ალვის ხე დედამიწაზე ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი სხვადასხვა სახეობა თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება. გაზაფხულზე ის უხვად წარმოქმნის ბამბის ქულების მსგავს თესლს, რომელიც ჰაერის ნაკადით უხვად იბნევა. ალერგიას იწვევს არა მაკროსკოპული ბამბისმაგვარი წარმონაქმნები, არამედ მიკროსკოპული მტვერი, რომელიც ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში და იწვევს სენსიბილიზაციას.
ალვის ხეების დამტვერვა მარტის ბოლოდან მაისის ბოლომდე გრძელდება და შემაწუხებელ ჩივილებს იწვევს მის მტვერზე ალერგიულ პაციენტებში.
სიმპტომები
სურდო
ხველა
ცემინება
ცრემლდენა
თვალების ქავილი
ალერგიული გამონაყარი
სიმპტომების გამწვავება ასთმიან პაციენტებში
საინტერესო ფაქტია, რომ ალვის ხის ალერგიის მქონე პაციენტებში ზოგჯერ ჯვარედინი რეაქცია ვითარდება ისეთ ხილზე და ბოსტნეულზე, როგორიცაა: ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ლეღვი, საზამთრო, ფორთოხალი, პომიდორი, კიტრი, ბროკოლი, კომბოსტო, ყაბაყი და სხვა. ეს განპირობებულია ერთი და იგივე ცილის შემცველობით, რომლის მიმართაც იმუნური რეაქცია ვიტარდება.
ალვის ხის ალერგიის დიაგნოსტირება ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან ის ემთხვევა სხვა პოლინოზების (მცენარეულ მტვერზე ალერგიების) სეზონს. გასათვალისწინებელია ალერგია ოთახის მცენარეებზეც. საუკეთესო გზა, ალერგენის დასადგენად, ალერგიული ტესტების ჩატარებაა – ყველა სავარაუდო ალერგენზე.
მკურნალობა და რეკომენდაციები
ყველაზე საუკეთესო საშუალება, ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, მასთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანაა. პოლინოზები ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა, თუმცა არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია:
- შეამოწმეთ მტვრის რაოდენობა. ქარიან ამინდში განსაკუთრებით უხვადაა ის, ამიტომ მოერიდეთ სახლიდან გასვლას.
- ალერგიის სეზონზე ჯობს საღამოს საათებში გახვიდეთ სახლიდან, რადგან დილით და შუადღეს მტვრის რაოდენობა მაქსიმალურია.
- სეზონური ალერგიების პერიოდში ჩვეულზე უფრო ხშირად დაალაგეთ სახლი სველი წესით.
- გაზაფხულზე შეძლებისდაგვარად გასხალით ალვის ხის ტოტები
- ხშირად გამოცვალეთ თეთრეული და საგარეო სამოსი – მტვრის ნაწილაკების მოსაცილებლად.
- მიიღეთ შხაპი, ან დაიბანეთ სახე და ხელები ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ.
- თავი აარიდეთ ზემოთჩამოთვლილი საკვების მიღებას, რომლებსაც ახასიათებს ჯვარედინი ალერგიული რეაქცია ალვის ხის ალერგენებთან.
ალერგენთან კონტაქტის შემცირება, ალერგიული რეაქციის განვითარებისგან აბსოლუტურ დაცვას არ წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა მადესენსიბილიზებელი მკურნალობა, რომლის გეგმის და დოზირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალისტი.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის
სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს
საკვლევი მასალა
ვენური სისხლი
ალვის ხის ალერგიის დიაგნოსტირებისთვის “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც შეგიძლიათ დაჯავშნოთ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ:
რესურსები
https://www.wyndly.com/blogs/allergens/poplar-tree