არაგეგმიური ორსულობა დღევანდელი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის გლობალურად აქტუალური საკითხია, რომლის კონტროლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად ორალური კონტრაცეფცია მიიჩნევა.
სარჩევი
როდესაც 1960 წელს პირველად დაინერგა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება, ქალის ორგანიზმზე მისი მოქმედების გრძელვადიანი ეფექტების და ჯანმრთელობის რუტინული მონიტორინგის საჭიროების შესახებ პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი.
თუ მანამდე, მსოფლიოს და ამერიკის გინეკოლოგიისა და მეანობის პროფესიული ორგანიზაციები (World Health Organization; Royal College of Obstetricians and Gynaecologists; Society of Obstetricians and Gynaecologists of Canada; American College of Obstetricians and Gynecologists; International Planned Parenthood Federation, the U.S.; Agency for International Development) უარყოფდნენ კონტრაცეფციის დაწყებამდე მენჯის ღრუს ორგანოებისა და ზოგადი ლაბორატორიული კვლევების აუცილებლობას, დაგროვილი გამოცდილების და კვლევების მონაცემების საფუძველზე 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მათი შეხედულებები შეიცვალა.
სტანდარტულ შემთხვევებში პაციენტის ანამნეზის, წონის და სისხლის წნევის მონაცემები შესაძლოა საკმარისი იყოს სწორი კონტრაცეპტივის შესარჩევად. თუმცა, ნებისმიერი სპეციფიკური სამედიცინო მდგომარეობის არსებობისას აუცილებელია მისი განხილვა სპეციალისტთან ადექვატური კონტრაცეპტივის შესარჩევად.
მიუხედავად ორალური კონტრაცეპტივებით მიღებული სარგებლისა, კლინიკური კვლევების მტკიცებულებებით იზრდება ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორებიცაა: სიმსუქნე, კარდიოვასკულური დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, მკერდის კიბო, ჰემორაგიული ინსულტი, ვენური თრომბოზები და სხვა. კვლევების ონაცემებით კონტრაცეპტივები ზრდის ოქსიდაციურ სტრესს. ორალური კონტრაცეპტივები გავლენას ახდენს გენომურ გზებზე, ესტროგენულ რეცეპტორებზე, ღვიძლის აპოლიპოპროტეინების მაჩვენებლებზე, ასევე ლიპოპროტეინების წარმოქმნის პროცესებზე.
კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლოა არანაირ რისკებს არ მოიცავდეს, თუმცა წინასწარგანწყობის მქონე პირებშო შესაძლოა ვენური თრომბოზების და ღვიძლის ფუნქციების გაუარესების მიზეზი გახდეს.
ორალური კონტრაცეფციის, ისევე როგორც ნებისმიერი ტიპის ჰორმონოთერაპიის დროს, აუცილებელია გავითვალისწინოთ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა:
- არტერიული ჰიპერტენზია – არტერიული წნევის კონტროლის ფონზე კონტრაცეპტივების მიღება დიდ რისკს არ წარმოადგენს. არარეგულირებული არტერიული წნევის მქონე ქალებში ორალური კონტრაცეპტივები ბევრად ზრდის გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიების განვითარების რისკს.
- შაქრიანი დიაბეტი – დიაბეტის გაურთულებელ, კონტროლირებად შემთხვევაში ორალური კონტრაცეპტივების მიღება შესაძლოა დიდ რისკებს არ მოიცავდეს, თუმცა ისეთი გართულებები, როგორებიცაა: დიაბეტური ნეფროპათია (თირკმლის დაზიანება), რეტინოპათია (თვალის ბადურის დაზიანება), ვასკულოპათიები (სისხლძარღვების დაზიანებები) და სხვა, ხშირად კომბინირებული კონტრაცეპტივების დანიშვნის წინააღმდეგჩვენებაა.
- თამბაქოს მოხმარება – 35 წლის და მეტი ასაკის ქალებში, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს, ნებისმიერი ტიპის ჰორმონული მედიკამენტი, მათ შორის კონტრაცეპტივები, მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს.
- ვენური თრომბოემბოლია – ქალებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ ღრმა ვენების ტრომბოემბოლია და ინსულტი, წინააღმდეგნაჩვენებია კომბინირებული კონტრაცეპტივების დანიშვნა. მხოლოდ პროგესტინის შემცველი კონტრაცეპტივები შედარებით უსაფრთხოა ასეთ შემთხვევებში.
- შაკიკი – აურით მიმდინარე შაკიკის მქონე ქალებში არ არის რეკომენდებული კომბინირებული კონტრაცეპტივების დანიშვნა. აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის დროს, სხვა რისკ-ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, სპეციალისტის მიერ მონოკომპონენტური კონტრაცეპტივის დანიშვნა.
- ძუძუს კიბო – მიმდინარე ან წარსულში გადატანილი ძუძუს კიბოს შემთხვევაში ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება არასასურველია.
- ღვიძლის დაავადებები – ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს მდგომარეობა ნებისმიერი ჰორმონული პრეპარატის მიღების ფონზე უარესდება.
- ეპილეფსია – კონკრეტული ანტიეპილეფსიური მედიკამენტები ურთიერთქმედებაში შედის კონტრაცეპტივებტან, რაც ზრდის გვერდითი ეფექტების და სხვა შესაძლო გართულებების განვითარების რისკს.
აღნიშნული პროცესების მეთვალყურეობისთვის, ორალური კონტრაცეპციის დროს რეკომენდებულია რიგი კვლევების რეგულარული ჩატარება:
- არტერიული წნევის მონიტორინგი
- ლიპიდური პროფილის ტესტები
- ღვიძლის ფუნქციური ტესტები
- შრატის გლიკემიის განსაზღვრა
- კოაგულაციური პროფილი
ჰიპერტენზიის მონიტორინგი
კონტრაცეპტივით გამოწვეულ ან ორსულობის თანმხლებ ჰიპერტენზიას ერთი და იგივე რისკ-ფაქტორები (ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, ჰიპერტენზიის პირადი და ოჯახური ანამნეზი, ჰორმონული დარღვევები, დარღვევები რენინ-ალდოსტერონ-ანგიოტენზინის სისტემაში და სხვა) და გამომწვევი მექანიზმები (კარდიოვასკულური ცვლილებები და სხვა) აქვს. ჰორმონული კომპონენტები როგორც წესი იწვევს არტერიული წნევის მატებას, რაც საჭიროს ხდის წნევის რეგულარულ მონიტორინგს კონტრაცეფციის დროს.
ლაბორატორიული ტესტები
შრატის ქოლესტეროლის კონტროლი
კლინიკური კვლევების მონაცემები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა ორალური კონტრაცეპტივების ზემოქმედება ლიპოპროტეინებზე დადასტურებულია. ესტროგენების ხანგრძლივი მიღება როგორც წესი გავლენას ახდენს საერთო ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების და ძალიან დაბალი ლიპოპროტეინების (LDL) მაჩვენებლებზე.
სისხლის საერთო ანალიზი
როგორც კონტრაცეპტივების დანიშვნამდე, ასე მიღების პროცესში მნიშვნელოვანია სისიხლის საერთო მდგომარეობის შესწავლა, შესაძლო ანემიის, ანტებითი ცვლილებების, სისხლწარმოქმნის დარღვევების, შედედებითი ცვლილებების გამოსავლენად.
ბილირუბინი
კონტრაცეპტივები ხშირად ზრდის შრატის ბილირუბინის კონცენტრაციას, განსაკუთრებით თანმხლები დაავადებების არსებობისას: ჰემოლიზური ანემიების, ღვიძლის დაავადებების, სანაღვლე გზების ობსტრუქციის დროს.
ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST)
მაჩვენებლები შრატში ხანგრძლივი კონტრაცეფციის დროს შესაძლოა გაიზარდოს. მაჩვენებლების მატება აღინიშნება ასევე ღვიძლის დაავადებების ფონზე დანიშნული კონტრაცეფციის დროსაც.
გამაგლუტამილტრანსფერაზა (GGT)
კონტრაცეპციის დროს, ტანდართულმა ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებმა შესაძლოა მისი მაჩვენებლის ცვლილება გამოიწვიოს.
კოაგულოგრამა
კომბინირებული ესტროგენ-პროგესტრინული ორალური კონტრაცეპტივები მნიშვნელოვნად ზრდის ვენური თრომბოზების, მიოკარდიუმის ინფარქტის და თრომბოზული იშემიის განვითარების რისკს. ცნობილია რომ თრომბოემბოლიური გართულებები დაკავშირებულია ორალური კონტრაცეპტივების ესტროგენულ კომპონენტთან, მაშინ როცა არტერიულ გართულებებს იწვევს როგორც ესტროგენული, ისე პროგესტერინული კომპონენტები. ჩატარებული კვლევით ეთინილ-ესტრადიოლის ზემოქმედება კოაგულაციისა და ფიბრინოლიზის პროცესზე, დოზა-დამოკიდებულია.
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები ზრდის პლაზმის ფიბრინოგენის კონცენტრაციას და კოაგულაციური ფაქტორების აქტივობას, განსაკუთრებით VII და X ფაქტორების. კოაგულაციის ინჰიბიტორის (დამთრგუნველის) ანტითრომბინ III-ის კონცენტრაცია როგორც წესი დაქვეითებულია. თრომბოციტების აქტივობა გაზრდილია, რაც ზრდის აგრეგაციას (თრომბოციტების დაჯგუფებას). ეს წარმოქმნის ჰიპერკოაგულაციურ მდგომარეობას, რაც თავის მხრივ ააქტივებს ფიბრინოლიზურ აქტივობასაც. კვლევებით დადგენილია, რომ კოაგულაციური დარღვევები გამოწვეულია კონტრაცეპტივის ესტროგენული კომპონენტით და მასთან კომბინირებული პროგესტრონის კონკრეტული ტიპებით.
ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა თრომბოფილია და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადებები, შესაძლოა გარკვეულ რისკს მოიცავდეს ორალური კონტრაცეფციის დანიშვნისას. შესაბამისად, კონკრეტული კონტრაცეპტივის შერჩევამდე აუცილებელია სპეციალისტმა განიხილოს ყველა სავარაუდო რისკ-ფაქტორი.
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ დიაგნოსტიკური ტესტების ფართო სპექტრს, ჯანმრთელობის ზოგადი მაჩვენებლების შესაფასებლად, როგორც კონტრაცეფციის დანიშვნისას, ისე სხვა მდგომარეობების დროს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
წყარო
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/2941571/
https://www.aafp.org/pubs/afp/issues/2006/0701/p32.html