ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00 Original price was: ₾60.00.₾54.00Current price is: ₾54.00.
სარძევე ჯირკვლის კარცინომა ძუძუს სიმსივნის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს სიმსივნეები ხშირად წარმოქმნიან მუცინოზურ ანტიგენებს – დიდი მოლეკულური მასის მქონე გლიკოპროტეინებს. CA 15-3 სარძევე ჯირკვლის სიმსივნესთან ასოცირებული ანტიგენია, რომელიც MUC-1 გენის მიერ კოდირდება.
CA 15-3 ძირითადად გამოიყენება ძუძუს კიბოს მკურნალობის მონიტორინგისთვის, მეტასტაზების არსებობის დროს. მარკერის კვლევა არ ტარდება იზოლირებულად, არამედ მისი მონაცემები განიხილება კლინიკურ, ანამნეზურ, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის მონაცემებთან ერთად. CA 15-3 ასევე გამოიყენება ძუძუს კიბოს ინვაზიური სიმსივნის პოსტოპერაციული პერიოდის მეტვალყურეობისთვის.
გარდა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებისა, CA 15-3 დონე შრატში შესაძლოა გაიზარდოს ფილტვის, მსხვილი ანწლავის, პანკრეასის, ღვიძლის, საკვერცხის, საშვლიოსნოს ყელის და ენდომეტრიუმის სიმსივნეების დროს.
კვლევის მთავარ შეზღუდვას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიმსივნის ადრეულ სტადიაზე, მარკერის მატება არ აღინიშნება, შესაბამისად მისი გამოყენება სასკრინინგოდ არ ხდება.
სერიული ტესტირება ხელს უწყობს რეციდივის ადრეულ გამოვლენას, მანამდე ნამკურნალები II და III სტადიის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში.
CA 15-3 მაჩვენებლების მომატება, ძუძუს კიბოს რეციდივის რისკის მქონე ქალებში, რომლებსაც მანამდე ჩაუტარდათ მკურნალობა, შესაძლოა დაავადების პროგრესირებაზე იუთიტებდეს.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მონიტორინგში, შესაძლოა დაავადების პროგრესზე ან რეგრესზე მიუთითებდეს.
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა შეწყდეს ბიოტინის (B7 ვიტამინი) შემცველი საკვები დანამატების, მულტივიტამინების მიღება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
კვლევის მეთოდი: ელექტროქემილუმინესცენტური იმუნანალიზი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |