ინოვაციებისა და მოწინავე დიაგნოსტიკური გამოცდილების მე-10 საიუბილეო წელი.

28.05.2022
“სინევო საქართველო“ – ინოვაციებისა და მოწინავე დიაგნოსტიკური გამოცდილების მე-10 საიუბილეო წელი.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, „სინევო საქართველომ“ განიცადა მნიშვნელოვანი ევოლუცია საავადმყოფოს ერთი პატარა ლაბორატორიიდან დიაგნოსტიკური სერვისების ლიდერ კომპანიამდე და დღეს ერთ-ერთი მსხვილი ლაბორატორიული ქსელია საქართველოში. ეს წარმატებული მოგზაურობა შესაძლებელი გახდა პროფესიონალების უაღრესად ერთგული გუნდის, შთამაგონებელი ლიდერობისა და უწყვეტი ინოვაციების გზით.
“ჩვენი წარმატების ისტორია დაიწერა ჩვენი თანამშრომლების ერთგული და პროფესიონალური მიდგომით- მიეწოდებინათ საუკეთესო დიაგნოსტიკური მომსახურება და ეზრუნათ თითოეული პაციენტის საჭიროებებზე. განვითარების შედგომ გზაზე, ჩვენ გავაგრძელებთ ტერიტორიულ გაფართოებას, რათა უფრო ახლოს ვიყოთ ჩვენს პაციენტებთან და ვუზრუნველვყოთ ზუსტი და დროული სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების ხელმისაწვდომობა.” – განაცხადა „სინევო საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა არიელ გატუშკინმა.
📊„სინევო საქართველო“ 2022 წელს:
  •  3 კლინიკური ლაბორატორია
  • 38 ლაბორატორიული ცენტრი
  • 500000-ზე მეტი ტესტი 2021 წლის მდგომარეობით
  • 200000-ზე მეტი პაციენტი 2021 წლის მდგომარეობით
  • 1000-ზე მეტი რუტინული და სპეციფიური, თანამედროვე ტესტი
10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „სინევო“ გეგმავს სხვადახვა აქტივობებსა და ღონისძიებებს პაციენტებისა და ლაბორატორიული სერვისების მომხმარებლებისთვის. თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს ფეისბუქზე, ლინკდინზე, ინსტაგრამზე და გაიგეთ მეტი.
 დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ან/და მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე.
☎ ცხელი ხაზი: 032 2 800 111 (დარეკეთ 24/7)
🏠 თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინაზე გამოძახების სერვისით 9:00-დან 23:00-მდე.
🛡 ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button