რას ვერ ვამჩნევთ? – ძუძუს კიბოს ადრეული ნიშნები
ძუძუს კიბოს შესახებ საუბრისას ხშირად მხოლოდ კვანძზე ვფიქრობთ, თუმცა დაავადების ადრეული ნიშნები ყოველთვის აშკარა არ არის. ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩება მცირე ცვლილებები, რომლებიც ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს:
- დვრილის დეფორმაცია ან მისი ფორმის მოულოდნელი ცვლილება
- მკერდის კანის დანაოჭება, ჩაღრმავება ან „ფორთოხლის ქერქის“ მსგავსი იერი
- სიწითლე ან კანის გასქელება, რომელიც არ ქრება
- ერთი მკერდის ზომის ან ფორმის შესამჩნევი ცვლილება
- დვრილიდან გამონადენი, განსაკუთრებით თუ ის სისხლიანია ან მხოლოდ ერთი მხრიდან აღინიშნება
- იღლიის არეში გადიდებული ლიმფური კვანძი, მაშინაც კი, როცა თავად მკერდში ცვლილება არ არის შესამჩნევი
ეს სიმპტომები ყოველთვის არ მიუთითებს ძუძუს კიბოზე, თუმცა მათი იგნორირება არ შეიძლება. კიბოს ადრეული აღმოჩენა ზრდის ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას.
ძუძუს თვითგასინჯვის და ვიზუალური დათვალიერების ინსტრუქციას გაეცანით ბმულზე 
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი
