Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ავიტამინოზები | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ვიტამინები ორგანული ნაერთებია, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. ისინი ორგანიზმში არ სინთეზდება, ამიტომ აუცილებელია გარეგანი წყაროებით მიწოდება. ზოგიერთი ვიტამინი ფუნქციონირებს როგორც კოენზიმი (ფერმენტის კატალიზატორი), ზოგიერთი როგორც ჰორმონი. მათი დეფიციტი ქმნის გარკვეულ პათოლოგიურ მდგომარეობებს  – ავიტამინოზებს.

ავიტამინოზების და ინფექციური პროცესების შესწავლა ყოველთვის  ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.  ორივე საკითხი მნიშვნელოვანი ყურადღების ქვეშ მოექცა მე-19 საუკუნის ბოლოს. ეპიდემიოლოგიის ისტორიაში ინფექციური დაავადებები და ავიტამინოზები თითქმის ყოველთვის ეპიდემიურ ხასიათს ატარებდა და რადგან მათი გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია, იმ დროისათვის ეს დიდ დაბნეულობას იწვევდა. ამგვარად, ბერიბერი (B1 ავიტამინოზი), პელაგრა (B2 ავიტამინოზი) და სურავანდი (С ავიტამინოზი) – შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული დაავადებები, ინფექციურ პათოლოგიებად იყო  მიჩნეული.

 

ვიტამინები იყოფა ორ ჯგუფად: ცხიმში ხსნად (A,D,E,K) და წყალში ხსნად (B,C) ვიტამინებად.

 

A ვიტამინი – რეტინოლი და მისი დერივატები ჩართულია B და T ჰელპერი ლიმფოციტების მომწიფების, უჯრედის დიფერენციაციის და აპოპტოზის პროცესებში და მხედველობის მოლეკულურ მექანიზმებში. კაროტინები ვიტამინ A-ს წინამორბედებია,

D ვიტამინი ანუ კალციფეროლი სტეროლის წარმოებულია და მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმის წონასწორობის შენარჩუნებაში და ფოსფატების ბალანსში.

E ვიტამინი ანუ ტოკოფეროლი ფუნქციონირებს როგორც ანტიოქსიდანტი.

K ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების ზოგიერთი ფაქტორის სინთეზში.

B ვიტამინები – რამდენიმე ვიტამინის კომპლექსითაა წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს: თიამინს (B1), რიბოფლავინს (B2), პანტოთენის მჟავას (B5), პირიდოქსინს (B6), ბიოტინს (B7 ანუ H), ფოლის მჟავას (B9) და კობალამინს (B12).

ყველა ეს ვიტამინი ასრულებს კოენზიმის ფუნქციას და ფერმენტულ პროცესებშია ჩართული, სხვადასხვა მეტაბოლურ გზებში.

C ვიტამინი ანუ ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვანი აგენტია რომელიც ჩართულია ოქსიდაციის (ჟანგვის) საწინააღმდეგო პროცესებში, კოლაგენის და კატექოლამინების სინთეზში, Fe3 +-ის  Fe-მდე აღდგენაში რაც აუცილებელია ნაწლავიდან რკინის შეწოვისათვის.

ტერმინი ავიტამინოზი ვიტამინების ნაკლებობას აღნიშნავს, რაც საჭირო ნივთიერებების დეფიციტითაა გამოწვეული და არაერთი პათოლოგიის მიზეზია.

საკვები ნივთიერებების დეფიციტი თანდათანობით ვითარდება და ამოცნობა ზოგჯერ საკმაოდ რთულია. ავიტამინოზები ზოგადი ნიშნებით იწყება, როგორიცაა საერთო სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, გაბრუება, ძილის დარღვევები, კუნთების ტკივილი და სხვა. ყველა ეს სიმტომი ხშირად ჩვენს გადატვირთულ ცხოვრების რეჟიმითაც აიხსნება და სპეციფიკური სიმპტომების ჩამოყალიბებამდე, პრაქტიკულად შეუჩნეველი რჩება მდგომარეობის განვითარების ჭეშმარიტი მიზეზი.

 

სიმპტომები

  1. სისუსტე

ვიტამინების დეფიციტების უმეტესობის დროს აღინიშნება  ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა. ეს ძირითადად განპირობებულია სისხლის წითელი უჯრედების სინთეზის პროცესების დარღვევით. ეს გამოწვეულია უხშირესად  B12 და რკინა დეფიციტით, რაც   არღვევს ერითროციტების მიერ ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესებს და იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს.

