Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ჰიპოთირეოზი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტით მიმდინარე დაავადებაა. დაავადების ადრეულ ეტაპებზე სიმპტომები შესაძლოა მნიშვნელოვნად არ იყოს გამოხატული. დროთა განმავლობაში არანამკურნალები ჰიპოთირეოზის სიმპტომები მძიმდება და სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დარღვევები იჩენს თავს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კვლევები გამოიყენება ჰიპოთირეოზის სადიაგნოსტიკოდ. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით ჩანაცვლებითი თერაპია უზრუნველყოფს ჰორმონის ადექვატურ დონეს ორგანიზმში და დეფიციტით გამოწვეული ჩივილების უკუგანვიტარებას.

 

სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და ჰორმონების დეფიციტის ხარისხზე. მდგომარეობა ქრონიკულია, მიმდინარეობს წლების განმავლობაში.

დასაწყისში გამოვლინებები ზოგადია, როგორიცაა: დაღლილობა და სისუსტე, წონის მატება. ზოგჯერ ეს სიმპტომები ასაკის მატებით აიხსნებახოლმე და ძირითადი მიზეზი გაურკვეველი რჩება. მეტაბოლიზმის შემდგომ შენელებასტან ერთად ახალ-ახალი პრობლემები იჩენს თავს:

 

  • ზოგადი დაღლა
  • სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა
  • შეკრულობა
  • კანის გამოხატული სიმშრალე
  • წონის მატება
  • სახის შეშუპება
  • ხმის ტემბრის ცვლილებები (ჩახლეჩილი ხმა)
  • თხელი და გაუხეშებული თმა
  • კუნთების სისუსტე და ტკივილი
  • მეხსიერების დარღვევები
  • დეპრსიული გუნებ-განწყობა

 

 

ჰიპოთირეოზი ჩვილებში

ჰიპოთირეოზი ყველა ასაკში ვითარდება, მათ შორის ჩვილებშიც.  ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი არარსებობით, ან ფარისებრის  ჰორმონების თანდაყოლილი დეფიციტით დაბადებულ ბავშვებს სიმპტომები დასაწყისში არ აქვთ. თუმცა, დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის გარეშე თავს იჩენს ისეთი დარღვევები, როგორებიცაა:

კვების დარღვევები

ზრდის ჩამორჩენა

კანის და სკლერების სიყვითლე

შეკრულობა

კუნთების ტონუსის დაქვეითება

კანის სიმშრალე

ხმის ტემბრის ცვლილება (ჩახლეჩილი ხმით ტირილი)

ენის გადიდება

ჭიპის თიაქარი

 

 

ჰიპოთირეოზი ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებს ჰიპოთირეოზის  თითქმის ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორც ზრდასრულებს, თუმცა შესაძლოა ასევე გამოვლინდეს:

სიმაღლეში ზრდის შეფერხება

მუდმივი კბილების განვითარების შეფერხება

პუბერტატის (სქესობრივად მომწიფების) შეფერხება

მენტალური განვითარდების სხვადასხვა დარღვევები.

 

 

მიზეზები

ფარისებრი ჯირკვალი მცირე ზომის, პეპლის ფორმის ჯირკვალია, რომელიც კისრის წინა ზედაპირზეა განლაგებული. ის ორ მნიშვნელოვან ჰორმონს წარმოქმნის: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3).  ეს ჰორმონები სხეულის ყველა უჯრედზე ახდენს გავლენას, უზრუნველყოფს:

ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლური პროცესების მუდმივობას

სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას

გულის რიტმის რეგულაციას

არეგულირებს ცილის წარმოქმნის პროცესების

 

ჰიპოთირეოზი მდგომარეობაა, როდესაც ჯირკვალი არასაკმარისი რაოდენობით ჰორმონს გამოიმუშავებს. ამის მიზეზი შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება იყოს:

