რატომ მწვავდება აკნე ზაფხულში?
თუ აკნე გაწუხებთ შეამჩნევდით, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა ზაფხულში გამონაყარის ინტენსივობა მატულობს
კავშირი ზაფხულის ცხელ პერიოდსა და აკნეს ინტენსივობას შორის კლინიკური კვლევებითაც დასტურდება
კანის დამატენიანებლების და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება ზაფხულში შესაძლოა სარგებელთან ერთად საფრთხის მომტანიც აღმოჩნდეს.
როდესაც ეს საშუალებები ერევა კანის ზედაპირზე არსებულ ოფლს, ცხიმს და სხვა დამაბინძურებელ ფაქტორებს, ახშობს კანის ფორებს და იწვევს ან ამწვავებს აკნეს.
რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია, იმისათვის რომ თავი დავიზღვიოთ ზაფხულში აკნეს განვითარების, ან გამწვავებისგან:
– კანის შესაშრობად გამოიყენეთ ნატურალური, სუფთა ქსოვილი
– პირსახოცები, ქუდები, ყელსახვევები – გარეცხეთ გამოყენებისთანავე
– სახის მოვლისთვის გამოიყენეთ არაკომედონოგენური (მუწუკების წარმოქმნის ხელშემშლელი) პროდუქცია
– სწორად შეარჩიეთ სახის გამწმენდი საშუალებები
– მოერიდეთ ზაფხულში ცხიმიან კრემებს და ლოსიონებს
– გამოიყენეთ წყლის ბაზაზე დამზადებული მზისგან დამცავი საშუალებები
– დაიცავით კანის ჰიგიენა
– ერიდეთ დეკორატიული კოსმეტიკის ინტენსიურ გამოყენებას ზაფხულში
– ერიდეთ გამონაყარის ერთეულებთან ხელით კონტაქტს
– საჭიროებისას დროულად მიმართეთ სპეციალისტს
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი