მინერალების დეფიციტი – როდისაა კვლევა საჭირო?
მინერალები აუცილებელი ელემენტებია, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისთვისაა საჭირო და ჩვეულებრივ არ წარმოქმნის ორგანულ ნაერთებს (ნახშირბადი, წყალბადი, აზოტი და ჟანგბადი მონაწილეობს ორგანული ნაერთების შექმნაში).
სარჩევი
მინერალები ვიტამინებისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება და აუცილებელია, საკვებით მათი საკმარისი რაოდენობით მიღება.
მინერალები კლასიფიცირდება სამ ძირითად ჯგუფად:
- ძირითადი მინერალები – მაკროელემენტები (დღიური მოთხოვნილება მინიმუმ 100 მგ),
- მიკროელემენტები (დღიური მოთხოვნილება 100 მგ-ზე ნაკლები),
- ულტრამიკროელემენტები (დღიური მოთხოვნილება 1 მიკროგრამი ან ნაკლები)
მინერალები მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პროცესების განხორციელებაში მონაწილეობს, როგორებიცაა:
- ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნება
- ნერვ-კუნთოვანი გამტარობა და უჯრედის აგზნების ფუნქციის განხორციელება
- მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების გააქტიურება (კოფაქტორის და სხვა აქტივატორების სახით)
- ცილის სინთეზი და სტრუქტურის სტაბილიზაცია
- ძვლოვანი სტრუქტურების წარმოქმნა და სხვა
მნიშვნელოვანია ურთიერთკავშირი მინერალებსა და ვიტამინებს შორის: მაგალითად ძვლოვანი ქსოვილის მტკიცე სტრუქტურის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია როგორც D ვიტამინის, ისე კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, თუთიის, ფტორის, ქლორის, მანგანუმის, სპილენძისა და გოგირდის საკამრისი ოდენობით არსებობა ორგანიზმში. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის დეფიციტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ძვლოვანი სტრუქტურების სიმტკიცეზე.
მინერალებიგავლენას ახდენს ნაწლავის შეწოვის უნარზეც. მაგალითად, რკინის მაღალი კონცენტრრაციით მიღება შეიძლება ამცირებდეს თუთიის შეწოვას, ხოლო თუთიის მაღალი კონცენტრაცია ხშირად იწვევს სპილენძის დეფიციტს. დაბალანსებული კვება გულისხმობს ყველა აუცილებელი მინერალის მიღებას სწორი რაოდენობითა და თანაფარდობით.
მინერალების ფუნქციები
მაკრომინერალები
მაგნიუმი
არეგულირებს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციას — ხელს უწყობს ნერვების, კუნთების ფუნქციონირებას, გუნებ-განწყობისა და ძილის რეგულაციას.
დეფიციტის შესაძლო ნიშნები:
• კუნთების კრუნჩხვები ან კანკალი
• შფოთვა ან გაღიზიანება
• უძილობა
• ყაბზობა
კალციუმი
აყალიბებს ძლიერ ძვლებსა და კბილებს; მონაწილეობს კუნთების შეკუმშვასა და ნერვული იმპულსების გადაცემაში.
დეფიციტის ნიშნები:
• კუნთების სპაზმები ან დაბუჟება
• მტვრევადი ფრჩხილები
• ძვლის დაკარგვა
კალიუმი
ინარჩუნებს სითხის ბალანსს და გულის რითმს.
დეფიციტი ნიშნები:
• არარეგულარული გულისცემა
• კუნთების სისუსტე
• დაღლილობა ან კრუნჩხვები
ნატრიუმი
არეგულირებს ჰიდრატაციას, არტერიულ წნევას და ნერვულ აქტივობას.
დეფიციტის ნიშნები:
• თავის ტკივილი
• დაბალი წნევა
• გონების დაბინდვა
ფოსფორი
მონაწილეობს ძვლების ფორმირებასა და ენერგიის მეტაბოლიზმში.
დეფიციტის ნიშნები:
• სახსრების ტკივილი
• კუნთების სისუსტე
• დაღლილობა
ქლორი
არეგულირებს სითხეებს და მონაწილეობს კუჭის მჟავას წარმოქმნაში.
