ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ბავშვის განვითარების ეტაპები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

 

ბავშვის განვითარება არის ის ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება.

ბავშვის განვითარება ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს:

  • მოტორული განვითარება გულისხმობს როგორც მსხვილი, ისე მცირე კალიბრის მოტორული (მოძრაობითი) უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია გარემოსტან ბავშვის ინტეგრაციისათვის. მოტორული უნარები განსაზღვრული ტანმიმდევრობით ვითარდება და კონკრეტული უნარი კონკრეტული ასაკის შესაბამისია (მაგ: ცოცვა, სიარული, ფანქრის დაჭერის უნარი, წერის უნარი და სხვა).
  • კოგნიტური განვითარება მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მოიცავს ბავშვის აზროვნების, მეტყველების, დასწავლის, პრობლემის გადაწყვეტის და სხვა უნარების განვითარებას.
  • ენა და კომუნიკაცია. გარესამყაროსთან, დედასთან და სხვა ადამიანებტან ურთიერთობა ხორციელდება არამარტო ენის და მეტყველების, არამედ კომუნიკაციის სხვა გზების მეშვეობითაც, როგორიცაა: ჟესტიკულაცია, თვალების მოძრაობა, სახის მიმიკა – რაც ბავშვის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
  • სოციალური და ემოციური უნარების განვითარეით ბავშვი სწავლობს თავისი ემოციებისა და გარემოზე რეაგირების კონტროლს.

ბავშვის განვითარების პროცესის მეთვალყურეობა აუცილებელია – პრობლემის დროული გამოვლენის და აღმოფხვრისათვის.

 

ბავშვის განვითარების ეტაპები

ბავშვის განვითარების ეტაპები არის ქცევების შეფასება, რომლებსაც სპეციალისტები იყენებენ როგორც ნიშნულებს – განვითარების დონის შესაფასებლად. ზოგადად, ყველა ბავშვი თავისი ტემპით ვითარდება, თუმცა, სპეციალისტთა მიერ დადგენილი ნორმები ეფუძნება იმ უნარებს, რასაც უნდა ასრულებდეს ბავშვი კონკრეტულ ასაკში.

 ბავშვის განვითარება როგორც წესი 5 ეტაპადაა დაყოფილი:

  • ჩვილობის პერიოდი (დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში)
  • ადრეული ბავშვობის პერიოდი (1-დან 3 წლამდე)
  • სკოლამდელი ასაკის პერიოდი (3-5 წლის ასკი)
  • გვიანი ბავშვობის (სკოლი) პერიოდი (5-დან 12 წლამდე)
  • მოზარდობის პერიოდი (12-დან 18 წლამდე)

 

უნარები ასაკის მიხედვით

ბავშვის უნარები თანდათან იზრდება, ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით ერთი წლის ასაკის  შემდეგ. განვითარების ყოველი შემდგომი ეტაპი ეფუძნება წინა ეტაპზე შეძენილ უნარებს.

 

15 თვის ასაკი

ამ ასაკში ბავშვების უმეტესობას შეუძლია:

  • დგომა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა
  • საკვების და სხვა ნივთების აღება ხელით
  • ტაშის დაკვრა სიხარულის გამოსახატად
  • საგნების თითით ჩვენება
  • სიყვარულის გამოხატვა ჩახუტებით და კოცნით
  • სხვა ბავშვების/უფროსების ქცევის გამეორება
  • 2 სიტყვიანი წინადადების თქმა (შესაძლოა სიტყვის წარმოქთქმის დამახინჯებით)
  • სიტყვის დასახელებით საგნის ცნობა (მაგ: სიტყვა”ბურთის” წარმოთქმისას იხედება ბურთისკენ, ან იშვერს თითს)
  • მარტივი მითითებების შესრულება, მაგ: დასახელებული ნივთის მიწოდება დედისთვის და სხვა.
  • დახმარების თხოვნა: სიტყვის დასახელებით ან სასურველი საგნისკენ თითის გაშვერით
  • საგნების დანიშნულებისამებრ გამოყენება, როგორიცაა: ფინჯანი, წიგნი, ნიჩაბი და სხვა.

 

18 თვის ასაკი

  • დადის ხელის მოკიდების ან საგნებზე დაყრდნობის გარეშე
  • მონაწილეობს ჩვეული მოქმედებების შესრულებაში. მაგალითად: გიშვერთ ხელებს ტანსაცმლის ჩაცმის დროს.
  • საკვებს მიირთმევს კოვზით (და არა თითებით), დამოუკიდებლად ცდილობს ფინჯნიდან დალევას (ზოგჯერ ღვრის ნაწილობრივ)
  • დახმარების გარეშე ადის და ჩამოდის სავარძლიდან
  • იწყებს გარემოს შესწავლას – ცდილობს მცირე მანძილით დაშორდეს დედას თუმცა ხშირად ამოწმებს მის სიახლოვეს
  • წიგნის კითხვის დრო ხანგრძლივდება – ისმენს მშობლის მიერ წაკითხულ რამდენიმე ფურცელს
  • იმეორებს ზრდასრულების მარტივ მოქმედებებს, როგორიცაა მაგიდის გადაწმენდა, იატაკის დაგვა
  • “დედას” და “მამას” გარდა იცის მინიმუმ 3 სიტყვა. შეუძლია მარტივი სიტყვიერი ინსტრუქციის შესრულება

 

2 წლის ასაკი

  • ერთდროულად იყენებს ორივე ხელს. მაგალითად: შეუძლია ნივთი ეკავოს ერთი ხელით და მეორეთი გახსნას ის
  • შეუძლია ემოციების აღქმა, როდესაც ვინმე გაბრაზებული ან ნაწყენია
  • აკვირდება სახის გამომეტყველებას, რათა გაიგოს მის ქმედებაზე რეაქცია
  • გამოხატავს საკუტარ აზრს – 2-სიტყვიანი წინადადებით
  • სწორად მიუთითებს თქვენს მიერ დასახელებულ სხეულის ნაწილებზე (ხელი, ფეხი, ცხვირი და სხვა); მიუთითენს საგანზე ან ნახატზე როდესაც თხოვთ მის ჩვენებას
  • იყენებს რთულ ჟესტებს – გარდა ხელის დაქნევის ან თითის გაშვერისა, შეუძლია თავის მოძრაობა დატანხმება/არდათანხმების გამოსახატად, კოცნის გაგზავნა და სხვა.  
  • იყენებს ღილაკებს მოწყობილობაზე ან თამაშობს ერთდროულად რამდენიმე სათამაშოთი
  • დამოუკიდებლად იყენებს კოვზს
  • დარბის, აგორებს ბურთს, ადის კიბეზე – მხოლოდ ფეხების მონაწილეობით, დახრის და ხელით დაყრდნობის გარეშე

 

2,5 წლის ასაკი

  • თამაშობს სხვა ბავშვების გვერდით ან მათთან ერთად
  • ასრულებს მარტივი სიტყვებით გამოხატულ ინსტრუქციას, მაგალითად: “გაიხეხე კბილები, თმა დაივარცხნე, დაძინების დროა და სხვა.
  • ლექსიკონი მოიცავს სულ მცირე 50 სიტყვას. შეუძლია მარტივი წინადადების წარმოთქმა. ასახელებს მინიმუმ 1 ფერს.
  • თამაშობს წარმოსახვით თამაშებს. მაგალითად: კუბიკი საკვებია, რომელსაც სთავაზობს თოჯინას
  • დამოუკიდებლად ატრიალებს კარის სახელურს, ხსნის ქილის თავსახურს და შეუძლია წიგნის თითო ფურცლის გადაფურცვლა
  • ცდილობს საკითხის გადაჭრას. მაგალითად იყენებს სკამს სიმაღლეზე მოტავსებული ნივთის ასაღებად
  • შეუძლია სიმაღლიდან გადმოხტეს ორივე ფეხით
  • დამოუკიდებლად შეუძლია ზედატანის გახდა

 

3 წლის ასაკი

  • უმკლავდება განშორების ემოციებს, მშვიდდება დაახლოებით 10 წუთში (დედასტან განშორების, ან სათამაშო მოედნის დატოვების შემდეგ)
  • ინიციატივას იჩენს სხვა ბავშვებთან სათამაშოდ
  • აფართოებს სიტყვათა მარაგს, სვამს კითხვებს, იყენებს მოქმედების გამომხატველ სიტყვებს ნახატზე მოცემული სურათის აღსაწერად  
  • გამართულად ასახელებს თავის ასაკს და ვინაობას, როდესაც ეკითხებიან
  • იგებს და ასრულებს გაფრთხილებებს. მაგალითად – არ შეეხოს ცხელ ზედაპირს, არ გადაიწიოს აივნიდან და სხვა.
  • იყენებს ჩანგალს
  • ცდილობს დამოუკიდებლად ჩაიცვას – ფართო შარვალი ან სვიტერი

 

4 წლის ასაკი

  • თამაშისას ასახიერებს ცხოველს ან  სხვა ადამიანს
  • ცდილობს დაამშვიდოს სხვა ბავშვი, მაგალითად ტირილის ან მოწყენილობისას
  • შეუძლია მოიქცეს ადგილის შესაფერისად (მაგ: ბიბლიოთეკაში და სათამაშო მოედანზე განსხვავებულად იქცევა)
  • შეუძლია საფრთხის იდენტიფიცირება და თავიდან აცილების მცდელობა (მაგალიტად: არ იხტუნაოს სიმაღლეზე განლაგებულ ადგილზე, თუ არ არის დამცავი მოაჯირი)
  • ცდილობს გაუწიოს დახმარება დედას, მამას და სხვა
  • შეუძლია 4 და მეტი სიტყვისგან შემდგარი წინადადების წარმოთქმა, სიმრერიდან ან მოთხრობიდან ფრაზის გამეორება. ყვება თუ რას აკეთებდა დღის განმავლობაში
  • შეუძლია მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგ: “რისტვისაა ფეხსაცმელი?”
  • შეუძლია სხვადასხვა საგნების ფერების დასახელება
  • ხატავს ადამიანებს მეტი დეტალით (თავი, კიდურები, ტანსაცმელი, სხვა ნივთები)
  • შეუძლია დიდი ზომის ბურთის დაჭერა  ჰაერში
  • ხსნის ღილებს. გამართულად უკავია ფანქრები და სხვა ნივთები

 

5 წლის ასაკი

  • ემორჩილება თამაშის წესებს, ან ელოდება თამაშში თავის რიგს
  • ცდილობს დაეხმაროს დედას მარტივ საოჯახო საქმეებში, როგორიცაა: მაგიდის გადაწმენდა, თეთრეულის დახარისხება
  • დეტალურად ყვება ისტორიას
  • ითვლის 10-მდე, შეუძლია იმ სიტყვების აღქმა, რომლებიც განსაზღვრავს დროს: გუშინ, დღეს, ხვალ
  • შეუძლია კონცენტრირდეს ერთსა და იმავე საკითხზე 5-10 წუთის განმავლობაში
  • შეუძლია ზოგიერთი ასოს ცნოცბა ანბანში ან საკუთარი სახელის შემადგენელი ასოების ამოცნობა
  • ხსნის და კრავს ღილებს
  • დახტის ერთ ფეხზე

რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი ასაკის შესაბამის ამა თუ იმ აქტივობას ვერ ასრულებს?

თუ თქვენი ბავშვი ვერ ასრულებს ზოგიერთი აქტივობას, რომელიც მისი ასაკისთვისაა დამახასიათებელი, ეს შესაძლოა სრულიად ნორმალური იყოს.  ბავშვები  სხვადასხვა ტემპით ვითარდებიან – ესა თუ ის უნარი ზოგს ადრე უვითარდება, ზოგს კი მოგვიანებით. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში ბავშვების მონაცემებიც განსხვავებულია (მაგ ხატვის, ასოების გარჩევის უნარი და სხვა).

მნიშვნელოვანია პროცესზე  დაკვირვება დროის განმავლობაში – უნარები ხშირად თანდათან პროგრესირებს.

მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და პრაქტიკა – მიეცით ბავშვს შესაძლებლობა სცადოს აქტივობები მხიარულ და სტრესის გარეშე გარემოში, მაგალითად, წარმოსახვითი თამაში ან ფორმების ხატვა.

ძლიერი მხარეების წახალისება – ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე, რასაც ბავშვი კარგად აკეთებს; ეს ზრდის თავდაჯერებულობას და ხელს უწყობს სხვა უნარების განვითარებას.

საჭიროების შემთხვევაში  კონსულტაცია სპეციალისტთან– თუ ბავშვის უნარები მთლიანობაში ჩამორჩება ასაკობრივ ნორმებს, აუცილებელია პედიტრთან შემდგომ კი სპეციალისტთან ვიზიტი, რათა ზუსტად შეფასდეს მიმდინარე მდგომარეობა და განისაზღვროს საჭიროებები განვითარებისათვის.

 

https://my.clevelandclinic.org/health/articles/21559-child-development

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button