 

  1. თმის პრობლემები

მსხვრევადი თმა და ფრჩხილები B7 ვიტამინის, ანუ ბიოტინის დეფიციტის სიმპტომი შეიძლება იყოს. B7 ვიტამინი მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესებში, ისევე, როგორც B ჯგუფის  სხვა ვიტამინები.

გარდა ამისა, თმის ცვენას იწვევს B3 და D ვიტამინების  დეფიციტი

B3 ვიტამინი ანუ ნიაცინი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფატების დონის შენარჩუნებას, რაც აუცილებელია ძვლების, კვილების და კუნთების ჯანმრთელობისთვისაც.

 

  1. წყლულები ტუჩის კუთხეებში

წყლულები ტუჩის კუთხეებში ხშირად უკავშირდება B ჯგუფის ვიტამინების –  B1, B2, B6, B12 და ასევე რკინის დეფიციტს.

B1 ვიტამინი ანუ თიამინი ასევე მონაწილეობს საკვერბიდან ენერგიის წარმოქმნის პროცესებში და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში

B2 ვიტამინი ანუ რიბოფლავინი უზრუნველყოფს კანის, თვალების, ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში და ენერგიის წარმოქმნის პროცესებში.

B6 ვიტამინი ანუ პირიდოქსინი მონაწილეობს ენერგიის შენახვის პროცესებში და ასევე ჰემოგლობინისა და ერითროციტების სინთეზში.

 

ბავშვთა ასაკში ავიტამინოზების ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • D ვიტამინის დეფიციტი – ძვლოვანი სისტემის პათოლოგიებით თანხლებული
  • B12 ვიტამინის დეფიციტი და მასთან ასოცირებული ანემია
  • A ვიტამინის დეფიციტი – რაც ზრდის ინფექციური პროცესების რისკს, აფერხებს ძვლის ზრდას.

 

 

D ვიტამინის დეფიციტი

D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის ათვისებაში, სისხლის შედედების პროცესებში და იმუნურ პროცესებში. ორგანიზმში ის სტეროიდული ჰორმონის მსგავსად მოქმედებს.

ზაფხულის თვეებში მზის ინსოლაცია გვეხმარება ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნაში, თუმცა ზამთრის თვეებში საჭირო ხდება მისი რეგულირება  დანამატის ან საკვების მეშვეობით.

D ვიტამინის დეფიციტი სერიოზულ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და თვით სიმსივნური პროცესების განვიტარების რისკსაც კი ზრდის.

დეფიციტის ნიშნები ხშირად შენიღბულია და თანდატანობით ვლინდება თვეებისა თუ წლების განმავლობაში.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია: ძვლის მინერალიზაციის დარღვევა, სპონტანური მოტეხილობებსადმი მიდრეკილება.  კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, დეპრესიული გუნებ-განწყობა, შეკრულობა. დეფიციტის ხარისხი მატულობს ასაკთან ერთად. D ვიტამინის დეფიციტი აბვშვებში ხშირად ზრდის შეფერხების მიზეზია.

 

C ვიტამინის დეფიციტი

C ვიტამინი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტებისგან. ის უზრუნველყოფს კანის, ხრტილების, ძვლების და კბილების ზრდისა და განახლების პროცესებს. მისი დეფიციტი  დეფიციტი ანუ სურავანდი (სკორბუტი ლათ) ხშირად სოციოეკონომიკური საკითხებითაა განპირობებული. დეფიციტის ტიპური სიმპტომებია გაუხეშებული თმა, სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვანის ანთება სისხლდენით. სურავანდი შექცევადი პროცესია, ადვილად იკურნება საკვებ რაციონში C ვიტამინის დამატებით.

 

A ვიტამინის დეფიციტი

როგორც აღვნიშნეთ A ვიტამინი ცხიმში ცსნადი ვიტამინია, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია უჯრედის მემბრანების ფუნქციონირებაში და მხედველობის პროცესში. ადამიანების დიდი ნაწილი საკმარისზე მეტს ირებს ამ ვიტამინს და დეფიციტის პრობლემაც არ არსებობს. თუმცა, A ვიტამინის დეფიციტი მნიშვნელოვანი საკითხია ბევრ განვითარებად ქვეყანაში.

A ვიტამინის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს მხედველობის როგორც დროებითი, ისე მუდმივი მოშლა. ის ერთერთია  სრული სიბრმავის გამომწვევ მიზეზებს შორის.

დეფიციტი ასევე თრგუნავს იმუნურ სისტემას, რაც ზრდის სხვადასხვა მიზეზით სიკვდილიანობას განსაკუთრებით ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.

