სარჩევი
ეპილეფსიური გულყრა ტვინის ანომალური ელექტრული აქტივობით გამოწვეული მდგომარეობაა და წარმოდგენილია სხეულის ამა თუ იმ ჯგუფის კუნთების უეცარი, უნებლიე შეკუმშვებით. ის ინიცირებულია ტვინის დროებითი ელექტრული ჰიპერაქტივობით. ეპილეფსიური სინდრომები უამრავია, განსხვავებულია მათი განვითარების მიზეზები, კლინიკური მანიფესტაცია, დაწყების ასაკი, მიმდინარეობა, პროგნოზული გამოსავალი და სხვა.
ეპილეფსია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა. დედამიწაზე დაახლოებით 50 მილიონი ადამიანს აქვს ეპილეფსიის დიაგნოზი, თუმცა ამ ადამიანთა 70% სწორი და დროული მკურნალობის პირობებში, შეუძლია ნორმალური ცხოვრების და საქმიანობის გაგრძელება, ეპილეფსიის ეპიზოდების გარეშე.
ეპილეფსიის სიმპოტმები და კლასიფიკაცია
ტვინის ელექტრული აქტივობის დარღვევის შედეგად, ირღვევა სხვადასხვა რეგულაციური პროცესები თავის ტვინში. გულყრებთან ერთად, ეპილეფსიის დროს შესაძლოა განვითარდეს: ცნობიერების დროებითი შეცვლა, კუნთების რიგიდობა, კიდურების არაკონტროლირებადი მოძრაობები, ფსიქოლოგიური დარღვევები, როგორებიცაა შიში, შფოთვა და სხვა. ეპილეფსიური განტვირთვის ყოველი შემდეგი ეპიზოდისას, როგორც წესი ერთი და იმავე ტიპის გულყრა ვითარდება.
თავის ტვინის დაზიანებული უბნის ლოკალიზაციის და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, ეპილეფსიური გულყრები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად:
- ფოკალური გულყრები – აღმოცენდება თავის ტვინის ერთ უბანში და განტვირთვა მოიცავს სხეულის ერთ ნახევარს ან კონკრეტული ჯგუფის კუნთებს. ფოკალური გულყრის ორი ვარიანტი არსებობს:
- ფოკალური გულყრები ცნობიერების შეცვლის გარეშე – გულყრის ეს ტიპი მოიცავს კუნთების კონკრეტულ ჯგუფს, ცნობიერების დათრგუნვის გარეშე. ეპილეფსიური განტვირთვა შესაძლოა გმოხატული იყოს სენსორული (მგრძნობელობითი) შეგრძნებებით, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ბრჭყვიალა უბნები მხედველობის ველში, კანის შეგრძნებები და სხვა.
- ფოკალური გულყრები ცნობიერების შეცვლით– გულყრის ამ ფორმას კომპლექსური პარციალური გულყრები ეწოდება და თან ახლავს ცნობიერების დათრგუნვა. ეპილეფსიური განტვირთვის მომენტში პაციენტი დეზორიენტირებული ხდება დროსა და სივრცეში, აღენიშნება განმეორებითი, სტერეოტიპული მოძრაობები – ავტომატიზმები, როგორიცაა – ხელების სრესა, ღეჭვა, ყლაპვითი მოძრაობები, წრეზესიარული და სხვა.
ფოკალური გულყრების სიმპტომები ხშირად შეცდომით სხვა ნევროლოგიური დარღვევების სიმპტომებად მიიჩნევა, როგორებიცაა: შაკიკი, ნარკოლეფსია, მენტალური დარღვევები.
- გენერალიზენული გულყრები – თავის ტვინის ელექტრული აქტივობის გენერალიზებული დარღვევითაა გამოწვეული. გენერალიზებული გულყრის 6 ტიპს განასხვავებენ:
- არაკონვულსიური გულყრები – როგორც წესი ვითარდება ბავშვებში. შესაძლოა გამოვლინდეს 5-10 წამიანი აჟიტირებით ან ქცევის შეცვლით, რომელსაც ახლავს ან არ ახლავს მოტორული განტვირთვები. გულყრის ეს ტიპი განმეორებითია, ახასიათებს ცნობიერების ხანმოკლე შეცვლა და დღის განმავლობაში საკმაო სიხშირეს აღწევს.
- ტონური გულყრები – იწვევს კუნთების რიგიდობას და ცნობიერების დარღვევას. როგორც წესი ვლინდება ზურგის და კიდურების კუნთების რიგიდობა. კუნთები დაჭიმულია სიგრძივი ღერძის მიმართ. ცნობიერება დათრგუნულია.
- ატონიური გულყრები – ხასიათდება კუნთური ტონუსის 10-15 წამიანი, ეპიზოდური დაქვეითებით, რის დროსაც პაციენტი შესაძლოა მოწყვეტით დაეცეს. გულყრის ამ ტიპს ახასიათებს ცნობიერების ხანმოკლე შეცვლაც.
- კლონური გულყრები – ხასიათდება კონკრეტული ჯგუფის კუნთების (კისრის, მკლავის, წვივის და სხვა) განმეორებითი რითმული შეკუმშვებით.
- მიოკლონური გულყრები – ტორსის ზედა ნახევრის და კიდურების კუნთების ხანმოკლე შეკუმშვები. გულყრის ეს ტიპი ხშირად სხვადასხვა ეპილეფსიური სინდრომების შემადგენლობაში შედის.
- ტონურ-კლონური გულყრები – ეპილეფსიური გულყრის ყველაზე დრამატული ფორმაა. იწყება ცნობიერების უეცარი დარღვევით. გულყრის ეს ტიპი მოიცავს ორ ფაზას: ტონურს – როდესაც სხეულის კუნთები რიგიდულია და დაჭიმულია. კლონურს – როდესაც ვითარდება კუნთების რითმული შეკუმშვები – კიდურების მოხრა-გაშლითი მოძრაობებით. ამ პროცესში ირღვევა ზოგიერთი ფიზიოლოგიური პროცესის კონტროლი, ვიტარდება უნებლიე შარდვა ან/და დეფეკაცია და ენის მოკვნეტა.
ეპილეფსიის მიზეზები და დიაგნოსტიკა
ეპილეფსიური სინდრომების დიაგნოსტიკა ძირითადად ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევით ხორციელდება, თუმცა სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევების ფონზე განვითარებული გულყრების დროს, მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაც.
- კრეატინკინაზა – გულის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში არსებული ფერმენტია. ბევრად დაბალია კონცენტრაცია თავის ტვინში. გულყრის დროს კრეატინკინაზას კონცენტრაცია იმატებს.
- ელექტროლიტები – მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანი ელექტროლიტებია: ნატრიუმი Na, ქლორი Cl, კალიუმი K, მაგნიუმი Mg, კალციუმი ელექტროლიტური დისბალანსი გავლენას ახდენს ტვინის ელექტრულ აქტივობაზე და შესაბამისად მკურნალობის შედეგებზეც.
- კრეატინინი ღვიძლის და თირკმლის შეფასების ფუნქციაა, რომელიც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ეპილეფსიური გულყრის დროს. კრეატინინი უჯრედების და მათ შორის ნერვული უჯრედების ენერგეტიკული უზრუნველყოფის მაჩვენებლია. ეპილეფსიით პაციენტებს ხშირად კრეატინინის დაბალი მაჩვენებელი აღენიშნებათ.
- ასპარტატამინოტრანსფერაზა AST და ალანინამინოტრანსფერაზა ALT – ღვიძლის ფუნქციური ტესტები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს არამარტო ზოგადი მეტაბოლური სტატუსის შეფასებისას, არამედ ანტიეპილეფსიური მედიკამენტების ჰეპატოტოქსიური ეფექტების შეფასების საშუალებასაც იძლევა.ეპილეფსიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და მნიშვნელოვანია ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლებით მედიკამენტის თერაპიულ კონცენტრაციასა და შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებას შორის ბალანსის დასაცავად.
- ფოსფორი შარდში – კვლევა შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს თირკმლის გამომყოფი ფუნქცია. გარდა ამისა, დადასტურებულია რომ ეპილეფსიურ გულყრას ახლავს ჰიპოფოსფატემია- ანუ სისხლში ფოსფატების კონცენტრაციის დაქვეითება და მისი გამოყოფა შარდთან ერთად. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებლია გულყრით გამოწვეული ცნობიერების დათრგუნვის განსასხვავებლად, გონების კარგვის სხვა მიზეზებისაგან.
- სისხლის საერთო ანალიზი – აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ზოგადი პროცესების გამოვლენა: ალერგიის, ინფექციის, ანემიის, კოაგულაციური პროცესების და სხვა.
- ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სრული მეტაბოლური პანელის გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს ის შესაძლო მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც ხშირად ეპილეფსიური გულყრის მიზეზი ხდება.
- ანტიეპილეფსიური მკურნალობის პროცესში, დოზის კორექციის ან მედიკამენტის მოხსნის საკითხების განხილვისას, აუცილებელია მედიკამენტის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლში, სხვა კვლევებთან ერთად – მაქსიმალური თერაპიული ეფექტისა და მინიმალური გვერდითი ეფექტების მისაღებად.
ეპილეფსიის შემთხვევათა 0.8% – 1% გენეტიკური ბუნებისაა. გენეტიკური ხასიათის ეპილეფსიური სინდრომების განვითარების რისკი 2-4-ჯერ მაღალია.
ეპილეფსიის მიზეზთა შორისაა ასევე:
- თავის ტვინის ტრავმა
- პოსტრავმული ეპილეფსია
- მაღალი ცხელება და თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება
- ინსულტი
- ნევროლოგიური დარღვევები – დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება, თავის ტვინის სიმსივნეები,მენინგიტი და სხვა.
ლაბორატორია “სინევო” გტავაზობთ ბიოქიმიური კვლევების ფართო სპექტრს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.synevo.ro/criza-de-epilepsie-si-rolul-analizelor-de-laborator/
https://www.webmd.com/epilepsy/epilepsy-blood-test


















