Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ალერგია ძროხის რძეზე | ის, რაც უნდა იცოდეთ

ალერგია ძროხის რძის მიმართ საკმაოდ ხშირი მოვლენაა როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და წარმოადგენს რძეში შემავალ კომპონენტებზე იმუნური სისტემის ატიპურ რეაქციას. გარდა ძროხის რძისა, იმუნური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს თხის, ცხვრის, კამეჩის და სხვა ძუძუმწოვრების რძემაც.

რეაქცია როგორც წესი ვითარდება დაუყოვნებლივ, რძის ან რძის პროდუქტის მიღებისთანავე, თუმცა რამდენიმე საათის დაყოვნებითაც შეიძლება განვითარდეს.

 

სიმპტომები

გამონაყარი კანზე

ქავილის ან დისკომფორტის შეგრძნება ტუჩებსა და პირის ღღუს ლორწოვანზე

ტუჩების ან სახის შეშუპება

ხველა ან სუნთქვის გახშირება

ხმის ჩახლეჩა

მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი

დიარეა, ზოგჯერ სისხლიანი მინარევით

ღებინება

ჩამონადენი ცხვირიდან

ცრემლდენა

ნაწლავური კოლიკა – ჩვილებში

 

 

რძის ალერგია  თუ ლაქტოზის აუტანლობა?

რძეზე ჭეშმარიტი ალერგია განსხვავდება რძის ცილის და ლაქტოზის აუტანლობისგან. მართალია საპასუხო რეაქცია ორივე შემთხვევაში მსგავსია, თუმცა ალერგიისგან განსხვავებით აუტანლობა არ იწვევს იმუნურ პასუხს, შესაბამისად  ამ ორი პათოლოგიის მკურნალობაც განსხვავებულია. ლაქტოზის აუტანლობა დაკავშირებულია ენზიმ ლაქტაზას დეფიციტთან, რომელიც  ლაქტოზის მეტაბოლიზმისთვისაა აუცილებელია. რძის ალერგიისგან განსხვავებით, ლაქტოზის აუტანლობისას კანის და ლორწოვანების დაზიანების ნიშნები არ ვითარდება და დაავადების კლინიკა ძირითადად მომნელებელი სისტემის სიმპტომებითაა წარმოდგენილი, როგორიცაა: შებერილობა, დიარეა, მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, გულისრევა-ღებინება.

 

ანაფილაქსია

ძროხის რძე ერთერთი გამოკვეთილი კვებითი ალერგენია, რომელსაც ანაფილაქსიის გამოწვევა შეუძლია.

ანაფილაქსია გადაუდებელი მდგომარეობაა რომელიც დაუყოვნებელ ჩარევას საჭიროებს (ეპინეფრინით). სიმპტომები ვითარდება მალევე, რძის ან რძის პროდუქტების მირებიდან:

ჰაერგამტარი გზების შევიწროება

სახის შეშუპება

ქავილი

შოკი, არტერიული წნევის დაქვეითებით

 

როდისაა ექიმთან ვიზიტი აუცილებელი?

ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარებისთანავე!

რძის ალერგიის ტესტები მნიშვნელოვანია  დიაგნოზის დროულად დასადგენად და  მომავალში მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად.

რძის მიმართ ალერგიულ ბავშთა თითქმის 80% 16-17 წლის ასაკისთვის სრული ტოლერანტობა უვითარდება.

 

კვებითი ალერგიების დიაგნოსტირებისთვისსინევო” გთავაზობთ  ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც შეგიძლიათ დაჯავშნოთ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

იხილეთ სრულად 

 

რესურსები

https://www.nutricia.com/specialize/allergy/facts.html

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/milk-allergy/symptoms-causes/syc-20375101

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button