Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

როგორ შევამციროთ დიაბეტის რისკი? | სასარგებლო რჩევები

ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვანი ფაქტორია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენციაში. პრევენციას განსაკუთრებული როლი ენიწება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რისკჯგუფს მიეკუთვნება: აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, მაღალი ქოლესტეროლი ან დიაბეტის ოჯახური ანამნეზი.

თუ პრედიაბეტია დიაგნოსტირებული – სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც არ აღწევს დიაბეტის მაჩვენებლის ზღვარს – ცხოვრების წესის შეცვლა თავიდან გვარიდებს ან მნიშვნელოვნად აყოვნებს დიაბეტის ჩამოყალიბებას.

  1. წონის კლება

სხეულის მასის დაახლოებით 7%-ით  შემცირება თითქმის 60-ით ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. ადამიანებმა, პრედიაბეტის დიაგნოზით, უნდა დაიკლონ სულ მცირე სხეულის მასის 7-10%. მეტი წონის დაკლება კიდევ უფრო ზრდის სარგებელს ჯანმრთელობისთვის.

წონის კლება რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობით, ჯანსაღი მოკლევადიანი მიზნების დასახვით. კვირაში 0.5-დან 0.9 კგ-მდე კლება ნორმალურია.

 

  1. მეტი ფიზიკური აქტივობა

რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ბევრი სარგებელი აქვს:

გვეხმარება წონის კლებაში

აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს

ზრდის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ

დღეში 30 წთ აერობული ვარჯიშები, როგორიცაა: სწრაფი სიარული, ცურვა, ველოსიპედით ან ფეხით სეირნობა – ჯამურად 150წთ კვირაში – სავსებით საკმარისი ფიზიკური დატვირთვაა.

კვირაში 2-3-ჯერ წინააღმდეგობის ვარჯიშები მნიშვნელოვნად ზრდის კუნთების ძალას, გამძლეობას, წონასწორობას.

 

  1. ჯანსაღი კვების რაციონი

ცილით და ბოჭკოთი მდიდარი საკვები ხელს უწყობს დიაბეტის რისკის შემცირებას. ხილი, სახამებლის არშემცველი ბოსტნეული, მარცვლოვნები, პარკოსნები და სხვები – აუცილებელად უნდა შედიოდეს  ჯანსაღი რაციონის შემადგენლობაში. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღებისგან ჯობს თავი შეიკავოთ (კარტოფილი, სიმინდი, თეთრი ფქვილის ნაწარმი, პროცესირებული შაქრის შემცველიპროდუქტები).

მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმების მიღება – წონის რეგულირების და დიაბეტის რისკის შემცირებსითვის.

უჯერი ცხიმები (როგორც მონო, ისე პოლიუჯერი ცხიმები) უზრუნველყოფს ქოლესტეროლის რეგულირებას სისხლში, რაც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიების განვითარებაში. „კარგი“ ცხიმების შემცველი პროდუქტებია: ზეთისხილი, თხილეული, ცხიმიანი თევზი და სხვა.

ნაჯერი, ანუ ე.წ „ცუდი“ ცხიმები ძირითადად გვხვდება ცხოველურ პოდუქტებში: ხორცში, რძეში. თუმცა ცხოველური პროდუქტების მიღებაც აუცილებელია და ისინი უნდა შეადგენდნენ რაციონის მცირე ნაწილს.

ე.წ მოდური დიეტები შესაძლოა დაგეხმაროთ წონის დაკლებაში, თუმცა მათი ხანგრძლივ ვადიანი  სარგებლის შესახებ ინფორმაცია მწირია

 

  1. ალკოჰოლი და თამბაქო

შეამცირეთ ალკოჰოლის მოხმარება, რადგან ის მაღალკალორიული პროდუქტია და ხელს უწყობს როგორც წონის მატებას, ისე ინსულინრეზისტენტობის განვითარებას

თამბაქოს ზემოდქმედება ცუდ გავლენას ახდენს არამარტო გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, არამედ ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარებასაც.

  1. ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი

დადასტურებული დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის, პრედიაბეტის ან გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევის სხვა ფორმების, ასევე რისკ-ფაქტორების არსებობის  დროს აუცილებელია ექიმთან რეგულარული კონსულტაცია და მაჩვენებლების ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კონტროლი. სისხლში გლუკოზის, გლიკირებული ჰემოგლობინისა და ინსულინის განსაზღვრა – ის მინიმუმია, რაც ამ ტიპის მეტაბოლური დარღვევის დროს რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

დიაბეტის საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციით სასურველია დიაბეტის რეგულარული სკრინინგ-ტესტების ჩატარება შემდეგი სამიზნე ჯგუფებისთვის:

  • 45 წლის ასაკზე ახალგაზრდა, ჭარბი წონისა და სიმსუქნის ან რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანები დიაგნოსტირებული დიაბეტით
  • ქალები, რომლებსაც ორსულობაში აღენიშნათ გესტაციური დიაბეტი
  • ადამიანები – პრედიაბეტის დიაგნოზით
  • ბავშვები ჭარბი წონით ან სიმსუქნით, რომელთაც აქვთ დიაბეტის ოჯახური ანამნეზი ან სხვა რისკ-ფაქტორები

სინევო“ გთავაზობთ ინსულინრეზისტენტობის და პრედიაბეტის სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

„სინევო“ ასევე გთავაზობთ დიაბეტის კვლევების პროფილებს

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button