Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (მიალგიური ენცეფალომიელიტი) | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მიალგიური ენცეფალოპათია, ასევე ცნობილი, როგორც ქრონიკული დაღლილობის სინდრომი დამაუძლურებელი დაავადებაა და როგორც წესი ფიზიკური ან ფსიქო-ემოციური გამოფიტვის-გადაძაბვის შედეგია. დაავადებას ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, გულისრევა, რესპირატორული ინფექციის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. ყველა სოციალურ-ეთნიკურ-რასობრივ ჯგუფში გვხვდება, უპირატესად ქალებში. დაავადების სიმძიმე ცვალებადია. მძიმე შემთხვევებში, პაციენტების თითქმის 25% სახლს და საწოლსმიჯაჭვული ხდება.

დაავადება 70 წლის წინ იქნა აღწერილი. მდგომარეობას ხშირად, თუმცა არა ყოველთვის წინ უძღვის ინფექციური პროცესი, თუმცა დაავადების პათოგენეზი და განვითარების მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არაა. ადამიანებს ამ დიაგნოზით, სიმპტომების ფართო სპექტრი აღენიშნებათ საკმაოდ ხანგრძლივად.

პაციენტს უძნელდება ჩვეული ფიზიკური აქტივობის შესრულება. მძიმე შემთხვევაში შესაძლოა გაუჭირდეს ლოგინიდან ადგომაც.

გამომდინარე იქედან, რომ მდგომარეობის მიზეზი არაერთია, წლების მანძილზე შემუშავდა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, ძირითად სიმპტომებზე და კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. კრიტერიუმები ეფუძნება ახლად-გამოვლენილ მძიმე  დაღლილობას, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს.

ქრონიკული დაღლილობის განსხვავება სხვა მიზეზებით (მაგ სტერსით გამოწვეული გამოფიტვისგან, საკმაოდ ძნელია. პაციენტების საკმაოდ დიდ ნაწილს, რომლებიც ამ მდგომარეობით მიმართავენ სპეციალისტს, სხვადასხვა პათოლოგიები უდგინდებათ.

 

სიმპტომები

დაავადების გამოვლინება, ისევე როგორც სიმპტომების ინტენსივობა სხვადასხვა ადამიანში ინდივიდუალურია, ახასიათებს:

  • უკიდურესი გადაღლა ფიზიკური ან გონებრივი შრომის შემდეგ
  • მეხსიერების და აზროვნების პრობლემები
  • თავბრუხვევა, რომელიც ძლიერდება ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას.
  • კუნთების ან/და სახსრების ტკივილი
  • არასაკმარისი ძილი

სიმპტომებს პერიოდულად ემატება თავისა და ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება კისერსა და იღლიებში. ასევე დამახასიათებელია სინათლის, ხმების, საკვების, წამლების, არომატების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა.

 

მიზეზები

მიალგიური ენცეფალომიელიტის/ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია და  როგორც წესი, რამდენიმე ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგია.

  • გენეტიკა. არსებობს მდგომარეობის ოჯახური ფორმები
  • ინფექციები. დაავადება ხშირად იწყება ვირუსული ან ბაქტერიული დაავადებების შემდეგ
  • ფიზიკური ან ემოციური ტრავმა. ზოგიერთი პაციენტი დაავადების დაწყებას უკავშირებს გადატანილ ქირურგიულ ჩარევას, ან ფსიქო-ემოციურ სტრესს.

ზოგიერთი ქრონიკული დაავადება და მდგომარეობა, ქრინიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომოკომპლექსითაა შენიღბული, ესენია:

  • ანემია
  • აუტოიმუნური დაავადებები
  • სიმსივნეები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • კვებითი დარღვევები
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტები
  • ფიბრომიალგია
  • ჰორმონული დისბალანსი
  • ჰიპერ ან ჰიპოთირეოზი
  • წითელი მგლურა
  • ლაიმის დაავადება
  • მონონუკლეოზი
  • გაფანტული სკლეროზი
  • ძილის დარღვევები
  • მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა

 

რისკ-ფაქტორები

  • ასაკი. მიალგიური ენცეფალომიელიტი ანუ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ნებისმიერ ასაკში ვითარდება, თუმცა უფრო ხშირია საშუალო ასაკის ადაიმანებში
  • სქესი. დაავადება უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. თუმცა ამის მიზეზი ისიცაა, რომ ქალები უფრო ხშირად აფიქსირებენ ჩივილებს, ვიდრე მამაკაცები.
  • სხვა სამედიცინო პრობლემები. ადამინებში, რომლებსაც ანამნეზში ფიბრომიალგია, პოსტურული ორთოსტატიკული ტაქიკარდია და სხვა პათოლოგიები აღენიშნებათ, უფრო ხშირია ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

 

გართულებები

მიალგიური ენცეფალომიელიტს/ქრონიკული დაღლილობის სინდრომს სიმპტომების პერიოდული შემცირება-გაძლიერება ახასიათებს. ეს ხელს უშლის ადამიანებს რეგულარული რუტინის ჩამოყალიბებაში.

 

 

მითები და ფაქტები D ვიტამინზე 

 

 

 

 ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკისა და  მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს და პროფილურ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

 

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-fatigue-syndrome/diagnosis-treatment/drc-20360510

https://www.healthline.com/health/blood-test-for-chronic-fatigue-syndrome#blood-test

https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK570660/

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8307418/

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button