Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

მიკოპლაზმა გენიტალიუმი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

Mycoplasma genitalium (MG) არის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. მისი გადაცემა ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს.

სიმპტომები

MG ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს, ამიტომ შესაძლებელია გქონდეთ ინფექცია და არ იცოდეთ მის შესახებ.

მამაკაცებში აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • წყლიანი გამონადენი პენისიდან;
  • წვა, ჩხვლეტა ან ტკივილი შარდვისას.

ქალებში აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • გამონადენი საშოდან;
  • ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს;
  • სისხლდენა სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;
  • ვაგინალური სისხლდენა მენსტრუალურ პერიოდებს შორის;
  • ტკივილი მენჯის არეში მუცლის ქვემოთ.

გართულებები

მიკოპლაზმამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები:

  • ურეთრიტი – ურეთრის გაღიზიანება, შეშუპება და ქავილი. შეიძლება განვითარდეს როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში;
  • მენჯის ანთებითი დაავადება (PID) ქალებში, რამაც შეიძლება გაართულოს დაორსულება;
  • ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება).

დიაგნოსტიკა

თუ თქვენ ან თქვენი ექიმი ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ მიკოპლაზმა გენიტალიუმით გამოწვეული ინფექცია, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტი (NAAT). ამ ტესტისთვის საჭიროა შარდის ნიმუში ან ნაცხი საშოდან, საშვილოსნოს ყელიდან ან ურეთრიდან.

მკურნალობა

MG-ის მკურნალობა შეიძლება რთული იყოს. ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინი, კლავს ბაქტერიებს უჯრედის კედლების დაზიანებით. მაგრამ MG-ს არ აქვს უჯრედის კედელი, ამიტომ ეს წამლები არც თუ ისე კარგად მუშაობს.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა ცადოს აზითრომიცინი ან მოქსიფლოქსაცინი.

ერთი თვის შემდეგ, შეგიძლიათ ჩაიტაროთ კიდევ ერთი ტესტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ინფექცია გაქრა. თუ ჯერ კიდევ გაქვთ სიმპტომები და ჯერ კიდევ გაქვთ დაავადება, დაგჭირდებათ მკურნალობის გახანგრძლივება.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა ყურადღება გაამახვილოს MG-ის მიერ გამოწვეული სხვა პრობლემების მკურნალობაზე, როგორიცაა ურეთრიტი, PID ან ცერვიციტი.

აუცილებელია თქვენი პარტნიორების ტესტირება და მკურნალობაც.

თქვენ კვლავ შეიძლება დაინფიცირდეთ MG-ით მაშინაც კი, თუ უკვე ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი.

პრევენცია

პრეზერვატივებს შეუძლიათ შეამცირონ MG-ით დაინფიცირების შანსი, მაგრამ პრეზერვატივის გამოყენება არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ არ დაინფიცირდებით.

თუ თქვენ ინფიცირებული ხართ, მოერიდეთ სქესობრივ კონტაქტს მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში, რათა არ დააინფიციროთ სხვები.

თუ ეჭვობთ მიკოპლაზმაზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო (პრევენციის მიზნით), ლაბორატორიასინევოგთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat
 

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !

 

 

 

 

რესურსები

https://www.webmd.com/sexual-conditions/mycoplasma-genitalium 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button