Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ადამიანის პაპილომავირუსი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა კანით კანთან კონტაქტის გზით. მისი 100-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთაგან 40-ზე მეტი გადადის სქესობრივი კონტაქტით, მათი სამიზნეა – სასქესო ორგანოები, პირი და ყელი.

HPV არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (STI) (CDC).

გენიტალური HPV ინფექციის ზოგიერთმა შემთხვევამ შესაძლოა არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა, HPV-ის ზოგიერთმა სახეობამ შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭების განვითარება და საშვილოსნოს ყელის, ანუსის და ყელის კიბოც კი, მაგრამ არსებობს ვაქცინები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება.

სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობა ინფიცირდება HPV-ით სქესობრივი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ზოგი კი შეიძლება განმეორებით ინფიცირდეს. ინფიცირებული მოსახლეობის 90%-ზე მეტი საბოლოოდ ამარცხებს ინფექციას.

როგორ ვრცელდება HPV ინფექცია?

თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ HPV-ით – ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტის გზით ინფიცირებულ ადამიანთან. ის ყველაზე ხშირად ვრცელდება ვაგინალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტის დროს და კანით კანთან კონტაქტის შემთხვევაშიც.

HPV-ის მქონე ადამიანს შეუძლია გადასცეს ინფექცია სხვას მაშინაც კი, როდესაც მას არ აქვს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.

თუ სქესობრივად აქტიური ხართ, შესაძლოა HPV-ით დაინფიცირდეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სქესობრივი კონტაქტი გქონდათ მხოლოდ ერთ ადამიანთან.

HPV-ის მიერ გამოწვეული მეჭეჭები გადამდებია. ისინი შეიძლება გავრცელდეს მეჭეჭებთან პირდაპირი კონტაქტით. მეჭეჭები ასევე შეიძლება გავრცელდეს, როდესაც ვინმე ეხება რაიმეს, რასაც უკვე მეჭეჭი შეეხო.

HPV ინფექციის სიმპტომები

უმეტეს შემთხვევაში, თქვენი იმუნური სისტემა ამარცხებს HPV ინფექციას მანამ, სანამ ის მეჭეჭებს წარმოქმნის. როდესაც მეჭეჭები ჩნდება, ისინი განსხვავდებიან გარეგნულად იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტიპის HPV არის მათ წარმოქმნაში ჩართული:

გენიტალური მეჭეჭები. ისინი ჩნდება ბრტყელი დაზიანებების, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი პატარა მუწუკების ან პატარა ღეროს მსგავსი გამონაზარდების სახით. ქალებში, გენიტალური მეჭეჭები უმეტესად ვულვაზე ჩნდება, თუმცა ასევე შეიძლება განვითარდეს ანუსთან, საშვილოსნოს ყელზე ან საშოში.

მამაკაცებში გენიტალური მეჭეჭები ჩნდება პენისზე და სკროტუმზე ან ანუსის გარშემო. გენიტალური მეჭეჭები იშვიათად იწვევს დისკომფორტს ან ტკივილს, თუმცა შესაძლოა მაინც აღინიშნოს ქავილი ან მტკივნეულობა.

ჩვეულებრივი მეჭეჭები. ჩვეულებრივი მეჭეჭები ჩნდება უხეში, წამოწეული მუწუკების სახით ძირითადად ხელებსა და თითებზე. უმეტეს შემთხვევაში, ჩვეულებრივი მეჭეჭები უბრალოდ უსიამოვნოა, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება იყოს მტკივნეული ან მგრძნობიარე დაზიანებების ან სისხლდენის მიმართ.

პლანტარული მეჭეჭები. პლანტარული მეჭეჭები არის მარცვლოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩნდება ქუსლებზე. ამ მეჭეჭებმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი.

ბრტყელი მეჭეჭები. ბრტყელი მეჭეჭები ბრტყელი ზედაპირის მქონე, ოდნავ წამოწეული დაზიანებებია. ისინი შეიძლება ყველგან გაჩნდნენ, მაგრამ ბავშვებში ის ძირითადად გვხვდება სახეზე, მამაკაცებში – წვერის არეში, ქალებში კი – ფეხებზე.

