PreSENTIA ძუძუს / გინეკოლოგიური მემკვიდრული სიმსივნეების პანელი იკვლევს გენეტიკურ მუტაციებს, რომლებთანაც არის დაკავშირებული ისეთი სიმსივნეები, როგორებიცაა ძუძუს კიბო, ქალის რეპროდუქციული ორგანოების – საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს სიმსივნეები.
ძუძუს და სპეციფიკური გინეკოლოგიური სიმსივნეები ყველაზე ტიპური მემკვიდრული სიმსივნეებია.
ვის უტარდება კვლევა?
– ძუძუს/გინეკოლოგიური სიმსივნის მქონე ადამიანებს (მათ შორის საკვერცხის, ფალოპის მილების, პირველადი პერიტონეული კიბო).
– პაციენტებს, რომელთაც დაუდგინდათ ძუძუს/გინეკოლოგიური სიმსივნე 50 წლამდე ასაკში
– ძუძუს/გინეკოლოგიური სიმსივნის ოჯახური ისტორიის არსებობისას
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი