ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ჰიპოთირეოზი ბავშვებში | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ჰიპოთირეოზი ბავშვებში

ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ძილის ხარისხზე, ვიტამინების და მინერალების საჭირო ოდენობაზე, სრულფასოვან კვებაზე, გარემო პირობებზე და სხვა.

შესაბამისად, განვითარების ნორმიდან ოდნავი გადახრაც  ყურადღების ცენტრში ექცევა და ვცდილობთ დავადგინოთ მიზი მიზეზები.

საყურადღებოა ისეთი ნიშნები, როგორიცაა ასაკობრივ ნორმასთან შედარებით ბავშვის სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენა  და ენერგიის მუდმივი დეფიციტი. ამის მიზეზი ხშირად ჰიპოთირეოზია.

ჰიპოთირეოზი მდგომარეობაა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნის თიროიდულ ჰორმონებს.

 

რა არის ფარისებრი ჯირკვალი?

ფარისებრი ჯირკვალი ხორხის წინა ზედაპირზე განლაგებული, პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა, რომელიც თიროიდულ ჰორმონებს  – თიროქსინს და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს.ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აქტიურად მონაწილეობს  ბავშვის ზრდისა და განვითარების, ენერგიის წარმოქმნის, მეტაბოლიზმის, გულისა და სხვა კუნთების ფუნქციონირების პროცესში.

 

რა იწვევს ჰიპოთირეოზს ბავშვებში?

არსებობს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, რომელიც დაბადებისთანავე ვლინდება. ასევე – შეძენილი ჰიპოთირეოზი, რომელიც მოგვიანებით უვითარდება ბავშვს.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი (აუტოიმუნური) ბავშვთა და მოზარდთა  ასაკის შეძენილი ჰიპოთირეოზის ყველაზე ხშირი მიზეზია. ჰაშიმოტოს თირეოიდიტი აუტოიმუნური დაავადებაა, როდესაც იმუნური სისტემა ფარისებრი ჯირკვლის თიროიდულ უჯრედებს ამოიცნობს როგორც “უცხოს” და მის მიმართ იწყევს ბრძოლას – ანტისხეულების გამომუშავებას. ეს იწვევს ანთების განვითარებას ჯირკვლის ქსოვილში.

ქრონიკული ანთება არღვევს ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას და იწვევს ჰორმონის წარმოქმნის დაქვეიტებას. როგორც კი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაცია სისხლში ნორმას ჩამოსცდება, ჰიპოფიზი იწყებს ფარისებრმასტიმულირებელი (TSH) ჰორმონის გამოყოფის გაძლიერებას, რომელიც ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს და „აიძულებს“ჰორმონების სინთეზის გაძლიერებას. ჰაშიმოტოს თირეოიდიტის განვითარების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ის ხშირად ოჯახური ხასიათისაა.

ბავშვთა ჰიპოთირეოზის უფრო იშვიათი მიზეზებია:

  • თირეოიდიტი – ფარისებრი ჯირკვლის ანთება – ბაქტერიული, ვირუსული ან სხვა მიკრობით გამოწვეული.
  • ჯირკვლის ქირურგიული მოცილება
  • რადიაციული მკურნალობა (ჰოჯკინის დაავადების, ლიმფომების, გრეივსის დაავადება და სხვა)
  • ლითიუმი, ამიოდარონი, ოქსკარბაზეპინი და სხვა მედიკამენტები – იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას
  • იოდის სიჭარბე ან დეფიციტი – არღვევს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • ჰიპოფიზის დაზიანება – ჰიპოფიზი მაკონტროლებელი ჯირკვალია, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირებას. მისი დაზიანების შემთხვევაში ირღვევა სხვადასხვა ჯირკვლების და მათ შორის ჰიპოფიზის ფუნქციის რეგულაცია.

ჰიპოთირეოზის დროული დაიგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან კარგ შედეგს იძლევა ბავშვებში.

 

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით იბადება 4000-დან 1 ახალშობილი.  თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაბადებულ ახალშობილებს ზოგჯერ აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის განუვითარებლობა, არარსებობა ან პათოლოგიური მდებარეობა. შემთხვევათა უმეტესობაში თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაბადებული ახალშობილების ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურა ნორმალურია, თუმცა დაქვეითებულია მისი ფუნქციური აქტივობა.

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის გამოვლენა ახალშობილთა რუტინული კვლევების დროსაც შესაძლებელია. ადრეული დიაგნოსტიკა იცავს მათ ზრდის და განვითარების შეფერხებისგან. არანამკურნალებ შემთხვევაში, ჰიპოთირეოზით დაბადებულ ბავშვებს დაგვიანებით  უვითარდებათ მოტორული და მენტალური უნარები: ჯდომა, ხოხვა, სიარული, მეტყველება, აღქმა და სხვა. არანამკურნალებ შემთხვევებში ტანდაყოლილი ჰიპოთირეოზი იწვევს კუნთების ტონუსის დაქვეითებას, გახანგრძლივებულ სიყვითლეს, კვების დარღვევას და სხვა.

 

ჰიპოთირეოზის სიმპტომები ბავშვებში

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება იწვევს მთელი რიგი პროცესების შენელებას ორგანიზმში, რაც შესაბამისი სიმპტომებით ვლინდება.

  • სიმაღლეში ჩამორჩენა ასაკობრივ ნორმასთან შედარებით
  • უენერგიობა და ზოგადი სისუტე
  • სქესობრივი მომწიფების დაყოვნება ან გოგონებში არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
  • ყაბზობისადმი მიდრეკილება
  • წონის მატება
  • კუნთოვანი სპაზმური შეკუმშვები
  • კანის და თმის სიმშრალე
  • სიცივისადმი მომატებული მოგრძნობელობა
  • გაყინული კიდურები
  • გუნებ-განწყობის დაქვეითება
  • უხალისობა

 

რადგან ჰიპოთირეოზის სიმპტომები ზოგადია და შესაზლოა სხვა მიზეზებთანაც იყოს დაკავშირებული, აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევეი დიფერენცირებული დიაგნოსტიკის წარმოებისთვის.

 

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი მდგომარეობაა, როდესაც თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის TSH მაჩვენებელი ნორმის ზედა ზღვარს უმნიშვნელოდ სცილდება, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – ტრიიოდთირონინის T3 და თიროქსინის T4 მაჩვენებლები ჯერ კიდევ ნორმაშია.

სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზს გამოხატული სიმპტომები არ აქვს და ხშირად ჰორმონის დარღვევები რუტინული კვლევებით ვლინდება ხოლმე. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ბავშვებში  ხშირად თავისთავადაც იკურნება. იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა მკურნალობის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა, რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ჰორმონების მაჩვენებლების კონტროლი. თუ TSH მაჩვენებელი თანდათან იმატებს, აუცილებელია მკურნალობის დაწყება.

სუბკლინიკურ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აუტოანტისხეულების მომატებული კონცენტრაცია, ჩიყვით ან ქოლესტეროლის მომატებული მაჩვენებლით – აუცილებელია მკურნალობის დაუტოვნებლივ დაწყება.

 

 

ჰიპოთირეოზის მკურნალობა

მიუხედავად იმისა, შეძენილია თუ თანდაყოლილი, ჰიპოთირეოზის მკურნალობა ერთნაირია –  ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ლევოთიროქსინით. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია რეგულარული ლაბორატორიული კონტროლი – ჰორმონების მაჩვენებლების და მედიკამენტის დოზირების შესაბამისობისთვის. მედიკამენტის ძალიან მაღალმა დოზამ შესაზლოა ჰიპერთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სიჭარბით მიმდინარე დაავადება გამოიწვიოს. ჰიპერთირეოზი ბავშვებში იწვევს შფოთვას, ძილის დარღვევებს, იმპულსურ ქცევებს და სხვა.

 

რეკომენდაცია

მცირეწლოვან ბავშვებში TSH -ის მაჩვენებლის განსაზღვრა აუცილებელია ჰორმონოთერაპიის დაწყებიდან 4-8 კვირაში, ან მედიკამენტის დოზის ნებისმიერი ცვლილების წინ.

შედარებით მოზრდილ ბავშვებში  TSH და T4 თიროქსინის მაჩვენებლები უნდა განისაზღვროს 3-12 თვეში ერთხელ, სქესობრივი მომწიფების პერიოდის დადგომამდე.

 

პროგნოზი

როდესაც ჰიპოთირეოზის მიზეზი ჰაშიმოტოს თირეოიდიტია, ეს მდგომარეობა, მიუხედავად მკურნალობისა – მუდმივია. ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული გზით მოცილების შემდეგ განვითარებული ჰიპოთირეოზიც მუდმივია.

იოდდეფიციტური ან სხვა მიზეზებით განვიტარებული ჰიპოთირეოზი როგორც წესი ექვემდებარება მკურნალობას.

 

 

 

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი 

 

 

 

ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკისა და   მონიტორინგისთვის, ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ  პროფილურ კვლევებს: 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

 

 

რესურსები

https://health.clevelandclinic.org/could-my-child-have-hypothyroidism-and-will-it-go-away

https://www.thyroid.org/hypothyroidism-children-adolescents/

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button