  • აუტოიმუნური თირეოიდიტი. ჰიპოთირეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია აუტოიმუნური დაავადება – ჰაშიმოტოს თირეოიდიტი. აუტოიმუნური პროცესების დროს იმუნოკომპეტენტური უჯრედები საკუთარ უჯრედებს აღიქვამს როგორც უცხოს და იწყებს მის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნას. ამას მოსდევს იმუნური ანთებითი რეაქცია ქსოვილში და მისი დაზიანება.
  • ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მოცილება.
  • რადიაციული თერაპია. სხვადსახვა სიმსივნეების დროს ჩატარებულმა რადიაციულმა თერაპიამ შესაძლოა ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა და ჰიპოთირეოზი გამოიწვიოს.
  • თირეოიდიტები. ფარისებრი ჯირკვლის ანთება ვითარდება ინფექციური პროცესების და აუტოიმუნური დაავადებების დროს. ანთებითი დაავადებების დროს ხშირად ადგილი აქვს სინთეზირებული ჰორმონების ერთიანად გამოყოფას სისხლში, რაც იძლევა ჰორმონების გამოყოფის პიკს და ამას მოსდევს ჯირკვლის გამოფიტვა – ჰორმონების წარმოქმნის დათრგუნვით ან სრული არარსებობით.
  • მედიკამენტები. ლითიუმის პრეპარატები, რომლებიც ფსიქიატრიული პათოლოგიების დროს გამოიყენება, ასევე ზოგიერთი სხვა მედიკამენტები – იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას.

 

იშვიათად, ჰიპოთირეოზის მიზეზი  შესაძლოა იყოს:

  • ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი პათოლოგიები
  • ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლა
  • ორსულობა
  • იოდის ნაკლებობა

 

რისკ-ფაქტორები

  • სქესი – ჰიპოთირეოზი უფრო ხშირია ქალებში
  • ჰიპოთირეოზის ოჯახური ანამნეზი
  • აუტოიმუნური დაავადებების არსებობა, მაგ: ტიპი 1 დიაბეტი, ცელიაკია და სხვა.
  • ჰიპერთირეოზის დიაგნოზით ჩატარებული სუპრესიული (დამთრგუნველი) თერაპია
  • კისრის და გულმკერდის დასხივება (ნებისმიერი მიზეზით)
  • ქირურგიული ჩარევა ფარისებრ ჯირკვალზე

 

გართულებები

გართულებები ვითარდება არანამკურნალ;ებ შემთხვევებში:

  • ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება, რაც ხშირად ყლაპვის და სუნთქვის პრობლემებს ქმნის.
  • გულის დაავადებები – იზრდება დაბალი სიმკვირივის (ათეროგენული) ლიპოპროტეინების დონე სისხლში, რაც თავის მხრივ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების შესაძლებლობას.
  • პერიფერიული ნეიროპათია – ხანგრძლივი არანამკურნალევი შემთხვევების დროს ზიანდება პერიფერიული ნერვები, რაც ვლინდება ტკივილის, დაბუჟების ძალის დაქვეითების სახით ზედა და ქვედა კიდურებში.
  • უნაყოფობა – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი უშვილობის ერთერთი მიზეზია.
  • თანდაყოლილი დეფექტები. არანამკურნალები ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებს უფრო მაღალი რისკი აქვთ თანდაყოლილი დეფექტების და განვიტარების ანომალიების მქონე ბავშვის ყოლის. ბავშვებს, რომლებიც ტანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაიბადნენ,  ფიზიკური და მენტალური განვითარების შეზღუდვის განვითარების მეტი რისკი აქვთ. თუმცა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა რადიკალურ გავლენას ახდენს და უზრუნველყოფს მათ ნორმალურ განვითარებას.
  • მიქსედემური კომა – ეს იშვიათი, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც გახანგრძლივებული, არანამკურნალევი ჰიპოთირეოზის შედეგად ვითარდება. მდგომარეობის მაპროვოცირებელი შესაძლოა გახდეს: სედატიური მედიკამენტები, ინფექციები, ან სხვა სტრესული ფაქტორები. ვლინდება სიცივისადმი ტოლერანტობის დარღვევით და გამოხატული ძილიანობით, რასაც ცნობიერების დათრგუნვა მოსდევს. მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს

 

 

 

 

როდის მივმართოთ ექიმს?

ჰიპოთირეოზზე ეჭვის მიტანისას, ნებისმიერ ასაკში რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაცია. ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირების შემდგომ ასევე მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა და მდგომარეობის   რეგულარული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კონტროლი

 

 

 

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი 

 

 

 

ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკისა და   მონიტორინგისთვის, ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ  პროფილურ კვლევებს: 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

 

 

რესურსები

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hypothyroidism/symptoms-causes/syc-20350284

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button