ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ზრდის ჰორმონის დეფიციტი ბავშვებში | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ჰორმონები ქიმიური სუბსტანციებია, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა უჯრედების და ქსოვილების აქტივობაზე. ზრდის ჰორმონი ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას და გამომუშავდება ტვინის ფუძეში განლაგებულ ჯირკვალში – ჰიპოფიზში.

  • ზრდის ჰორმონის დეფიციტი საკმაოდ ხშირია და ხასიათდება ზოგადი განვითარებისა და სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენით
  • ზრდის ჰორმონის დეფიციტის სიმპტომები დამოკიდებულია დეფიციტის განვითარების ასაკზე და მიზეზზე
  • შემთხვევათა უმეტესობაში ზრდის ჰორმონის დეფიციტის მიზეზის მიკვლევა შეუძლებელია, თუმცა ზოგჯერ მიზეზი თანდაყოლილი პათოლოგია ან თავის ტვინის სიმსივნეა
  • ბავშვის ზრდაში ჩამორჩენის დიაგნოსტიკა ეფუძნება ფიზიკური გასინჯვის, ზრდის ცხრილის/გრაფიკის მონაცემებს, ასევე რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული და გენეტიკური კვლევების შედეგებს
  • მკურნალობა როგორც წესი მოიცავს ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას

ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ ზრდის ჰორმონის დეფიციტი, შესაძლოა გამოუვლინდეთ ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტიც: თიროიდმასტიმულირებელი (TSH), ადრენოკორტიკოტროპული, ფოლიკულ-მასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონების დეფიციტი. ამ მდგომარეობას ჰიპოპიტუიტარიზმი ეწოდება.

 

ზრდის ჰორმონის დეფიციტის გარდა, დაბალი სიმაღლე შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული. მაგალითად, დაბალი სიმაღლის მქონე ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობა დაბალია იმიტომ, რომ მათი ოჯახის წევრებიც დაბლები არიან, ან იმიტომ, რომ მათი ზრდის სწრაფი პერიოდი მოხდა განვითარების ნორმალური დროის დიაპაზონის გვიან ეტაპზე.

ზოგი ბავშვი დაბალია იმიტომ, რომ აქვს არასაკმარისი წონაში მატება და სრულფასოვანი კვება, ან იმიტომ, რომ აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენს ფარისებრ ჯირკვალზე, გულზე, ფილტვებზე, თირკმელებზე ან ნაწლავებზე.

ასევე, ზოგი ბავშვის დაბალი სიმაღლე დაკავშირებულია გენეტიკურ დარღვევებთან, რომლებიც გავლენას ახდენს ძვლების ზრდაზე, მაგალითად, ტერნერის სინდრომი ან ჩონჩხის დისპლაზია.

ზრდის ჰორმონის დეფიციტის განვითარების მიზეზი, სხვა ჰორმონული დარღვევების არსებობის გარეშე, ხშირად უცნობია.  თუმცა შემთხვევების დაახლოებით 25%-ში შესაძლებელია კონკრეტული მიზეზის გამოვლენა, მათ შორის:

  • კონკრეტული გენების დეფექტები
  • თავის ტვინის ანომალიები, სიმსივნეები ან დაზიანება
  • სხივური თერაპია

 

ზრდის ჰორმონის დეფიციტის სიმპტომები

ზრდის ჰორმონის დეფიციტის სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და განვითარების მიზეზებზე.

ბავშვებში აღინიშნება საერთო ზრდის დაბალი ტემპი. ისინი ჩვეულებრივ იზრდებიან:

  • 4 წლამდე ასაკში წელიწადში 2.5 ინჩზე (დაახლოებით 6 სმ-ზე) ნაკლებით,
  • 4–8 წლის ასაკში წელიწადში 2 ინჩზე (დაახლოებით 5 სმ-ზე) ნაკლებით,
  • პუბერტატამდე წელიწადში 1.5 ინჩზე (დაახლოებით 4 სმ-ზე) ნაკლებით.

ბავშვების უმეტესობას აქვს დაბალი სიმაღლე, თუმცა სხეულის ზედა და ქვედა ნაწილების პროპორციები ნორმალურია. ზოგიერთ ბავშვს ასევე შეიძლება ჰქონდეს კბილების განვითარების დაყოვნება.

ზრდის ჰორმონის დეფიციტის მიზეზებიდან გამომდინარე დარღვევების ფართო სპექტრი ვითარდება.

ახალშობილებს, რომლებსაც აქვთ ზრდის ჰორმონის დეფიციტი, შეიძლება განუვიტარდეთ:

  • სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია),
  • სიყვითლე (ჰიპერბილირუბინემია),
  • სხვა თანდაყოლილი დარღვევები, მაგალითად ბიჭებში პატარა ზომის სასქესო ორგანო (მიკროპენისი) ან სახის დეფექტები (მაგალითად, სასის ნაპრალი).

 

სქესობრივი მომწიფება (პუბერტატი) შესაძლებელია შეფერხდეს.ზოგჯერ აღინიშნება წონის მატების პროპორციულობის დარღვევა სიმაღლეში ზრდასთან. ეს საბოლოოდ სიმსუქნის განვითარების მიზეზი ხდება.

ზოგჯერ აღინიშნება ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტის ნიშნებიც.

 

ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა იწყება უპირველესად პედიატრის მიერ ბავშვის ფიზიკური მონაცემების შეფასებით, რასაც განიხილავს ანამნეზურ მონაცემებთან  და ოჯახის ისტორიასთან ერთად. ასევე ტარდება ინსტრუმენტურ-ლაბორატორიული კვლევები:

  • რენტგენოგრაფია
  • სისხლის ლაბორატორიული კვლევები
  • გენეტიკური კვლევები
  • ვიზუალიზაციური გამოკვლევები (მრტ)
  • სტიმულაციური ტესტები

მხოლოდ ზრდის ჰორმონის მაჩვენებელზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა, თუ რატომ ჩამორჩება ბავშვი ზრდაში – შეუძლებელია. მაჩვენებლები უნდა განვიხილოთ სხვა კვლევებთან კორელაციაში.

პირველ რიგში, ექიმი ზომავს ბავშვის სიმაღლესა და წონას და ასაკისთვის სპეციფიკური  გრაფიკების გამოყენებით განსაზღვრავს რამდენად ნელია ზრდის პროცესი.

ხშირად საჭირო ხდება ხელის ძვლების რენტგენოგრაფიული კვლევა („ძვლის ასაკის“ რენტგენი) – რათა შეფასდეს შეესაბამება თუ არა ძვლის განვითარება ასაკს.

ზოგჯერ ძვლის განვითარება ასაკის შესაბამისია და ბავშვი  უბრალოდ დაბალი სიმაღლისაა.

ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ზრდის ჰორმონის დეფიციტი, ძვლის განვითარებაც შეფერხებულია. ძვლის განვითარების შეფერხება ახლავს ჰიპოთირეოზს და დაგვიანებულ პუბერტატს (სქესობრივი მომწიფების პერიოდს).

ზრდის ჰორმონის პირდაპირი განსაზღვრა ხშირად არაადექვატურ პასუხს იძლევა, რადგან მისი მაჩვენებელი მერყეობს. ზრდის ჰორმონის ზუსტი დონის დასადგენად ტარდება იმ პარამეტრების განსაზღვრა, რომლებიც ზრდის ჰორმონის უშუალო გავლენას განიცდის: მაგალითად, ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 1 (IGF-1) და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის შემკავებელი ცილა 3 (IGFBP-3).

თუმცა, ამ პარამეტრებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მდგომარეობებმა, როგორიცაა ჰიპოთირეოზი, ცელიაკია და არასაკმარისი კვება. შესაბამისად, ამ პათოლოგიების გამოსარიცხადაც ხდება კვლევების ორგანიზება.

თუ ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მიუთიტებს ჰიპოფიზის შესაძლო დაზიანებაზე, აუცილებელია ვიზუალიზაციური კვლევის (მრტ) ჩატარება – ჯირკვლის სტრუქტურული პათოლოგიის გამოსავლენად.

თუ ლაბორატორიული კვლევით ფისქირდება ზრდის ჰორმონის დაბალი მაჩვენებელი და ამის სხვა მიზეზები არ არსებობს, აუცილებელია სტიმულაციური ტესტის ჩატარება – ანუ ზრდის ჰორმონის გამოყოფის მედიკამენტური სტიმულაცია, რის შემდეგაც რამდენიმე საათის შუალედით ტარდება ჰორმონის დონის განსაზღვრა.

 

ზრდის ჰორმონის დეფიციტის სიმპტომები ბავშვებში

ზრდის ჰორმონის დეფიციტის 1 შემთხვევა ფიქსირდება 4000 ბავშვზე. მთავარი მახასიათებელია – იგივე ასაკის და სქესის ბავშვებთან შედარებით დაბალი სიმაღლე, Tumca sxva maxasiaTeblebic arsebobs:

  • ჰიპოგლიკემია ბავშვებში
  • სასქესო ორგანოების განვითარების ჩამორჩენა დაბადებისას
  • მოზარდებში სქესობრივი მომწიფების შეფერხება
  • მხედველობის დაქვეიტება ზოგიერთ მოზარდში
  • სახის და ტორსის ბავშვური მახასიატებლები

ბავშვებს, ზრდის ჰორმონის თანდაყოლილი დეფიციტით, შესაძლოა დაბადებისას ნორმალური ან უმნიშვნელოდ შემცირებული სიმაღლე ქონდეთ

ჰიპოგლიკემია (სისხლში დაბალი შაქარი) ხშირად ზრდის ჰორმონის დეფეიციტის ადრეული და მნიშვნელოვანი კლინიკური ნიშანი.

სიმაღლის ჩამორჩენა შეიძლება მხოლოდ მოგვიანებით გახდეს თვალსაჩინო, როცა ბავშვის ზრდა თანატოლების განვითარებას აღარ ემთხვევა.

 

ზრდის ჰორმონის დეფიციტის სიმპტომები  ზრდასრულებში

ბავშვობის ასაკში გამოვლენილი ზრდის ჰორმონის დეფიციტი, როგორც წესი ზრდასრულობაშიც გრძელდება და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ემატება:

  • ცხიმის დაგროვება მუცლის არეში
  • კუნთების მოცულობის და საერთო ძალის შემცირება
  • ოფლიანობის შემცირება და სხეულის ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა
  • ინსულინისადმი უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითება (ინსულინრეზისტენტობა)
  • გულის კუნთოვანი მასის შემცირება
  • ფიზიკური დატვირთვის უნარის დაქვეითება
  • მაღალი LDL და დაბალი HDL მაჩვენებლები
  • ძვლის მინერალიზაციის დაქვეიტება და მოტეხილობების რისკის ზრდა
  • ძილიანობა
  • სისუსტე
  • ფსიქიკური და ფსიქოლოგიური გართულებები
  • დეპრესიული გუნებ-განწყობა
  • კონცენტრაციის დაქვეითება
  • შფოთვა
  • დაბალი თვითშეფასება
  • ხშირი ავადობა
  • სოციალური იზოლაცია
  • სიცოცხლის ხარისხის გაუარესება

 

 

ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოსტიკა

კვლევები იწყება პირადი და ოჯახის ისტორიის გამოკითხვით, ფიზიკური გასინჯვით, რის საფუძველზეც ექიმი ადგენს კვლევების გეგმას:

  • “ძვლის ასაკის” რენტგენოგრაფია
  • ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორების და მისი შემბოჭველი ცილის განსაზღვრა
  • ზრდის ჰორმონის სტიმულაციური ტესტი
  • თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

 

ზრდის ჰორმონის დეფიციტის მკურნალობა

ზრდის ჰორმონის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდია სინთეზური ჰორმონით ჩანაცვლებითი თერაპია. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია:

  • აუმჯობესებს ზრდის პროცესს
  • აუმჯობესებს სხეულის აგებულებას და ძვლის მინიერალიზაციას
  • ამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს
  • აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს

ზრდის შეფერხების სხვა მიზეზების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

 

 

https://my.clevelandclinic.org/health/articles/21559-child-development

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button