ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

მითები და ფაქტები პროსტატის კიბოს შესახებ | ის, რაც უნდა ვიცოდთ

პროსტატის კიბო მამაკაცებში მსოფლიოში მეორე ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული კიბოს სახეობაა ფილტვის კიბოს შემდეგ.

 

ამჟამად მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მამაკაცი ცხოვრობს პროსტატის კიბოთი.

 

პროსტატის კიბო  მამაკაცებში კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეხუთე ადგილზეა. პროსტატის კიბოს მიზეზით, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად დაახლოებით 375,000 სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება

 

პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით არაერთი მითი არსებობს, რომლებიც  ხშირად არანაირი სამეცნიერო ფაქტით არ არის დადასტურებული

 

მითი: პროსტატის კიბო მხოლოდ ხანდაზმულ მამაკაცებში ვითარდება

ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ, ხანდაზმულ ასაკში პროსტატის კიბოს შემთხვევები უფრო ხშირია, ის შესაძლოა ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს.

  • პროსტატის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა, 65 წლის ასაკის ზემოთ ვითარდება
  • გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პირებში პროსტატის კიბო, როგორც წესი 40-50 წლის ასაკში ვითარდება
  • ოჯახური ანამნეზი და ისეთი მუტაციების არსებობა, როგორიცაა მაგალითად BRCA2 გენის მუტაცია, ზრდის ახალგაზრდა ასაკში პროსტატის კიბოს განვითარების რისკს
  • აფრო-ამერიკული წარმოშობის მამაკაცებს ახალგაზრდა ასაკში პროსტატის კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ

 

მითი: პროსტატის კიბო ყოველთვის იძლევა სიმპტომებს

ფაქტი: პროსტატის ადრეულ ასაკში განვითარებულ კიბოს, როგორც წესი გამოვლინებები არ ახასიათებს

  • პროსტატის კიბო ნელა ზრდადი სიმსივნეა და ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება უსიმპტომო
  • სიმპტომების გამოვლენა იწყება მას მერე, რაც კიბო დიდ ზომებს მიაღწევს, სცილდება პროსტატის ფარგლებს და აზიანებს შარდსადენს
  • მოგვიანებით გამოვლენილი სიმპტომები, მოიცავს: შარდვის გაძნელებას, სისხლს შარდში ან სპერმაში, მენჯის მიდამოს დისკომფორტს
  • მოშარდვის გაძნელება შესაძლოა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შედეგიც იყოს

 

მითი: პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (PSA) მომატებული მაჩვენებლები ყოველთვის კიბოზე მიუთითებს

ფაქტი: პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (PSA) მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა პროსტატის კეთილთვისებიანმა ჰიპერპლაზიამაც გამოიწვიოს

  • PSA ცილაა, რომელიც ბუნებრივადაც და კიბოს დროსაც გამომუშავდება პროსტატის უჯრედების მიერ
  • პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება, ინფექციები, ანთებითი პროცესები და ზოგიერთი მედიკამენტი და სამედიცინო პროცედურა იწვევს PSA მაჩვენებლის მომატებას
  • ასაკის მატებასტან ერთად პროსტატსპეციფიკური ანტიგენის დონეც მატულობს

 

მითი: პროსტატის კიბოს ყოველთვის ცუდი პროგნოზი აქვს

ფაქტი: პროსტატის კიბოს დიაგნოზტან ასოცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მამაკაცებში, საკმაოდ დაბალია

  • ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემთხვევაში, სიცოცხლის გახანგრძლივების 5-წლიანი მაჩვენებელი თითქმის 100%-ს აღწევს
  • პროსტატის კიბოს შემთხვევათა უმეტესობაში, სიმსივნე ძალიან ნელა იზრდება და იშვიატად ხდება სიცოცხლისთვის საშიში
  • მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით, პროსტატის კიბოს უფრო აგრესიული შემთხვევების პროგნოზიც კი ბევრად გაუმჯობესებულია

მითი: მკურნალობას მუდმივი  გვერდითი ეფექტები ახლავს

ფაქტი: მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით, გვერდითი ეფექტების განვითარების რისკები მნიშვნელოვნად შემცირებულია, არსებული გვერდითი ეფექტები მართვადი და დროებითია

  • მიკროქირურგიული ოპერაციული ტექნოლოგიები ნერვული ბოჭკოების უვნებლად შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რაც შარდის ბუშტის სპინქტერების გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს
  • დამიზნებითი რადიაციული თერაპია საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ჯანმრთელი უჯრედების დაზიანება რადიოთერაპიის დროს
  • მკურნალობის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამები პოსტოპერაციული და პოსტთერაპიული აღდგენის საშუალებას აძლევს პაციენტს

 

მითი: ხშირი ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა ერექციისას) ზრდის პროსტატის კიბოს განვითარების რისკს

ფაქტი: ეაკულაციის სიხშირესა და პროსტატის კიბოს განვითარებას შორის მეცნიერული კვლევებით დადასტურებული კავშირი არ არსებობს

  • კვლევების ტანახმად, მამაკაცებს, რომელბიც ეაკულირებენ ხშირად, პროსტატის კიბოს განვითარების ნაკლები რისკი აქვთ
  • ხშირი სქესობრივი კონტაქტი არ იწვევს პროსტატის კიბოს
  • ნორმალური სქესობრივი ფუნქცია და აქტივობა, ჯანმრთელი დაბერების შემადგენელი ნაწილია

 

მითი: პროსტატის კიბო სწრაფად პროგრესირებს

ფაქტი: პროსტატის კიბო ნელა იზრდება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოკალიზებული რჩება

  • პროსტატის ზოგიერთი ტიპის კიბო კლასიფიცირდება როგორც დაბალი-ხარისხის, ანუ ნელა მზარდი
  • აქტიური მეთვალყურეობა – დაბალი რისკის კიბოს მკურნალობის აღიარებული მეთოდია
  • აგრესიული, პროსტატის სწრაფად მზარდი კიბო საკმაოდ იშვიათია

 

მითი: ვაზექტომია  (მამაკაცის სტერილიზაცია) ზრდის პროსტატის კიბოს რისკს

ფაქტი: ვაზექტომიასა და პროსტატის კიბოს რისკის ზრდას შორის მეცნიერულად დადასტურებული კავშირი არ არსებობს

  • პროსტატის კიბოს რეგულარული სკრინინგი უნდა ჩაიტაროს ყველა მამაკაცმა, მიუხედავად იმისა ჩატარებული აქვს ვაზექტომია თუ არა

 

მითი: ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი კავშირში არ არის პროსტატის კიბოსთან

ფაქტი: კვების ტიპი და  ჯანსაღი ჩვევები გავლენას ახდენს პროსტატის კიბოს განვითარების რისკზე და პროგნოზზე

  • წითელი ხორცით და ცხოველური ცხიმით დატვირთული კვების რაციონი პროსტატის კიბოს რისკს
  • ლიკოპენით მდიდარი პროდუქტები (მაგ: პომიდორი), ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ანტიოქისდანტები, ზრდის ორგანიზმის სიმსივნისადმი მდგრადობას
  • კიბოს რისკს ასევე ამცირებს რეგულარული ფიზიკური აქტივობა
  • ჯანსაღი წონის კონტროლი და უარი მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, თამბაქო) ასევე ამცირებს პროსტატის (და სხვა) კიბოს განვიტარების რისკს

მითი: პროსტატის ყველანაირი სიმსივნე დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს

ფაქტი: პაციენტის ასაკის, პროსტსტის კიბოს მახასიათებლების, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალობის მიდგომები განსხვავებულია

  • დაბალი რისკის, ნელა მზარდი სიმსივნეებისთვის გამოიყენება აქტიური მეთვალყურეობის რეჟიმი

 

აღნიშნული ფაქტების ცოდნა გვეხმარება  ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და სკრინინგის, მკურნალობის მეთოდების და ცხოვრების სტილის სწორად შერჩევაში.

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

 

 

წყარო: https://www.americanoncology.com/blogs/10-myths-and-facts-about-prostate-cancer

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button