ნახატების კონკურსი “სინევოში”!
10-დან 20 სექტემბრის ჩათვლით ლაბორატორია “სინევო” აცხადებს ნახატების კონკურსს, ჩვენი პატარა პაციენტებისთვის – “როგორ გავატარე ზაფხული”
ნამუშევრები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით (მისამართზე – info@synevo.ge) და ფეისბუქის მესენჯერით. ასევე შეგიძლიათ დაგვიტოვოთ „სინევოს“ უახლოეს ფილიალში.
20-დან 25 სექტემბრის ჩათვლით ნამუშევრები განთავსდება ჩვენს ფეიბუქ გვერდზე და საშუალება გექნებათ მოიწონოთ თქვენი რჩეული ნახატი!
25 სექტემბერს გამოცხადდება „LIKE” გამარჯვებული
სექტემბრის ბოლოს კონკურსის მონაწილეებს სტუმრად მოვიწვევთ ჩვენს ლაბორატორიაში! ბავშვებს ელით საჩუქრები!
მონაწილეთა ასაკი: 5-დან 12 წლამდე

თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი