Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

შაქრიანი დიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რა არის შაქრიანი დიაბეტი?

შაქრიანი დიაბეტი   სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებით მიმდინარე ქრონიკული, მეტაბოლური დაავადებაა.

საკვებში შემავალი სტრუქტურების უმეტესი ნაწილი,  იშლება გლუკოზამდე და გადადის სისხლში. გლუკოზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის ენერგიის ძირითადი წყაროა უჯრედებისთვის. ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს თავის ტვინისთვის.

გლიკემიის დონის მატების საპასუხოდ სისხლში გამოიყოფა ინსულინი.  ეს არის ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასის  ბეტა უჯრედული კუნძულების მიერ; იგი მიიჩნევა ორგანიზმის მთავარ ანაბოლურ ჰორმონად და არეგულირებს სისხლიდან გლუკოზის ტრანსპორტირებას უჯრედებში. ბეტა უჯრედები მგრძნობიარეა სისხლში შაქრის დონის მიმართ  –  ინსულინი აძლიერებს გლუკოზის ათვისებას და მეტაბოლიზმს, რითაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებისას პანკრეასი ან ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან  სათანადოდ ვერ ხდება წარმოქმნილი ინსულინის  გამოყენება უჯრედების მიერ გლუკოზის ასათვისებლად. შედეგად ვირებთ სისხლში გლიკემიის მარალ დონეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რასაცშედეგად მოყვება გულ-სისხლძარღვთა, მხედველობის სისტემის, თირკმელების და სხვა ორგანოების დაზიანება.

არსებობს ტიპი 1  და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.  დიაბეტის პოტენციურად შექცევად ფორმებს მიეკუთვნება პრედიაბეტი და გესტაციური დიაბეტი.

 

ტიპი I შაქრიანი დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ებრძვის პანკრეასის ბეტა უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ინსულინის წარმოქმნაში. გაურკვეველია თუ რა იწვევს ამ პროცესს. დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 10%-ს სწორედ ტიპი I შაქრიანი დიაბეტი აღენიშნება. დაავადების სიმპტომები ხშირად სწრაფად ვითარდება. ის, ჩვეულებრივ, ახალგაზრდებში (ბავშვებსა და მოზარდებში) გვხვდება.

ტიპი II შაქრიანი დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც გამომმუშავებული ინსულინი არასაკმარისია, ან  ორგანიზმი რეზისტენტულია ინსულინის მიმართ და სისხლში დაგროვილი   გლუკოზის გარდაქმნა ვერ ხერხდება.  დაავადების ეს ტიპი გვხვდება  თითქმის 90-95%-ში.   ტიპი II შაქრიანი  დიაბეტი შესაძლოა პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაბამისად გლიკემიის რეგულარული კონტროლი ერთადერთი შესაძლებლობაა ონიტორინგისთვის.

ჭარბი წონა, სიმსუქნე, ცხოვრების უძრავი წესი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ოჯახური ანამნეზი – ის ფაქტორებია, რომლებიც  ზრდის დაავადების განვითარების რისკს.

პრედიაბეტი ჩნდება მაშინ, როდესაც თქვენს სისხლში შაქრის კონცენტრაცია ნორმაზე მაღალია, მაგრამ ის საკმარისად მაღალი არ არის ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის. პრედიაბეტი ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულის დაავადებისა და ინსულტის განვითარების რისკს.

გესტაციური დიაბეტის დროს აღინიშნება სისხლში შაქრის მკონცენტრაციის მატება ორსულობის დროს. ამ ტიპის დიაბეტს იწვევს პლაცენტის მიერ წარმოებული ინსულინის ანტაგონისტი (საწინააღმდეგო) ჰორმონები. გესტაციური დიაბეტი წარმოადგენს ორსულობის შემდგომი ტიპი II შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკფაქტორს როგორც  დედისთვის, ისე ბავშვისთვის.

შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები

ტიპი II შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია სისხლში გლიკემიის დონეზე, თუმცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ან მინიმალური გამოვლინებებით, რომლებზეც, როგორც წესი ადამიანები ყურადღებას არ ამახვილებენ. ტიპი I დიაბეტის დროს კი სიმპტომები სწრაფად და უფრო მძიმედ ვლინდება.

დიაბეტის ზოგადი სიმპტომები:

  •  შიმშილის შეგრძნების გაძლერება;
  • წყურვილის შეგრძნების გაძლიერება;
  • წონაში კლება;
  • ხშირი შარდვა;
  • მხედველობის გაუარესება;
  • საერთო სისუსტე და  დაღლილობა;
  • წყლულები, რომლებიც არ იკურნება.

დიაბეტის ზოგადი სიმპტომების გარდა, შაქრიანი დიაბეტის მქონე მამაკაცებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დაქვეითებული ლიბიდო, ერექციული დისფუნქცია და კუნთების სისუსტე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებს კი, ასევე შეიძლება ჰქონდეთ საშარდე გზების ხშირი ინფექციები, სოკოვანი ინფექციები და კანის სიმშრალე და ქავილი.

ტიპი I შაქრიანი  დიაბეტის სიმპტომები:

  • ძლიერი შიმშილის შეგრძნება;
  • ძლიერი წყურვილის შეგრძნება;
  • პირის სიმშრალე;
  • წონის ცვლილებები. ხშირია მუცლის გარშემოწერილობის მატება;
  • შარდვის გახშირება, განსაკუთრებით რამით;
  • დაქვეითებული მხედველობა;
  • დაღლილობა;
  • გუნებ-განწყობის ცვლილებები;
  • კეტონები შარდში );

ტიპი II შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები:

  • ძლიერი შიმშილის შეგრძნება;
  • ძლიერი წყურვილის შეგრძნება;
  • ხშირი შარდვა;
  • დაქვეითებული მხედველობა;
  • დაღლილობა;
  • წყლულები, რომლებიც ნელა ხორცდება;
  • კეტონები შარდში
  • დისკომფორტი სხეულის წარზიდულ ნაწილებში  (ხელისა და ფეხის გულები, თიტები და სხვა)
  • მორეციდივე ინფექციური პროცესები

გესტაციური დიაბეტის სიმპტომები

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების უმეტესობას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. დაავადების დიაგნოსტირება ხდება შაქრის რუტინული ტესტის ან გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის დროს. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ძლიერი წყურვილის შეგრძნება და ხშირი შარდვა.

რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დიაბეტის განვითარება/პროგრესირებას

დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორები დამოკიდებულია დიაბეტის ტიპზე.

ტიპი I შაქრიანი დიაბეტი

მიუხედავად იმისა, რომ ტიპი 1 დიაბეტის ზუსტი მიზეზი უცნობია, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან დაავადების განვითარების რისკს, ესენია:

  • ოჯახური ანამნეზი. ოჯახის წევრების იგივე  დიაგნოზი ზრდის დაავადების განვითარების რისკს
  • გარემო ფაქტორები. სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, მათ შორის ვირუსები, შესაძლოა იწვევდეს პანკრეასის ბეტა უჯრედების დაზიანებას
  • აუტოანტისხეულები. ტიპი I შაქრიანი დიაბეტის კვლევა პანკრეასის ბეტა უჯრედების აუტოანტისხეულებზე, ზოგჯერ იძლევა დადებით მონაცემებს. თუმცა, აუტოანტისხეულების აღმოჩენის ყველა შემთხვევაში, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი არ ვითარდება.
  • გეოგრაფია. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი, აღინიშნება ტიპი I შაქრიანი დიაბეტის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი.

პრედიაბეტი და ტიპი II შაქრიანი დიაბეტი

პრედიაბეტის და ტიპი II შაქრიანი დიაბეტის განვითარების მექანიზმის ზოგიერთი ასპექტი ბოლომდე ახსნილი არაა, თუმცა, არსებობს რისკფაქტორები, რომელთა გავლენა ამ დაავადების განვითარებაზე უდაოა. ესენია:

