
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾43.00 Original price was: ₾43.00.₾38.70Current price is: ₾38.70.
ესტრადიოლი (E2) ბიოლოგიურად ყველაზე აქტიური ესტროგენია.
ესტროგენები მონაწილეობს ქალის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაში და პროგესტერონთან ერთად პასუხისმგებელია მენსტრუალური ციკლის რეგულირებაზე, ქალის სასქესო ორგანოების განვითარებასა და ორსულობის შენარჩუნებაზე.
გავლენას ახდენს კალციუმის მეტაბოლიზმზე და დადებითად მოქმედებს ძვლის მასაზე. ესტროგენების დაბალი დონის დროს აღინიშნება ძვლის მინერალიზაციის შემცირება, რის შედეგადაც იზრდება მოტეხილობების და პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის რისკი.
მამაკაცებში: უნაყოფობა, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური სისტემის დარღვევები, გინეკომასტია და სათესლე ჯირკვლების სიმსივნე, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზია, ოსტეოპოროზი.
ქალებში: უშვილობა, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-გონადური სისტემის დარღვევები, გინეკომასტია და საკვერცხეების სიმსივნეები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზია. ოვულაციის მონიტორინგი სტიმულირების ციკლებში (ინვიტრო ფერტილიზაცია), ოსტეოპოროზი.
ესტრადიოლის მაღალი დონე შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევით, თავის ტკივილით, მუცლის შებერილობით, დაღლილობით, ტკივილით გულმკერდის არეში და გუნება-განწყობის ცვლილებებით.
ესტრადიოლის დაბალი დონე დაკავშირებულია არარეგულარულ ან არარსებულ მენსტრუაციასთან, საშარდე გზების ხშირ ინფექციასთან, სქესობრივი კავშირის დროს ტკივილთან საშოს სიმშრალის გამო, გუნება-განწყობის ცვლასთან, დეპრესიასთან, დაღლილობასთან და ე.წ „ალებთან“.
ესტრადიოლის დონის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს:
ესტრადიოლის დონის კლება შეიძლება გამოწვეული იყოს:
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები