ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ბერკიტის ლიმფომა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ბერკიტის ლიმფომა

ბერკიტის ლიმფომა B ლიმფოციტური უჯრედებიდან წარმოქმნილი  იშვიათი, სწრაფად მზარდი სიმსივნეა. განეკუთვნება არა-ჰოჯკინის ტიპის ლიმფომებს.  ის უპირატესად ვითარდება ბავშვებში და იშვიათად ახალგაზრდა ზრდასრულებში. დაავადების სიმპტომები მოულოდნელად იწყება და მდგომარეობა სწრაფად მძიმდება.

პროცესი იწყება მუცლის და მენჯის ღრუების ლიმფურ კვანძებში, თუმცა პროცესი შესაძლოა გავრცელდეს:

  • ძვლის ტვინში
  • გასტროინტესტინურ ტრაქტში
  • ძვლებში
  • ელენთაში
  • ხორხში
  • ტონზილებში

რადგანაც სიმსივნე ძალიან სწრაფად პროგრესირებს, ბერკიტის ლიმფომა ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ შედეგებს იძლევა. მკურნალობის დროული დაწყებისას ადამიანები გადადიან ხანგრძლივ რემისიაში.

ბერკიტის ლიმფომის ტიპები

  • ენდემური – ყველაზე ხშირია აფრიკის რეგიონში და ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირებასთანაა კავშირში
  • სპორადული – ფართოდაა გავრცელებული ყველგან, განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ის შეადგენს ბავშვობის არა-ჰოჯკინის ლიმფომების შემთხვევათა 40%-ს.
  • იმუნოდეფიციტთან ასოცირებული – უვითარდებათ იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულ და სხვა იმუნოკომპრემეტირებულ ადამიანებს.

რამდენად ხშირია ბერკიტის ლიმფომა?

აშშ-ში ბერკიტის ლიმფომა აზიანებს 1 მილიონიდან 4 ბავშვს, რომელთა ასაკი არ აღემატება 16 წელს. ბავშვების ინფიცირების სიხშირე ყველაზე მაღალია 12-13 წლის ასაკში.

 

ბერკიტის ლიმფომის სიმპტომები

სიმპტომები ვლინდება მოულოდნელად

  • მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
  • ცხელება, სისუსტე, ღამის ოფლიანობა
  • მადის დაქვეითება და  წონის უმიზეზო კლება
  • ლიმფური კვანძების შეშუპება

დაავადების სიმპტომები შესაძლოა ბანალური ინფექციის სურათს გავს, თუმცა სწრაფი პროგრესირება და სიმსივნის ზომაში ზრდა ბადებს ეჭვს ლიმფომაზე.

 

ბერკიტის ლიმფომის მიზეზები

ბერკიტის ლიმფომის განვითარების დაზუსტებული მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა კვლევებით დადგენილია, რომ დაავადება დაკავშირებულია MYC გენის ცვლილებეთან (ვარიაციებთან). აღნიშნული გენი აკონტროლებს უჯრედის ზრდას. გენში მომხდარი ტრანსლოკაციები (მუტაციის ტიპი გენის მონაკვეთების გადანაცვლებით) იწვევს უჯრედის ზრდის პროცესების გააქტივებას. დადგენილია, რომ ბერკიტის ლიმფომის მქონე ზოგიერთ ადამიანს ასევე აღენიშნება  ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირება, თუმცა ვირუსით ინფიცირებულ ყველა ადამიანს არ უვითარდება ლიმფომა.

გართულებები

  • სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება
  • სიმსივნის დაშლის სინდრომი
  • იმუნური სისტემის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება

 

ბერკიტის ლიმფომის დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ხშირად იწყება ლიმფური კვანძების ბიოფსიით და ბიოპტატის მორფოლოგიური შესწავლით. ასევე ტარდება:

 

  • გულმკერდის, მუცლის და მენჯის ღრუს კტ კვლევა
  • პოზიტრონულ-ემისიური სკანირება  – სიმსივნური უბნების შესწავლისთვის
  • ძვლის ტვინის ბიოფსია
  • ლუმბური პუნქცია – თავ-ზურგტვინის სითხის შესწავლით
  • ბერკიტის ლიმფომის მქონე პაციენტებში ეპშტეინ ბარის ვირუსის დნმ-ის გამოვლენას პჯრ მეთოდით ხშირად სადიაგნოსტიკო ღირებულება გააჩნია.

დაავადება 4 სტადიას მოიცავს და შორს წასულ შემთხვევებში ვლინდება  სხვადასხვა რეგიონის ლიმფური კვანძების და ორგანოების დაზიანება.

 

ბერკიტის ლიმფომის მკურნალობა მოიცავს:

  • ქიმიოთერაპიას
  • იმუნოთერაპიას
  • რადიაციულ თერაპიას
  • ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას
  • სიმსივნის ქირურგიულ მოცილებას

 

როდის მივმართოთ ექიმს?

  • თუ ბავშვს/მოზრდილს აღენიშნება ტკივილი გულმკერდში და სუნთქვის უკმარისობა
  • ცხელება 38°C და მეტი
  • ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენა
  • მუდმივი ტკივილი
  • ფერმკრთალი, ადვილად დაზიანებადი კანი.

 

მკურნალობის გამოსავალი

მიუხედავად ლიმფომის აგრესიული მიმდინარეობისა, დროული დიაგნოსტიკის პირობებშია დაავადებულთა უმეტესობა კარგად რეაგირებს მკურნალობაზე.

 

 

ბერკიტის ლიმფომის სადიაგნოსტიკოდ, ასევე გართულებების მონიტორინგისა და პროგნოზირებისათვის, “სინევო” გთავაზობთ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22777-burkitt-lymphoma

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button