დაბალი რისკის HPV ვლინდება მეჭეჭების სახით, მაღალი რისკის HPV  ტიპებს კი სიმპტომური გამოვლინება არ ახასიათებთ. თუ მაღალი რისკის HPV ინფექცია გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში და იწვევს უჯრედულ ცვლილებებს, შეიძლება ამ შემთხვევაში გქონდეთ სიმპტომები. თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ სიმპტომები, თუ ეს უჯრედული ცვლილებები განაპირობებენ კიბოს განვითარებას.

მაღალი რისკის HPV-მ შეიძლება გამოიწვიოს:

  • Საშვილოსნოს ყელის კიბო
  • ანალური კიბო
  • პირის ღრუს და ყელის კიბოს ზოგიერთი სახეობა
  • ვულვის კიბო
  • ვაგინალური კიბო და
  • პენისის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო

ფაქტები

  • საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებს შორის მსოფლიოში.
  • ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ორი ტიპი (16 და 18) პასუხისმგებელია საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე სიმსივნეების თითქმის 50%-ზე.
  • აივ ინფიცირებულ ქალებს აქვთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების 6-ჯერ მეტი  რისკი, ვიდრე ქალებს აივ-ის გარეშე.
  • HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და კიბოსწინარე დაზიანებების სკრინინგი და მკურნალობა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეფექტური გზა.
  • საშვილოსნოს ყელის კიბო განკურნებადია, თუ ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირდება და დროულად დაიწყება მისი მკურნალობა.
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს ყოვლისმომცველი კონტროლი მოიცავს პირველად პრევენციას (ვაქცინაცია HPV-ის წინააღმდეგ), მეორეულ პრევენციას (კიბოსწინარე დაზიანებების სკრინინგი და მკურნალობა), მესამეულ პრევენციას (საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა) და პალიატიურ მზრუნველობას.

საშვილოსნოს ყელის კიბო HPV-სთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

მიუხედავად იმისა, რომ HPV ინფექციების  და კიბოსწინარე დაზიანებების უმეტესობა სპონტანურად ქრება, ყველა ქალისთვის არსებობს რისკი იმისა, რომ HPV ინფექცია შეიძლება გახდეს ქრონიკული და კიბოსწინარე დაზიანებები გადაიზარდოს ინვაზიურ საშვილოსნოს ყელის კიბოში.

ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას 15-დან 20 წლამდე სჭირდება. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქალებში (არანამკურნალევი აივ-ინფიცირებული ქალები) კი ამას შეიძლება მხოლოდ 5-დან 10 წლამდე დასჭირდეს.

HPV მამაკაცებში

ბევრ მამაკაცს, რომლებსაც აქვთ HPV ინფექცია, არ აქვთ სიმპტომები, თუმცა ზოგიერთს შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები.

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო გამონაყარს ან დაზიანებებს პენისზე, სკროტუმზე ან ანუსზე.

HPV-ის ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს პენისის, ანალური და ყელის კიბო მამაკაცებში. ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს HPV-სთან დაკავშირებული კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი, მათ შორის მამაკაცებს დასუსტებული იმუნური სისტემით.

HPV და ორსულობა

HPV-ით დაინფიცირება არ ამცირებს დაორსულების შანსებს. თუ ორსულად ხართ და გაქვთ HPV, შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის გადადება მშობიარობის შემდგომ პერიოდამდე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, HPV ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

ორსულობის დროს წარმოქმნილმა ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭების ზრდა და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მეჭეჭებიდან სისხლდენა. თუ გენიტალური მეჭეჭები ფართოდ არის გავრცელებული, მათ შეიძლება გაართულონ ვაგინალური მშობიარობა.

როდესაც გენიტალური მეჭეჭები ბლოკავს დაბადების არხს, შეიძლება საჭირო გახდეს საკეისრო კვეთა.

იშვიათ შემთხვევებში, HPV-ით დაავადებულმა ქალმა შეიძლება გადასცეს ის ბავშვს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მორეციდივე რესპირატორული პაპილომატოზი, რომლის დროსაც ბავშვებს უვითარდებათ HPV-სთან დაკავშირებული წარმონაქმნები სასუნთქ გზებში.

საშვილოსნოს ყელის ცვლილებებმა შეიძლება თავი იჩინოს ჯერ კიდევ ორსულობის დროს, ამიტომ ორსულობისას თქვენ უნდა დაგეგმოთ რუტინული სკრინინგ-ტესტირება საშვილოსნოს ყელის კიბოსა და HPV-ზე.

რისკ-ფაქტორები

  • მრავალი სექსუალური პარტნიორი. რაც უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი გყავთ, მით უფრო მაღალია გენიტალური HPV ინფექციით დაინფიცირების ალბათობა. სქესობრივი კავშირი პარტნიორთან, რომელსაც რამდენიმე პარტნიორი ჰყავდა, ასევე ზრდის თქვენს რისკს.
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი
  • სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულთან
  • ასაკი. ჩვეულებრივი მეჭეჭები უმეტესად ბავშვებში გვხვდება, გენიტალური მეჭეჭები კი – მოზარდებსა და მოზრდილებში.
  • დასუსტებული იმუნური სისტემა. ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემაც დასუსტებულია, HPV-ით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
  • დაზიანებული კანი. კანის უბნები, რომლებიც დაზიანებულია უფრო მიდრეკილია ჩვეულებრივი მეჭეჭების განვითარებისკენ.
  • პირდაპირი კონტაქტი. მეჭეჭებთან შეხებამ ან დამცავი საშუალებების არგამოყენებამ HPV-ით დაბინძურებულ ზედაპირებთან (საზოგადოებრივი შხაპი ან საცურაო აუზი) შეხებისას, შესაძლოა გაზარდოს HPV-ით ინფიცირების რისკი.
  • სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (გონორეა, ქლამიდია, მარტივი ჰერპეს ვირუსი)

HPV-ის გართულებები

პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების დაზიანებები. ზოგიერთი HPV ინფექცია იწვევს დაზიანებებს თქვენს ენაზე, ტონზილებზე, რბილ სასაზე ან ხორხსა და ცხვირში.

კიბო. HPV-ის ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო. ამ შტამებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სასქესო ორგანოების, ანუსის, პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების კიბოს განვითარებას.

დიაგნოსტიკა

HPV ტესტები:

  • ბაბეს-პაპანიკოლაუს ტესტი (პაპ-ტესტი)საშვილოსნოს ყელის კიბოზე ტესტირების მეთოდი ქალებში. პაპ-ტესტი გულისხმობს უჯრედების შეგროვებას საშვილოსნოს ყელიდან და ნაცხის მორფოლოგიურ-მიკროსკოპიულ შესწავლას პათოლოგიური (ატიპიური), სიმსივნისწინა უჯრედების გამოვლენის მიზნით.
  • HPV დნმ ტესტირებაგამოიყენება მაღალი რისკის HPV შტამების (14 შტამი) განსაზღვრისთვის.

რეკომენდებულია ქალებმა ჩაიტარონ პირველი პაპ ტესტი 21 წლის ასაკში, მიუხედავად სექსუალური აქტივობის დაწყებისა.

რეგულარული პაპ-ტესტი გვეხმარება ქალებში არანორმალური უჯრედების იდენტიფიცირებაში. ეს შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოს ყელის კიბოზე ან HPV-სთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე.

21-დან 29 წლამდე ასაკის ქალებმა უნდა ჩაიტარონ პაპ ტესტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.

30-დან 65 წლამდე ქალებმა:

  • უნდა ჩაიტარონ პაპ-ტესტი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ;
  • უნდა ჩაიტარონ HPV ტესტი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ (ის შეამოწმებს HPV-ის მაღალი რისკის ტიპებს (hrHPV));
  • უნდა ჩაიტარონ ორივე ტესტი ერთად ხუთ წელიწადში ერთხელ; ეს ცნობილია როგორც ერთობლივი ტესტირება.

თუ 30 წელზე ნაკლები ასაკის ხართ, ექიმმა შეიძლება ასევე მოითხოვოს HPV ტესტირება, თუ თქვენი პაპ-ტესტის შედეგები არანორმალურია.

არსებობს HPV-ის სულ მცირე 14 შტამი, რომელსაც შეუძლია კიბოს გამოწვევა. თუ თქვენ გაქვთ ამ შტამებიდან ერთ-ერთი, ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მონიტორინგი საშვილოსნოს ყელის ცვლილებებზე.

ექიმმა შეიძლება ასევე მოითხოვოს ტესტირების შემდგომი პროცედურა, როგორიცაა კოლპოსკოპია.

მკურნალობა

HPV-ის შემთხვევების უმეტესობა თავისთავად იკურნება, ამიტომ თავად ინფექციის მკურნალობა არ არსებობს. საჭიროა რუტინული ტესტირება, HPV ინფექციის მონიტორინგისთვის.

გენიტალური მეჭეჭების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით, ელექტრული დენით მოწვით ან თხევადი აზოტით მოყინვით. მაგრამ ფიზიკური მეჭეჭებისგან თავის დაღწევა ვირუსს არ მკურნალობს და მეჭეჭები შეიძლება კვლავ განვითარდეს.

HPV–ით გამოწვეული კიბოს შემთხვევაში მიმართავენ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას ან ქირურგიას. ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე მეთოდის გამოყენება ერთად.

ამჟამად არ არსებობს HPV ინფექციის მკურნალობის მეთოდი, ამიტომ საშვილოსნოს ყელის კიბოს რუტინული სკრინინგი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, მონიტორინგისა და მკურნალობისთვის, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს HPV ინფექციით.

პრევენცია

  • ვაქცინაცია. HPV ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მას შეუძლია დაგიცვათ HPV-ით გამოწვეული დაავადებებისგან (კიბოს ჩათვლით).
  • სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოზე. 21-დან 65 წლამდე ქალების რუტინული სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია.

თუ სქესობრივად აქტიური ხართ:

  • პრეზერვატივის გამოყენება სწორად, ყოველ ჯერზე სქესობრივი აქტის დროს. ამან შეიძლება შეამციროს HPV-ით ინფიცირების შანსები. მაგრამ HPV-ის შეუძლია დააინფიციროს ის ადგილები, რომლებსაც პრეზერვატივი არ ფარავს. ამრიგად, პრეზერვატივი სრულად არ გიცავთ HPV-ით ინფიცირებისგან;
  • ორმხრივ მონოგამიური სქესობრივი კონტაქტი.

ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს:

  • ყველა მოზარდმა (მათ შორის ბიჭები და გოგონები) 11 ან 12 წლის ასაკში (ან შეიძლება დაიწყოს 9 წლის ასაკში);
  • ყველა 26 წლამდე ასაკის ადამიანმა (თუ უკვე არ არის აცრილი);

ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული 26 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა, 27-დან 45 წლამდე ასაკის ზოგიერთმა ზრდასრულმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან აცრილნი, შეიძლება გადაწყვიტოს HPV ვაქცინის მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. HPV ვაქცინაცია ამ ასაკობრივ დიაპაზონში ნაკლებ სარგებელს იძლევა.

ვაქცინაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

თუ გსურთ HPV ინფექციის დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე !

 

 

 

 

 

რესურსები

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cervical-cancer

https://www.healthline.com/health/human-papillomavirus-infection#treatments

https://www.cdc.gov/std/hpv/stdfact-hpv.htm

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hpv-infection/diagnosis-treatment/drc-20351602

https://medlineplus.gov/hpv.html

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button