ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ანტიოქსიდანტები – კანის ფოტოდაბერების პრევენცია | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კანის ფოტოდაბერება და ანტიოქსიდანტები

მიუხედავად მზის სხივების არაერთი სარგებლისა, ორგანიზმზე მისი მავნე ზემოქმედებაც აისახება, რისი ერთერთი მაგალითიცაა კანის დაბერება. თუმცა, არსებობს ისეთი სასარგებლო ნივთიერებები, როგორებიცაა ანტიოქსიდანტები – რომლებიც აძლიერებს კანის დაცვას მავნე ფაქტორების ზემოქმედების დროს.

 

მზით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესი

კანის დაბერების პროცესი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ესენია: გენეტიკა, მეტაბოლიზმი, ჰორმონული ძვრები და სხვა. თუმცა, გარემო ფაქტორები როგორც წესი აჩქარებს ამ პროცესს.

მზის გამოსხივება კანის დაბერების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სახის კანის დაბერების პროცესის 80% სწორედ მზის სხივებითაა გამოწვეული. მზის სხივების ზემოქმედებით კანი უფრო უხეში, მოდუნებული და მუქი ხდება, რასაც ბიოქიმიური საფუძვლები აქვს:

  • მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ააქტივებს კანში ჟანგბადის რეაქტიულ სახეობებს – თავისუფალ რადიკალებს. მცირე რაოდენობით თავისუფალი რადიკალები სახიფათო არ არის ჯანმრთელობისთვის.
  • თავისფალი რადიკალების დაგროვება იწვევს ოქსიდაციურ სტრესს, რის შედეგადაც ირღვევა ბალანსი ტავისუფალ რადიკალებსა და ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს შორის. ეს არღვევს კანის ნორმალური უჯრედების ფუნქციებს და იწვევს მის დაზიანებას. ოქსიდაციური სტრესი ყველა ტიპის და ფერის კანში ხდება.
  • ოქსიდაციური სტრესით დაზიანებული კანის უჯრედებში მცირდება კოლაგენის, ელასტინის და სხვა სტრუქტურული ცილების სინთეზი. ასევე ნელდება კანის უჯრედების განახლების პროცესები. დროთა განმავლობაში ეს ხდება ნაოჭების, კანის მოდუნების და დაბერების სხვა ნიშნების განვითარების მიზეზი.

ანტიოქსიდანტები

ოქსიდაციური სტრესის დამაზიანებელი ეფექტის შემცირება მხოლოდ ანტიოქსიდანტებითაა შესაძლებელი. როდესაც ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ანტიოქსიდანტები ვერ უმკლავდება ოქსიდაციურ სტრესს, სარგებელის მოტანა ბუნებრივ საშუალებებსშეუძლია:

  • ხილის და ბოსტნეულის შემადგენლობაში შემავალი კაროტინოიდები და ფლავონოიდები, რომლებიც განსაკუთრებით ბევრია კენკროვნებში, წიწაკაში, პომიდორში, მწვანე ჩაიში, სტაფილოში და სხვა პროდუქტებში, განსაკუთრებით სასარგებლოა კანის დამცველობითი ფუნქციის შენარჩუნებისთვის
  • ანტიოქსიდაციური თვისებების მქონე ვიტამინები, როგორებიცაა: A, B3 (ნიაცინი), C, E
  • კვებითი დანამატები, რომლებიც შეიცავს კოენზიმ-Q10, პოლიფენოლებს, რესვერატროლს და სხვა ინგრედიენტებს
  • კანისთვის მნიშვნელოვანი ნაერთების შემცველი კრემები და ლოსიონები
  • მზისგან დამცავი კრემების გამოყენება SPF ფილტრებით

 

პრევენცია

კანის დაბრების პროცესი, არამარტო კოსმეტიკური საკითხია, არამედ ჯანმრთელობის პრობლემაცაა. თხელი, დაბერებული კანი უფრო მგრძნობიარეა დაზიანებების, ნელა შეხორცებადი ჭრილობების და ინფექციის მიმართ. მაღალია კანის კიბოს განვითარების რისკიც.

ანტიოქსიდანტები კანის მზისგან  დაცვის საკითხის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელთა გამოყენება დაცვის სხვა საშუალებების აუცილებლობას არ გამორიცხავს, როგორიცაა მზისგან დამცავი სამოსი, საჩრდილობლით მზისგან თავის დაცვა და დამცავი კრეის გამოყენება.

  “სინევო” გთავაზობთ კანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ლაბორატორიული   კვლევების ფართო სპექტრს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

რესურსები

https://skinandcancerinstitute.com/zinc-and-healthy-skin/

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button