოვანი, თანდაყოლილი ან შეძენილი შემცირება იწვევს ბაქტერიული ინფექციებისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობის ზრდას. ამგვარად, განმეორებითი ინფექციების მქონე პაციენტებში უნდა შემოწმდეს შრატში იმუნოგლობულინის დონე.

მეორეს მხრივ, IgG-ის მომატებული დონე აღინიშნება იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში, სხვადასხვა ინფექციური ან ანთებითი პროცესების საპასუხოდ. IgG-ის განსაზღვრა სპეციფიური IgM-ის განსაზღვრასთან ერთად ხელს უწყობს მწვავე ან ქრონიკული ინფექციის სეროლოგიურ დიაგნოსტიკას.

IgG-ის კონცენტრაციის მატება აღინიშნება შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის, გაფანტული სკლეროზისა და ქრონიკული ჰეპატიტის ზოგიერთ შემთხვევაში.

IgG-ის კონცენტრაციის მატება აღინიშნება ასევე მრავლობითი მიელომის შემთხვევათა უმრავლესობაში, ამ შემთხვევაში IgG > 3გ/დლ – არის ძირითადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი იმუნოგლობულინ G-ზე (IgG)?

  • ჰუმორული იმუნიტეტის შეფასება;
  • IgG მიელომის დიაგნოსტიკა და თერაპიის მონიტორინგი;
  • ინფექციების რისკის შეფასება, განსაკუთრებით ბავშვებში და ლიმფომების მქონე პაციენტებში.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

იმუნოგლობულინ G-ს კონცენტრაცია იზრდება:

  • სარკოიდოზი;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • პარაზიტოზი;
  • ქრონიკული ინფექციები;
  • ჰიპერიმუნიზაცია;
  • მწვავე მალნუტრიცია;
  • დისპროტეინემია;
  • IgG მიელომა.

იმუნოგლობულინ G-ს კონცენტრაცია მცირდება:

  • ცილის დაკარგვით მიმდინარე სინდრომები;
  • ორსულობა;
  • არა-IgG მიელომა;
  • Waldenström-ის მაკროგლობულინემია;
  • ლიმფოიდური აპლაზია;
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია;
  • აგამაგლობულინემია;
  • სელექციური IgG დეფიციტი;

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/imunoglobulina-igg/
https://www.synevo.bg/igg/

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button