Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

გლიკოზირებული ჰემოგლობინი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის A1c ტესტი?

გლიკირებული ჰემოგლობინის (HbA1c) ტესტი განსაზღვრავს სისხლში გლუკოზის საშუალო დონეს ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია გლიკოზირებული ჰემოგლობინის რეგულარული განსაზღვრა, გლიკემიის საშუალო მაჩვენებლის შეფასებისათვის და მკურნალობის მონიტორინგისათვის.

 

რა არის ჰემოგლობინი?

ჰემოგლობინი ცილაა, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებში – ერითროციტებშია განტავსებული, აძლევს მას წითელ ფერს და ასრულებს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირების ფუნქციას.

 

როგორ მუშაობს ტესტი?

სისხლში გლუკოზის (შაქრის) კონცენტრაციის მატებისას, ის უკავშირდება ერითროციტებში არსებულ ჰემოგლობინს. გლიკოზირებული ჰემოგლობინის ტესტი ზომავს რა რაოდენობის გლუკოზაა დაკავშირებული ჰემოგლობინის მოლეკულასთან.  რადგანაც ჰემოგლობინის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 თვეა, შესაბამისად გლიკოზირებული ჰემოგლობინი გვაძლევს ინფორმაციას ბოლო 3 თვის მანძილზე სისხლში შაქრის შემცველობაზე.

როდესაც სისხლში გლუკოზის დონე მაღალია ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელიც მატულობს.

რა არის  გლიკოზირებული ჰემოგლობინის ნორმული მაჩვენებელი?

გლიკოზირებული ჰემოგლობინის ნორმული მაჩვენებელი, ჯანმრთელი ადამიანებისათვის (რომელთაც არა ქვთ დიაბეტის დიაგნოზი)  4%-დან  5.6%-მდეა. გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებლები 5.7%-დან 6.4%-მდე – შეესაბამება პრედიაბეტის მდგომარეობას. 6.5% და მეტი დიაბეტის დიაგნოზზე მიუთითებს.

 

სამიზნე მაჩვენებლები

დიაბეტით დაავადებულთათვის გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებელი 7%-ზე ნაკლებია.  რაც უფრო მაღალია გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონე, მით მეტია დიაბეტის გართულებების განვითარების რისკი.

დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის რეკომენდებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა ყოველ 3 თვეში.

იმ დაავადებების და მდგომარეობებისას,  რომლებიც გავლენას ახდენს ჰემოგლობინის რაოდენობაზე (მაგ: ანემია, C და E ვიტამინები, ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა სისხლში, თირკმლის და ღვიძლის დაავადებები) – გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი შესაძლოა არ იყოს ზუსტი

 

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

  • დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის
  • დიაგნოსტირებული დიაბეტისას, გლუკოზის მაჩვენებლის მონიტორინგისათვის
  • პრედიაბეტისას
  • დიაბეტის მკურნალობის გეგმის ცვლილებისას

 

პაციენტის მომზადება: კვლევა არ ტარდება უზმოდ

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

წყარო

https://www.webmd.com/diabetes/glycated-hemoglobin-test-hba1c

 

ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ დიაბეტის სადიაგნოსტიკო  ტესტებს

 

 

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button