ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00 Original price was: ₾60.00.₾54.00Current price is: ₾54.00.
CA 19-9 ცილაა, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში სიმსივნური პროცესის საპასუხოდ. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ასეთი ტიპის ცილები დაბალი კონცენტრაციითაა. CA 19-9 ოდენობის მატება ხშირად პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) სიმსივნეზე მიუთითებს, თუმცა შესაძლოა განვითარდეს ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების, ღვიძლის ციროზის დროს.
რადგან აღნიშნული ცილის მატება სიმსივნის გარდა ხვა პროცესებსაც ახასიათებს, ის დაავადების სასკრინინგოდ არ გამოდგება. კვლევას იყენებენ დაავადების მიმდინარეობის და მკურნალობის მონიტორინგისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმსივნური პროცესი არ იწვევს აღნიშნული მარკერის მომატებას, რის გამოც მისი გამოყენება მონიტორინგისთვის უსარგებლოა.
CA 19-9 განსაზღვრა საჭიროა შემდეგი ორგანოების სიმსივნეების შემთხვევებში:
პანკრეასი
სანაღვლე გზები
სწორი ნაწლავი და კოლინჯი (მსხვილი ნაწლავი)
მუცლის ღრუ
საკვერცხეები
შარდის ბუშტი
შედეგების ინტერპრეტაცია
სიმსივნის მკურნალობის პროცესში შესაძლოა რამდენჯერმე გახდეს საჭირო CA 19-9 (ისევე როგორც სხვა მარკერების) მაჩვენებლის განსაზღვრა, მკურნბალობის ეფექტურობის ან დაავადების პროგრესირების შესაფასებლად.
ზოგჯერ CA 19-9 მაჩვენებელი სიმსივნის გარეშეც იმატებს. თუ მარკერის მაჩვენებელი იზრდება სიმსივნის არარსებობის პირობებში, ამ მდგომარეობას მკურნალობა არ სჭირდება. CA 19-9 მომატებული კონცენტრაცია შესაძლოა მიუთითებდეს:
ამ მდგომარეობებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები