ელექტროლიტები ნივთიერებებია, რომლის ნაწილაკებსაც აქვს ბუნებრივი დადებითი ან უარყოფითი ელექტრული მუხტი წყალში გახსნისას.
სარჩევი
ზრდასრული ადამიანის სხეულის დაახლოებით 60% წყალს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ სხეულის თითქმის ყველა სითხე და უჯრედი შეიცავს ელექტროლიტებს.
ელექტროლიტების მონაწილეობით მიმდინარეობს თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესი ორგანიზმში და ნარჩუნდება ბალანსი უჯრედშიდა და უჯრედგარე სითხეებს შორის.
ელექტროლიტები ორგანიზმში ხვდება საკვების და სითხის მეშვეობით, რასაც ადამიანი მიირთმევს. ელექტროლიტების ჭარბი ოდენობა თირკმლების მიერ იფილტრება და შარდით გამოიყოფა. ასევე გამოიყოფა ოფლთან ერთადაც.
რა ფუნქცია აქვს ელექტროლიტებს?
ელექტროლიტებს უჯრედები არაერთი ფუნქციის შესრულებაში იყენებს:
- ელექტრული იმპულსის წარმოქმნა და გატარება, რომლის შედეგადაც ხდება კუნთის შეკუმშვა
- უჯრედშიდა და უჯრედგარე სივრცეებში წყლის ბალანსის შენარჩუნება
ელექტროლიტების ფუნქციონირება ეფუძნება მათ უნარს, წყალში გახსნილ მდგომარეობაში დაიმუხტოს დადებითად ან უარყოფითად რის შედეგადაც აღნიშნული სითხე ელექტრულად გამტარი ხდება.ამის ნიმუშია მარილხსნარი, რომელიც ატარებს ელექტრულ იმპულსებს. მარილი შედგება დადებითად დამუხტული ნატრიუმისა და უარყოფიტად დამუხტული ქლორის იონებისგან, რომლებიც არათხევად მდგომარეობაში ანეიტრალებენ ერთმანეთს.
სითხეში გახსნის შემდეგ ნატრიუმის და ქლორის ატომები იხლიჩება და მიიღება ნატრიუმის და ქლორის იონები. ელექტრული იმპულსი გაივლის ნატრიუმის და ქლორის იონებზე – არა წყლის მოლეკულებზე, – რადგან ისინი საპირისპირო ნიშნითაა დამუხტული.
მნიშვნელოვანი ელექტროლიტები
რამდენიმე მნიშვნელოვანი ელექტროლიტი გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზმის ელექტტოლიტური ბალანსის შენარჩუნებაში.
ნატრიუმი (Na+)
ნატრიუმს მნიშვნელოვანი როლი აქვს ორგანიზმში უჯრედების სითხის ბალანსის შენარჩუნებაში. ნატრიუმის იონების მონაწილეობით ხორციელდება გლუკოზის თანა-ტრანსპორტირება
ჰიპერნატრემია ნიშნავს ნატრიუმის სიჭარბეს ორგანიზმში.
ჰიპერნატრემიის სიმპტომები:
- ცნობიერების აბნევა, ქცევის დარღვევები
- ჰიპერრეფლექსია
- კუნთების უნებლიე მოძრაობები
- კრუნჩხვები, კომა
მიზეზები:
- ნატრიუმის ჭარბად მიღება ( ზოგი მედიკამენტი)
- დეჰიდრატაცია/ გაუწყლოება (წყლის საკმარისი მიღების ნაკლებობა)
- თირკმელების ფუნქციის დარღვევა
გადაუდებელი ღონისძიებები:
- წყლის ბალანსის აღდგენა
- ნატრიუმის შეზღუდული მიღება
- მედიკამენტები
კალიუმი (K⁺)
ერთ-ერთი მთავარი ელექტროლიტია, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედების შემდეგ ფუნქციებზე:
- კუნთების შეკუმშვა
- ნერვული სიგნალების გადაცემა
- სითხის და წნევის ბალანსი – კალიუმი ნატრიუმთან ერთად აკონტროლებს სითხის გადანაწილებას უჯრედებსა და სისხლში.
ჰიპერკალემია (კალიუმის სიჭარბე)
- სიმპტომები: გულის რითმის დარღვევა, კუნთების სისუსტე, ზოგჯერ ფიბრილაციები და კრუნჩხვები
- მიზეზები: თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, კალიუმის შემცველი მედიკამენტები, დეჰიდრატაცია
ჰიპოკალემია (კალიუმის დეფიციტი)
- სიმპტომები: კუნთების სისუსტე, დაღლილობა, გულის რითმის დარღვევა, კრუნჩხვები
- მიზეზები: კალიუმით რარიბი კვების რაციონი, სითხის ხანგრძლივი დაკარგვა (პირღებინება), ზოგი მედიკამენტი (დიურეტიკები)
მაგნიუმი (Mg+)
მაგნიუმის მონაწილეობით უჯრედები საკვებით მირებულ ნუტრიენტებს ენერგიად გარდაქმნის.
- კუნთებისა და ნერვების ფუნქცია – აუცილებელია კუნთების შეკუმშვისა და ნერვული სიგნალების გადაცემისთვის.
- ენერგიის წარმოება – მონაწილეობს ATP-ის (ენერგიის ძირითადი წყარო) სინთეზში.
- ფერმენტების აქტივობა – აქტიურდება ასობით ფერმენტი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტაბოლიზმზე, DNA/RNA-ის სინთეზზე და სხვა პროცესებზე.
- ჰომეოსტაზის შენარჩუნება – ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის რეგულირება უჯრედებში.
ჰიპომაგნემია (მაგნიუმის დეფიციტი)
- სიმპტომები: კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები, დაღლილობა, გულის რითმის დარღვევა, ქოლესტერინის და შაქრის დონეების ცვლილება.
- მიზეზები: ცუდი კვება, დეჰიდრატაცია, დიარეა, ზოგი მედიკამენტი (მაგ. დიურეტიკები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).
ჰიპერმაგნემია (მაგნიუმის სიჭარბე)
- სიმპტომები: კუნთების სისუსტე, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის შენელება, გულის რითმის დარღვევები
- მიზეზები: თირკმლის უკმარისობა, მაგნიუმის შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება (მაგალითად ლაქტულოზა ან ანტაციდები).
კალციუმი (Ca+)
კალციუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც ძვლების და კბილების სტრუქტურული სრულფასოვნებისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ასევე მონაწილეობს კუნთების შეკუმშვაში, ნერვ-კუნთოვანი სიგნალების გადაცემაში, გულის რითმის შენარჩუნებაში. კალციუმის სიჭარბე ან დეფიციტი სიმპტომების ფართო სპექტრის მიზეზი ხდება:
ჰიპერკალცემიის სიმპტომები
- თავის ტვინი: თავის ტვინი, სისუსტე, აპათია, ცნობიერების შეცვლა
- საჭმლის მომნელებელი სისტემა: შეკრულობა, მუცლის ტკივილი, ღებინება
- თირკმელები: გახშირებული შარდვა, თირკმლის და საშარდე გზების კენჭები, თირკმლის უკმარისობა
- გული: არითმია
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: ტკივილი ძვლებსა და სახსრებში
ჰიპოკალცემიის სიმპტომები
- თავის ტვინი: ცნობიერების და ქცევის დარღვევები
- კუნთები: კუნთების კოორდინაციის დარღვევა, ჰიპერრეფლექსია, გლუვი კუნთების სპაზმი (ხორხის და საყლაპავის)
ქლორი (Cl-)
ქლორის იონები მნიშვნელობით მეორე ადგილზეა უჯრედშიდა და უჯრედგარე წონასწორობის შენარჩუნების პროცესებში. ის ასევე მონაწილობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში.
ჰიპერქლორემია (ქლორის იონების სიჭარბე)
ეს როგორც წესი აციდოზთანაა დაკავშირებული – ანუ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მჯავიანობისკენ გადახრასთან. ქლორის სიჭარბის სიმპტომებია: გულისრევა-რებინება, სისუსტე, სუნთქვის გახშირება, ცნობიერების დათრგუნვა. ჰიპერქლორემიას ხშირად ტან ახლავს კალიუმის ცვლის დარღვევაც (სიჭარბე ან დეფიციტი).
- ქლორის და კალიუმის იონების სიჭარბე თირკმლის მწვავე უკმარისობის ან დისფუნქციის მიზეზი ხდება.
- ქლორის სიჭარბეს და კალიუმის დეფიციტს იწვევს დიარეა, სითხის კარგვა პანკრეასიდან და საშარდე სისტემის სხვადასხვა დაავადებები
ჰიპოქლორემია (ქლორის იონების დეფიციტი)
ეს მდგომარეობა ვლინდება ალკალოზის ანუ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ტუტიანობისკენ გადახრის დროს. ალკალოზის ხშირი მიზეზია ჰიპონატრემია (ნატრიუმის დეფიციტი), რომელიც შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებულმა ღებინებამ, მარყუჟოვანი დიურეტიკების მიღებამ. ალკალოზის დამახასიატებელკი სიმპტომებია: აპათია, ცნობიერების დათრგუნვა, არითმია, კუნთების ტონუსის დაქვეითება.
