Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

საკვერცხის კისტა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც სითხით, სისხლით ან ლორწოთია სავსე. კისტა ფორმირდება საკვერცხეების ზედაპირზე. საკვერცხეები წარმოადგენს ქალის წყვილ ორგანოს, რომელშიც ხდება რეპროდუქციული უჯრედების მომწიფება. საკვერცხეები აგრეთვე პასუხისმგებელნი არიან სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებაზე.

კისტის ზოგიერთი სახეობა არ წარმოადგენს საფრთხეს და გაიწოვება რამოდენიმე თვის განმავლობაში. ზოგიერთი კი პირიქით, სახიფათოა და შესაძლოა უშვილობის ან სიმსივნის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.

რატომ ჩნდება საკვერცხის კისტა?

საკვერცხის კისტის წარმოქმნა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ჰორმონალური დარღვევები;thumbnail
  • მენსტრუალური ციკლის ადრე დაწყება;
  • აბორტები;
  • ანთება და ინფექციები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

სიმპტომები

საკვერცხეზე კისტის არსებობის შესახებ შესაძლოა მიუთითებდეს:

  • მოვლითი მენჯის ტკივილი;
  • წნევა ან სიმძიმე მუცელში;
  • დაორსულების სირთულე – თუმცა საკვერცხის ცისტები ჩვეულებრივ გავლენას არ ახდენს ნაყოფიერებაზე;
  • სისხლდენა საშვილოსნოდან, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ხანგრძლივობის ან ინტენსიურობის მხრივ, აგრეთვეცციკლის დაგვიანებით დაწყება);
  • ქაჩვითი ან ყრუ ტკივილები მუცლის ქვედა არეში (შესაძლოა ტკივილი წარმოიშვას აგრეთვე სქესობრივი აქტის ან ფიზიკური დატვირთვის დროს);
  • სისუსტე, გულის რევა;
  • სისხლის მიმოქცევის გაძლიერება სარძევე ჯირკვლებში (ჯირკვლების ზომაში გაზრდა და ტკივილი, მშობიარობის შემდგომი რძის გადინების გამო);
  • შებერილობა, მუცლის მოცულობის გაზრდა (დიდი, კისტოზური სიმსივნის არსებობის დროს);
  • მაღალი ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე;
  • გახშირებული შარდვა;
  • ზოგიერთ შემთხვევაში – წონაში მატება;
  • მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა;
  • შარდვის ხშირი მოთხოვნილება.

მცირე ზომის კისტებს, როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომები არ ახასიათებს.

საკვერცხის კისტის ტიპები

საკვერცხის კისტის მრავალი განსხვავებული ტიპი არსებობს, რომლებიც შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:

  • ფუნქციური კისტები – ყველაზე ხშირი ტიპი. როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის ნაწილია და არ საჭიროების მკურნალობას. გამოხატულია ფოლეკულური კისტით ან ყვითელი სხეულის კისტით, რომელიც წარმოიქმნება ფოლეკულებისგან ან ყვითელი სხეულისგან;
  • პათოლოგიური კისტები – ამ ტიპის კისტები შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი (ენდომეტროიდული, ლუთეინური, დერმოიდული, საკვერცხის ფიბრომა,), ასევე ავთვისებიანი (ცისტადენომა, მუცინოზური);
  • პათოლოგიური კისტები გამოწვეულია უჯრედების არანორმალური ზრდით და არ არის დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან. ისინი შეიძლება განვითარდეს მენოპაუზის დაწყებამდე და მის შემდეგ.

განარჩევენ საკვერცხის კისტის რამოდენიმე ტიპს, მისი აგებულების და წარმოქმნის გზის მიხედვით, ესენია:

  • დერმოიდული კისტა წარმოადგენს კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომლის შიგნითაც შესაძლოა იყოს ორგანიზმის ქსოვილები და უჯრედები, მაგალითად თმები ან ხრტილები;
  • ენდომეტრიული კისტა ჩნდება მაშინ, როდესაც საშვილოსნოს უჯრედები ხვდება საკვერცხეებში;
  • ცისტადენომა, კისტის იშვიათი სახეობაა, ე.ი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შესაძლოა გარდაიქმნას ავთვისებიანად;
  • მუცინოზური კისტა, რომელიც შედგენა ლორწოსგან, აღწევს დიდ ზომას და შესაძლოა გარდაიქმნას ავთვისებიანად.

გართულებები:

  • შემოგრეხა – კისტა შეიძლება შემოიგრიხოს. შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, რაც მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს.
  • აპოპლექსია-გასკდომა – საკვერცხის კისტის გასკდომისას პაციენტს აღენიშნება უეცარი, ძლიერი ტკივილი. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც.
  • საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – იშვიათად საკვერცხის კისტა კიბოს საწყისია.

საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • ულტრაბგერითი კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია, მრტ;
  • სისხლის ტესტები – ონკო-მარკერი CA-125, ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა.

საკვერცხეების კისტის დიაგნოსტიკა იწყება გინეკოლოგის კაბინეტში, პაციენტის ვიზუალური დათვალიერებით. ექიმმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ საკვერცხეები გადიდებულია და დანიშნოს სხვადასხვა ანალიზები. უმეტესწილად, სისხლის ანალიზი, რომელიც აჩვენებს ანთების არსებობას ან არ არსებობას.

ულტრაბგერითი გამოკვლევა დაავადების დეტალურად გამოკვლევის საშუალებას იძლევა, კერძოდ კი – კისტის დანახვისა და მისი ადგილმდებარეობის დადგენის. ლაპარასკოპიას შეუძლია არა მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნის ვიზუალიზაცია, არამედ მასალის აღება, ე.წ ბიოფსიის ჩატარება. ბიოფსია გამოავლენეს კეთილვთვისებიანია წარმონაქმნი თუ ავთვისებიანი.

იმ შემთხვევებში, როდესაც კისტის მკურნალობა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ატარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას. აღნიშნული გამოკვლევებით კისტის შესახებ დიდი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, დაწყებული მისი სტრუქტურიდან, დამთავრებული მისი ზომებით.

მკურნალობა

საკვერცხის კისტების მკურნალობა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • მის ზომასა და ტიპზე;
  • პაციენტის ასაკზე;
  • პაციენტის სიმპტომებზე;
  • გაიარეთ თუ არა მენოპაუზის პერიოდი.

უმეტეს შემთხვევაში კისტა ხშირად ქრება რამდენიმე თვის შემდეგ. ამის შესამოწმებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ულტრაბგერითი სკანირება, მაგრამ თუ თქვენ იმყოფებით პოსტმენოპაუზის პერიოდში, ამ შემთხვევაში, საკვერცხის კისტის განვითარების რისკი ოდნავ მაღალია. საკვერცხის კისტის მონიტორინგისთვის რეგულარული ულტრაბგერითი გამოკვლევები და სისხლის ტესტებია რეკომენდირებული.

კისტების მოცილებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც, თუ ისინი დიდი, სიმპტომური ან პოტენციურად სიმსივნურია. ქირურგიული გზით საკვერცხის კისტის მოცილება ხდება იმ შემთხვევაში, თუ:

  • კისტა იზრდება ზომაში, არ გაიწოვება და არ რეაგირებს მედიკამენტურ მკურნალობაზე;
  • არსებობს კისტის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის რისკი;
  • წარმონაქმნი მდებარეობს საკვერცხის შიგნით;
  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნი არის დერმოიდული, მუცინოზური ან ენდომეტრიული კისტის სახეობა.

წყარო

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button