  • წონა. რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმში, მით მაღალია ინსულინრეზისტენტობის განვიტარების ალბათობა
  • პასიური ცხოვრების წესი. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ამცირებს ჭარბი გლუკოზის მოხმარებას კუნთების მიერ, ხელს უწყობს დეპონირებას ცხიმში და ინსულინრეზისტენტობის განვითარებას.
  • ოჯახური ანამნეზი. რისკი იზრდება, თუ ოჯახის წევრს დადასტურებული აქვს ტიპი II შქრიანი დიაბეტი.
  • ასაკი.  რისკი იზრდება ასაკთან ერთად. ეს განპირობებულია კუნთოვანი მასის შემცირებით, დაბალი ფიზიკური აქტივობით და ცხიმოვანი მასის ზრდით.
  • გესტაციური დიაბეტი. ორსულობის დროს განვითარებული გესტაციური დიაბეტი, ზრდის  პრედიაბეტის და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს.
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, რომელსაც ახასიათებს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, თმიანობა და სიმსუქნე – ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს.
  • ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა სისხლში. ათეროგენული ლიპოპროტეიდების (დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის) სიჭარბე ზრდის დიაბეტის განვითარების საფრთხეს.

გართულებები

სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს ორგანოებსა და ქსოვილებს მთელს სხეულში. რაც უფრო მაღალია სისხლში შაქრის დონე და რაც უფრო დიდხანს ნარჩუნდება ის, მით მეტია გართულებების რისკი.

დიაბეტთან დაკავშირებული გართულებები მოიცავს:

  • გულ-სისხლძართვთა დაავადებები – ინფარქტი, ინსულტი;
  • ნეიროპათია;
  • ნეფროპათია;
  • რეტინოპათია და მხედველობის დაკარგვა;
  • სმენის დაკარგვა;
  • პერიფერიული ქსოვილების დისცირკულატორული დარღვევები და მასთან ასოცირებული ტროფიკული წყლულები
  • კანის დისცირკულატორული და ტროფიკული პროცესები
  • დეპრესია;
  • დემენცია.

უკონტროლო გესტაციურმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე. გართულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბავშვზე, შეიძლება მოიცავდეს:

  • ნაადრევი მშობიარობა;
  • დაბადებისას ნორმაზე დიდი წონა;
  • მომავალში ტიპი 2 დიაბეტის განვითარების გაზრდილი რისკი;
  • სისხლში შაქრის დაბალი დონე;
  • სიყვითლე;
  • მკვდრადშობადობა.

დედას შეიძლება განუვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა პრეეკლამფსია ან ტიპი 2 დიაბეტი.

ასევე იზრდება დედის გესტაციური დიაბეტის რისკი შემდგომი ორსულობის დროსაც.

დიაბეტი ბავშვებში

ბავშვები შეიძლება დაავადდნენ როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით. სისხლში შაქრის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში, რადგან დაავადებამ შეიძლება დააზიანოს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორიცაა გული და თირკმლები.

არანამკურნალევმა  დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ადრეული გართულებები ბავშვებში, რაც ხშირად  საფრთხესაც კი უქმნის  მათ  სიცოცხლეს.

 

პრევენცია

დიაბეტის პრევენციისთვის:

  • იარეთ ფეხით ან ველოსიპედით კვირაში მინიმუმ 150 წუთი;
  • გამორიცხეთ რაციონიდან გაჯერებული და ტრანს ცხიმები, რაფინირებულ ნახშირწყლებთან ერთად;
  • მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მთელი მარცვლეული;
  • მიირთვით მცირე ულუფები;
  • შეეცადეთ დაიკლოთ თქვენი სხეულის წონის 7%, თუ ჭარბწონიანი ან მსუქანი ხართ.

ტიპი 1 დიაბეტის პრევენცია შეუძლებელია.

 

დიაგნოსტიკა

ნებისმიერმა, ვისაც აქვს დიაბეტის სიმპტომები ან დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება, უნდა ჩაიტაროს დიაბეტის დიაგნოსტიკური ტესტები.

ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში კი აუცილებელია გესტაციური დიაბეტის რეგულარული კვლევა.

ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოსტიკური ტესტები მოიცავს:

  • სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა
  • სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა უზმოზე
  • გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1C) განსაზღვრა. გლიკოზირებული ჰემოგლობინით განისაზღვრება სისხლში შაქრის საშუალო დონე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. რაც უფრო მაღალია შაქრის დონე სისხლში, მით მეტი გლუკოზა უკავშირდება ჰემოგლობინს. გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი, რომელიც ტოლია ან აღემატება 6,5%-ს, მიუთითებს დიაბეტზე. თუ უკვე დიაგნოსტირებული გაქვთ დიაბეტი, გლიკოზირებული ჰემოგლობინი რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რადგან ის თერაპიული რეჟიმის ადექვატურობის უფრო მნიშვნელოვანი მარკერია, ვიდრე სისხლში შაქრის ცირკადული დინამიკა.
  • აუტოანტისხეულები პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების მიმართ: ტესტი, რომელიც განასხვავებს ტიპ 1 დიაბეტს ტიპი 2 დიაბეტისგან.
  • კეტონები შარდში: კეტონები ცხიმის მეტაბოლიზმის პროდუქტია. დიაბეტის დროს ისინი სისხლში გროვდება, რადგან უჯრედები ვერ გამოიყენებენ გლუკოზას ენერგიის წყაროდ და იწყებენ მეტი ცხიმის დაშლას. შარდში კეტონები უფრო ხშირად ვლინდება ტიპი 1 დიაბეტის დროს.

ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტიკური ტესტები მოიცავს:

  • სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა
  • სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა უზმოზე
  • გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი: ეს ტესტი გამოიყენება ნაკლებად ხშირად, ვიდრე სხვები. მისი მიზანია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა ნახშირწყლებით დატვირთვამდე და მის შემდეგ.
  • გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1C)

გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტიკა

თქვენი ექიმი სავარაუდოდ შეაფასებს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკ- ფაქტორებს ორსულობის დასაწყისში:

თუ გესტაციური დიაბეტის მაღალი რისკის ქვეშ ხართ – მაგალითად, თუ ორსულობის დასაწყისში გაწუხებდათ სიმსუქნე, გქონდათ გესტაციური დიაბეტი წინა ორსულობის დროს, ან გყავთ დიაბეტით დაავადებული დედა, მამა, და-ძმა ან ბავშვი – ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ დიაბეტის დიაგნოსტიკური ტესტები თქვენი პირველი პრენატალური ვიზიტისას.

თუ გესტაციური დიაბეტის საშუალო რისკის ქვეშ ხართ, სავარაუდოდ გესტაციური დიაბეტის სკრინინგის ტესტი ჩაგიტარდებათ მეორე ტრიმესტრში – როგორც წესი, ორსულობის 24-დან 28 კვირამდე.

ექიმმა შეიძლება გამოიყენოს სკრინინგის შემდეგი ტესტები:

  • გლუკოზის ტესტი (1 საათიანი ინტერვალით): თუ სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გესტაციური დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ ხართ. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ შემდგომ ტესტს იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა გესტაციური დიაბეტი:
  • გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი.

მკურნალობა

დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია ჯანსაღი წონის შენარჩუნება ჯანსაღი დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მეშვეობით.

ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობა მოიცავს ინსულინის ინექციებს ან ინსულინის ტუმბოს გამოყენებას, სისხლში შაქრის დონის მუდმივ მონიტორინგს და მიღებული ნახშირწყლების რაოდენობის კონტროლს. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, ვისაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი, პანკრეასის გადანერგვა შეიძლება იყოს მკურნალობის ვარიანტი.

ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობა მოიცავს დიაბეტის საწინააღმდეგო მკურნალობის ტაბლეტირებულ ფორმას, ცხოვრების აქტიური სტილის, მირებული ნახშირწყლების და სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგს. საჭიროების მიხედვით ინსულინოთერაპიასაც.

პრედიაბეტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი  და კვების დარეგულირება საკმარისია   სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისთვის.

თუ გსურთ შაქრიანი დიაბეტის მონიტორინგი ან დიაბეტის განვითარების რისკის შეფასება და პრევენცია, ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ დიაბეტის პროფილურ კვლევებს: 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

 

რესურსები

https://www.cdc.gov/diabetes/basics/diabetes.html

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diabetes/diagnosis-treatment/drc-20371451

https://www.healthline.com/health/diabetes#prevention

https://www.synevo.bg/diabet/

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button