ფოსფატი (Ph-)
ფოსფატები ფოსფორის შემცველი მოლეკულებია, რომელთა მონაწილეობით ხორციელდება ქიმიური შენაერთების და სხვადასხვა მოლეკულების ტრანსპორტირება უჯრედის მემბრანის გავლით. ფოსფატები მნიშვნელოვანი კომპონენტია დნმ-ის სტრუქტურის შენებაში.
- ჰიპერფოსფატემია ანუ ფოსფატების სიჭარბე – როგორც წესი ახლავს ჰიპოკალცემიას. უკიდურესი შემთხვევების გარდა ჰიპერფოსფატემია სიმპოტმებს არ იწვევს. როგორც წესი ჰიპოკალცემიის კლინიკური ნიშნებია გამოხატული.
- ჰიპოფოსფატემია ანუ ფოსფატის დეფიციტი – ამ მდგომარეობის ადრეული ნიშანია კუნთების სისუსტე. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია თირკმლის უკმარისობის, გულყრის, სუნთქვის და გულიკ მუშაობის უკმარისობის განვითარება.
ბიკარბონატი HCO3 (-)
სუნთქვის პროცესში წარმოქმნილი CO2 ნახშირბადის დიოქსიდი სრულად არ გამოიდევნება ორგანიზმიდან ამოსუნთქვის გზით. მისი ნაწილი გარდაიქმნება ბიკარბონატად HCO3¯, რომელიც მონაწილეობს სისხლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში.
- აციდოზის დროს ადგილი აქვს ბიკარბონატის კონცენტრაციის შემცირებას და წონასწორობის გადახრას მჟავიანობისკენ. ეს იწვევს სისუსტეს, გულისრევას და ღებინებას, სუნთქვის გახშირებას, მძიმე შემთხვევებში ცნობიერების შეცვლას.
- ალკალოზი – მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ტუტიანობისკენ გადახრაა, რასაც ბიკარბონატის მაღალი კონცენტრაცია იწვევს. ალკალოზისას გამოხატულია აპათია, არითმია და კუნთების ტონუსის დაქვეითება.
რომელი კვლევებით დიაგნოსტირება ელექტროლიტების დისბალანსი?
ელექტროლიტური ბალანსის შესწავლისთვის აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი ელექტროლიტის მაჩვენებლის შესწავლა.
- მნიშვნელოვანი ელექტროლიტების: ნატრიუმის, კალიუმის, ქლორის და კალციუმის გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში სხვა ელექტროლიტებთან ერთად, როგორებიცაა: ფოსფორი, მაგნიუმი, ბიკარბონატი და სხვა.
ელექტროლიტური დისბალანსის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ფუნქციური კვლევების ფართო სპექტრის ჩატარება:
- სისხლის შარდოვანას აზოტი (BUN)
- გლიკემიის განსაზღვრა
- ალბუმინის და შრატის საერთო ცილის განსაზღვრა
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები
- თირკმლის ფუნქციური სინჯები
- შრატისა და სისხლის ოსმოლარობის ტესტები
- შარდში ელექტროლიტების განსაზღვრა
რადგანაც წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა ზოგიერთ ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებსაც უკავშირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მინერალების ცვლაში მონაწილე ჰორმონების გამოკვლევაც, როგორებიცაა:
- შრატის ალდოსტერონი
- ანტიდიურეზული ჰორმონი (ვაზოპრესინი)
- კორტიზოლი
- პარათირეოიდული ჰორმონი
- რენინი
პათოლოგიები, რომლის დროსაც შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის განვითარება:
- დიაბეტი
- თირკმლის დაავადებები
- გულის იშემიური დაავადება
- გაუწყლოება
- ღვიძლის დაავადებები
- დიარეით ან/და რებინებით მიმდინარე დაავადებები
- ზოგიერთი მედიკამენტებით მკურნალობა
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ ელექტროლიტების განსაზღვრას
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები
https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/21790-electrolytes
https://www.medicinenet.com/dpr/cancer/multiple-myeloma/cm/car-t-cell-therapy-rrmm-costs-insurance



