 

B12 ვიტამინის დეფიციტი

ციანკობალამინი აუცილებელი კომპონენტია სისხლის წითელი უჯრედების და ნერვულ სისტემაში ნეიროტრანსმიტერების წარმოსაქმნელად.

მისი დეფიციტი იწვევს B12 დეფიციტურ ანემიას, სისუსტეს, კოორდინაციის გაზნელებას, მეხსიერების დარღვევევბს,  ენის წვას, დეპრესიას და მგრძნობელობით დარღვევებს კიდურებში (დაბუჟება, ჭიანჭველების დარბენის შეგრძნება და სხვა). ის ცხოველურ საკვებში მოიპოვება, ამიტომ ვეგეტარიანული და ვეგანური კვებითი ჩვევების მქონე ადამიანებში, ასევე ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ პერიოდებში –  მაღალია მისი დეფიციტის განვითარების რისკი.

მნიშვნელოვანი დარღვევა რაც B12 ვიტამინის დეფიციტს ახლავს არის მეგალობლასტური ანემია და ჰომოცისტეინემია. ჰომოცისტეინის მომატებული კონცენტრაცია სისხლში ზრდის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების ალბათობას.

 

B6 ვიტამინის დეფიციტი

პირიდოქსინი მონაწილეობს ნერვული სისტემის განვითარების პროცესში განსაკუთრებით მუცლად ყოფნისას და სიცოცხლის პირველ წლებში.

თირკმლისა და ნაწლავების სხვადასხვა დაავადებებს ხშირად  ახლავს B6 ვიტამინის დეფიციტი.

 

ფოლიუმის მჟავის (B9 ვიტამინის) დეფიციტი

მნიშვნელოვანი კომპონენტია ყველა ორსულისა და მცირეწლოვანი ბავშვის კვებით რაციონში.

ფოლიუმის მჟავა ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების, განსაკუთრებით ნერვული ლულიდან განვითარებული სტრუქტურების – თავისა და ზურგის ტვინის დეფექტების  განვითარების რისკს.

ფოლიუმის მჟავა ასევე მონაწილეობს უჯრედების წარმოქმნის პროცესში და მისი დეფიციტი იწვევს სისხლისა და ნერვული უჯრედების რაოდენობრივ შემცირებასა და დეფექტებს მუცლად მყოფ ნაყოფში.

ფოლიუმის დეფიციტის სიმპტომები მოიცავს: საერთო სისუსტეს, გაღიზიანებადობას, დიარეას, ზრდის შეფერხებას, ლორწოვანების და ენის პათოლოგიებს.

 

 

 

 

 ვიტამინების დეფიციტის მიზეზი უამრავია:

  • ალკოჰოლის მოხმარება
  • ძუძუთი კვება
  • სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები
  • კვებითი დარღვევა
  • დიაბეტი~
  • მალაბსორბციის სინდრომი
  • კუჭის ბარიატრიული ოპერაცია
  • რკინის პრეპარატების გადაჭარბებული მიღება
  • კვებითი ალერგიები
  • ჰემოდიალიზი
  • მკაცრად შეზღუდული დიეტა
  • განვითარებითი და მენტალური პრობლემები

 

 

ავიტამინოზების დიაგნოსტიკა

ავიტამინოზების დიაგნოსტიკის პირველი საფეხური კლინიკურ გამოვლინებებზე დაკვირვებაა, როგორიცაა: კანის სიმშრალე, თმის ცვენა, წყლულები ტუჩების კუთხეებთან, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, სისუსტე და სხვა. აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, რათა მან ობიექტური და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დასვას დიაგნოზი და მისცეს პაციენტს შესაბამისი  რეკომენდაციები.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ეჭვობთ, რომ ამა თუ იმ ვიტამინისა თუ  ნუტრიენტის დეფიციტი გაქვთ, მიმართეთ ექიმს. ლაბორატორიული კვლევები გამოავლენს დეფიციტს.

 

 

 

მითები და ფაქტები D ვიტამინზე 

 

 

 

 ვიტამინების დეფიციტის დიაგნოსტიკისა და  მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

 

 

https://www.medicinenet.com/what_are_the_most_common_vitamin_deficiencies/article.htm

https://www.sciencedirect.com/topics/biochemistry-genetics-and-molecular-biology/avitaminosis

https://www.health.harvard.edu/nutrition/the-truth-about-nutrient-deficiencies

https://www.everydayhealth.com/hs/guide-to-essential-nutrients/common-nutrient-deficiencies/

https://www.medicinenet.com/what_are_the_most_common_vitamin_deficiencies/article.htm

https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK493187/

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button