TG /თირეოგლობულინი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

47.00

ზოგადი ინფორმაცია:

თირეოგლობულინი (TG) არის გლიკოპროტეინი, რომელიც ემსახურება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს. იგი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის უმნიშვნელოვანეს ცილოვან კომპონენტს, რომელიც დიდი რაოდენობით სინთეზირდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების მიერ და გროვდება ფოლიკულურ სანათურში.

თითოეული თირეოგლობულინის (TG) მაკრომოლეკულა შეიცავს 25 თიროზინის (ამინომჟავა) მოლეკულას – თირეოიდული ჰორმონის სინთეზის მთავარ სუბსტრატს. თირეოგლობულინის (TG) ეტაპობრივი გარდაქმნის შედეგად ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოსინთეზი და საბოლოო იტაპზე , TSH- ის სტიმულირებით, თიროქსინის (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) სისხლის მომოქცევაში გადასვლა.

ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში თირეოგლობულინის (TG) სინთეზის დროს და ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულებში ტრანსპორტირებისას ცირკულაციაში ხვდება თირეოგლობულინის (TG) მცირე რაოდენობა. ამრიგად, ჯანმრთელ პირთა შრატში თირეოგლობულინის (TG) დაბალი კონცენტრაცია აღინიშნება, რაც მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის არსებობაზე. მეორეს მხრივ, ფოლიკულური კედლის დაზიანებისას თირეოგლობულინის (TG) უფრო დიდი რაოდენობა ხვდება სისხლის მიმოქცევაში ; ამიტომ თირეოგლობულინი (TG) არის ფარისებრი ჯირკვლის მორფოლოგიური მთლიანობის მარკერი.

თირეოგლობულინის (TG) მატება გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამი ტიპით:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჩიყვი ჰიპერფუნქციით,
  • ანთება ან ფარისებრი ჯირკვლის ტრავმული დაზიანება
  • ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბო.

თირეოგლობულინის (TG) არარსებობა ახალშობილთა შრატში მიუთითებს თანდაყოლილ ათიროზზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ტესტი განსაზღვრავს თირეოგლობულინის (TG) რაოდენობას სისხლში, და მას ხშირად იყენებენ, როგორც სიმსივნურ მარკერს, შემდეგი მდგომარეობების მონიტორიგისთვის:

  • ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს მქონე პაციენტების მონიტორინგი თირეოიდექტომიის და რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ.
    ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ დარჩენილი ოპერაციის ან დასხივების შემდგომ დაზიანებული ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი, თირეოგლობულინი (TG) არ გამოვლინდება. ამრიგად, თირეოგლობულინი (TG) არის ინფორმატიული სიმსივნური მარკერი, რეზიდუალური (ნარჩენი) თირეოიდული პაპილარული ფოლიკულური კარცინომის არსებობის შეფასებისთვის, ქირურგიული რეზექციის ან / და დასხივების შემდეგ.
    თუ თიროგლობულინის მნიშვნელობები > 3 μg / L მიიღება, თიროქსინით დამთრგუნველი თერაპიის დროს, ის სიმსივნის განმეორების მაჩვენებელია და რეკომენდებულია იოდი 131 – ით სხეულის მთლიანი სკინტოგრაფია.
  • დესტრუქციული თირეოიდიტი;
  • ქვემწვავე თირეოიდიტსა და ხელოვნურ თირეოტოქსიკოზს შორის დიფერენციალური დიაგნოზი ( ხელოვნურ თირეოტოქსიკოზის დროს თიროგლობულინი ძალიან დაბალია ან არ ვლინდება.
  • თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი არ არსებობისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დიფერენცირება.
  • მოსახლეობის იოდის დეფიციტის შეფასებასთან დაკავშირებული კვლევები.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ყველა ავთვისებიანი სიმსივნე არ აწარმოებს თირეოგლობულინს. ამასთან, კიბოს უფრო ხშირად გავრცელებულ ტიპებს აქვთ თირეოგლობულინის მომატებული დონე.

თირეოგლობულინის ტესტი უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (fT3, fT4) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) ტესტთან ერთად მკურნალობის დაწყებამდე, რათა დადგინდეს, არის თუ არა სიმსივნე თირეოგლობულინ-მაპროდუცირებელი.

ტესტის ჩატარება სათანადოა ჰორმონალური დისბალანსის შემდეგი სიმპტომების დროს:

  • წონის უეცარი დაკლება შენახული მადის მიუხედავად;
  • წონის აუხსნელი მომატება;
  • კანის ქავილი;
  • მხედველობის უეცარი შესუსტება;
  • გაღიზიანება;
  • სახის და სხეულის თმის მომატებული ზრდა;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • გუნება-განწყობის უეცარი ცვალებადობა;
  • ძილის დარღვევები.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ , დილის საათებში (დაახლოებით 11 საათამდე). ამ ტიპის გამოკვლევისთვის ვენური სისხლის დონაცია უნდა ჩატარდეს სკანირების პროცედურების დაწყებამდე და ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის ჩატარებამდე, ან მათ შემდეგ არა უადრეს 2 კვირისა, აგრეთვე თირეოექტომიის ან იოდი 131-ით თერაპიის დასრულებიდან არა უადრეს 6 კვირისა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

თირეოგლობულინის მომატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში საშუალებას იძლევა გამოიყენოთ როგორც სიმსივნური მარკერი.

თიროგლობულინი არ ვლინდება ან ძალიან დაბალია ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მოცილების ან რადიოიზოტოპური მკურნალობის შემდეგ.

თუ თირეოგლობულინის მაღალი დონე კვლავ ფიქსირდება მკურნალობის შემდეგ, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ან სიმსივნის დარჩენილი ქსოვილები, რაც მოითხოვს თქვენს ყურადღებას და მონიტორინგს.

თუ თირეოგლობულინის მაღალი დონე გამოვლინდა ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში, ეს სავარაუდოდ სიმსივნის განმეორება ან გავრცელებაა.

თირეოგლობულინი (TG) მომატებულია:

  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები;
  • ქვემწვავე თირეოიდიტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ადენომა;
  • ჰიპერთირეოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეტასტაზები;
  • ენდემური ჩიყვი;
  • იოდის დეფიციტი;
  • გრეივსის დაავადება;
  • რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა

თირეოგლობულინი (TG) დაქვეითებულია:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი მიღებით.

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up