დეფიციტის ნიშნები:
• დეჰიდრატაცია
• კუნთების სისუსტე
• გულისრევა
მიკროელემენტები
თუთია
იმუნური სისტემის, კანისა და ჰორმონების ფუნქციონირება.
დეფიციტის ნიშნები:
• ხშირი გაციება
• თმის ცვენა
• კანის გამონაყარი
რკინა
მონაწილეობს სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებაში
დეფიციტის ნიშნები:
• სიფერმკრთალე
• დაღლილობა
• ცივი ხელები/ფეხები
სპილენძი
სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა, ტვინისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში მონაწილეობა
დეფიციტის ნიშნები:
• დაღლილობა
• სისუსტე
• სუსტი იმუნიტეტი
იოდი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა და მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა
დეფიციტის ნიშნები:
• წონის მომატება
• სიცივის აუტანლობა
• დაღლილობა
სელენი
ძლიერი ანტიოქსიდანტი, ფარისებრი ჯირკვლის მხარდაჭერა.
დეფიციტის ნიშნები:
• გონებრივი დაღლილობა
• სისუსტე
• თმის შეთხელება
ქრომი
არეგულირებს შაქარს და ინსულინის მგრძნობელობას.
დეფიციტის ნიშნები:
• ტკბილეულის სურვილი
• სისხლში შაქრის მერყეობა
• ენერგიის დაქვეითება
მანგანუმი
ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბება და ანტიოქსიდანტური ფუნქცია.
დეფიციტის ნიშნები:
• სუსტი ძვლები
• სახსრების ტკივილი
• ჭრილობების ნელი შეხორცება
მოლიბდენი
ორგანიზმის დეტოქსიკაცია და ამინომჟავების მეტაბოლიზმი
დეფიციტის ნიშნები:
• იშვიათია, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური პრობლემები ან მგრძნობელობა სულფიტებზე
რა არის მინერალების დეფიციტი?
მინერალების დეფიციტი ვითარდება აუციელბელი ნუტრიენტების არასაკმარისი არსებობის პირობებში, გარკვეული დროის მანძილზე.
მინერალების მიღების მთავარი წყარო საკვებია. თუმცა, მათი მიღება შესაძლებელია ასევე საკვები დანამატებისა და სამკურნალო საშუალების მეშვეობითაც.
აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ მინერალების აუცილებლობის მიუხედავად, მათი სიჭარბეც შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს ორგანიზმისთვის.
მინერალების დეფიციტის ტიპები
შესაძლებელია განვითარდეს როგორც ძირითადი, ისე მიკრო-მინერალების დეფიციტი.
ძირითადი მინერალები ორგანიზმს შედარებით დიდი რაოდენობით სჭირდება.
ესენია:
• კალციუმი
• ქლორი
• მაგნიუმი
• ფოსფატი
• კალიუმი
• ნატრიუმი
• გოგირდი და სხვა
მიკროელემენტები – ძალიან მცირე რაოდენობითაა საჭირო.
მათ მიეკუთვნება:
• ქრომი
• კობალტი
• სპილენძი
• ფტორი
• იოდი
• რკინა
• მანგანუმი
• მოლიბდენი
• სელენი
• თუთია
მინერალების დეფიციტის მიზეზები
მინერალების დეფიციტი უმეტესად რამდენიმე ძირითად მიზეზს უკავშირდება:
- საკვებში მინერალების არასაკმარისი რაოდენობა ( ამის მიზეზი ხშირად არის გეოგრაფიული არეალი, კვებითი კულტურა, და სხვა ფაქტორები)
- კვების კონკრეტული რეჟიმები, მაგალითად ვეგეტარიანობა ან ვეგანობა
- მდგომარეობები, რომლებიც გავლენას ახდენს მინერალების შეწოვაზე, მათ შორის გენეტიკური დაავადებები ან სიცოცხლის განმავლობაში განვითარებული დარღვევები
- სამედიცინო პროცედურები, რომლებიც არღვევს ნუტრიენტების შეწოვას (მაგალითად, ბარიატრიული ოპერაცია)
- მედიკამენტები და საკვები დანამატები (ზოგჯერ ისინი ხელს უშლის სხვა მინერალების შეწოვას)
- სხვა დეფიციტები (მაგალითად, D ვიტამინის ნაკლებობა აფერხებს კალციუმის შეწოვას)
- მინერალების სწრაფი კარგვა (მაგალითად, სისხლდენის ან დეჰიდრატაციის დროს)
მინერალების დეფიციტი უფრო ხშირია იმ რეგიონებში, სადაც სიღარიბის დონე მაღალია. ასევე, ისეთი დამანგრეველი მოვლენები, როგორიცაა ომები, შიმშილი და ბუნებრივი კატასტროფები, ზრდის დეფიციტის განვითარების რისკს.
მინერალები იმ საკვებშია, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა მცირე რაოდენობითაა საჭირო ორგანიზმისთვის, მათი დონის შემცირებას მაინც შეუძლია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა.
მინერალების დეფიციტის სიმპტომები
მინერალების დეფიციტის სიმპტომები დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე:
- რომელ მინერალის დეფიციტია
- რამდენად დაბალია მისი დონე
- რა არის დეფიციტის მიზეზი
- როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა
- პაციენტის ასაკი და სხვა
მინერალების დეფიციტის სიმპტომებია:
- მტვრევადი ძვლები: კალციუმის, სპილენძისა და ფოსფატის დეფიციტმა შეიძლება დაასუსტოს ძვლები და ხელი შეუწყოს ოსტეოპოროზის განვითარებას.
- სისხლის შედედებისა და შეხორცების დარღვევა: სპილენძი, რკინა, მანგანუმი, ფოსფატი და თუთია მონაწილეობს სისხლის შედედებასა და ჭრილობების შეხორცებაში. რკინა ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის დროს.
- დაღლილობა: კობალტის, სპილენძის, იოდის, რკინისა და სელენის დაბალი დონე შეიძლება მუდმივი დაღლილობის მიზეზი იყოს.
- თმის ცვლილებები: სპილენძის ან თუთიის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ფერის ან სტრუქტურის ცვლილება, ხოლო თუთიის მკვეთრმა დეფიციტმა — თმის ცვენა.
- ფარული შიმშილი: ეს ნიშნავს, რომ შეიძლება უფრო მშიერი იყოთ, რადგან ორგანიზმი ცდილობს იმ მინერალების მიღებას, რომლებიც აკლია.
- განწყობის ცვლილებები: სპილენძის, იოდის და მოლიბდენის დეფიციტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ მდგომარეობაზე — გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია ან გაღიზიანება.
- კუნთების პრობლემები: სპილენძის, ფოსფორისა და სელენის დეფიციტმა შეიძლება დააზიანოს კუნთები ან ხელი შეუშალოს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. კალციუმის, რკინის, მაგნიუმისა და კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება კრუნჩხვები გამოიწვიოს.
- ფრჩხილების ცვლილებები: თუთიის დეფიციტისას შეიძლება გაჩნდეს ბოს ხაზები ან ფრჩხილის ზედაპირზე ხაზები. რკინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს „კოვზისებრი“ ფრჩხილები. სელენის დეფიციტი იწვევს სქელ ან ფერის შეცვლილ ფრჩხილებს, ხოლო მაგნიუმის ნაკლებობა — რბილ ან მტვრევად ფრჩხილებს.
- ნერვული სისტემის გავლენა: ქრომის, სპილენძის, მაგნიუმის, მანგანუმის, მოლიბდენისა და ფოსფატის დეფიციტმა შეიძლება დაარღვიოს ნერვული სისტემის მუშაობა. შესაძლო შედეგებია ატაქსია, კრუნჩხვები, ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება.
- კანის ცვლილებები: მანგანუმისა და თუთიის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან სხვა კანის ცვლილებები.
- კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები: ქრომის, სპილენძის, იოდის, რკინის ან ფოსფორის დაბალმა დონემ შეიძლება დააზიანოს აზროვნება, კონცენტრაცია და მეხსიერება.
- გემოსა და ყნოსვის დაქვეითება: ეს შეიძლება მოხდეს თუთიის დეფიციტის შემთხვევაში.
მინერალების დეფიციტის გართულებები
მინერალების დეფიციტმა შეიძლება მრავალი გართულება გამოიწვიოს. ზოგი მათგანი განსაკუთრებით სერიოზულია ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე.
- ანემია
• ტვინის შეშუპება
• კატარაქტა
• კარიესი
• კომა
• შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება
• დიაბეტი
• მაღალი ქოლესტერინი
• ჰიპოთირეოზი და ჩიყვი
• უნაყოფობა
• გულის რითმის დარღვევები, გულის დაზიანება და გულის უკმარისობა
• კუნთების დაშლა
• ნერვული სისტემისა და ტვინის დაზიანება
• თირკმლის უკმარისობა
• ჭრილობების ნელი შეხორცება
• დასუსტებული იმუნური სისტემა
ზოგიერთი ამ გართულებიდან შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მინერალების დეფიციტი მძიმეა ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება.
გართულებები ბავშვთა ასაკში
ზოგი მინერალის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და მუდმივი გართულებები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ვითარდება ორსულობის დროს ან ბავშვობაში. მაგალითებია:
• ტვინის განვითარების დარღვევები, როგორიცაა განვითარების შეფერხება
- ბავშვთა ართრიტი
• ზრდის შეფერხება
• რაქიტი და ძვლებისა/კბილების სისუსტე
დიაგნოსტიკა და გამოკვლევები
მინერალების დეფიციტზე ეჭვი ჩნდება იმ სიმპტომების და ჩივილების საფუძველზე, რომლებიც პაციენტს უვითარდება.
მინერალების დეფიციტის დიაგნოსტიკა ხორციელდება:
- ფიზიკური და ნევროლოგიური გასინჯვით
• სისხლისა და შარდის ანალიზებით
მართვა და მკურნალობა
როგორ მკურნალობენ მინერალების დეფიციტს
მთავარი მიდგომაა ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების დამატება. ეს შესაძლებელია სხვადასხვა გზით:
• კვების რაციონის შეცვლა
• საკვები დანამატების მიღება
• თანმხლები დაავადებების ან დეფიციტის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა
პროგნოზი / რას უნდა ველოდოთ მინერალების დეფიციტისგან?
მინერალების დეფიციტის დროს პროგნოზი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
• რომელი მინერალია დეფიციტური
• დეფიციტის ხარისხი
• დეფიციტის ხანგრძლივობა
• ჩატარებული მკურნალობა
• ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა
შესაძლებელია თუ არა მინერალების დეფიციტის თავიდან აცილება?
ხშირ შემთხვევაში მინერალების დეფიციტის თავიდან აცილება შესაძლებელია მარტივი გზებით:
• მრავალფეროვანი კვებითი რაციონი — ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საჭირო მინერალების მისაღებად
•დანამატებით გამდიდრებული საკვები — მაგალითად, იოდირებული მარილი იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, ან რკინითა და კალციუმით გამდიდრებული პროდუქტები
• რეგულარული სკრინინგი — წლიური შემოწმება და სისხლის ანალიზები ხშირად ადრეულ ეტაპზე ამოიცნობს დეფიციტს, რაც ამარტივებს მკურნალობას
ჯანმრთელი ადამიანებიც კი ზოგჯერ განიცდიან ამა თუ იმ მიკროელემენტის დეფიციტს. რეგულარული სკრინინგი და კომპლექსური მეტაბოლური გამოკვლევები თავიდან აგაცილებთ მინერალების ღრმა დეფიციტს და მასტან დაკავშირებულ გართულებებს
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ მინერალების განსაზღვრას
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები
https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/21790-electrolytes
https://www.medicinenet.com/dpr/cancer/multiple-myeloma/cm/car-t-cell-therapy-rrmm-costs-insurance


















