პიგმენტური ხალი უმეტესად უწყინარი წარმონაქმნია, თუმცა ზოგიერთ მათგანს აქვს ავთვისებიანი გადაგვარების რისკი, რის გამოც აუცილებელია მათზე რეგულარული დაკვირვება და დერმატოლოგის კონსულტაცია. განსაკუთრებით საყურადღებოა ხალების ცვლილება ფორმაში, ფერში ან ზომაში, რაც შესაძლოა მელანომის ადრეული ნიშანი იყოს.
სარჩევი
პიგმენტური ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანია, თუმცა ზოგიერთ მათგანს გადაგვარების პოტენციალი აქვს რაც მიუთითებს კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკზე.
აუცილებელია პიგმენტურ ხალებზე დაკვირვება, რადგან მათში ცვლილებების დაწყება შესაძლოა მელანომის განვითარების ადრეული ნიშანი იყოს.
როგორ ამოვიცნოთ ავთვისებიანი ხალი?
საყურადღებო ნიშნებს განეკუთვნება:
- წარმონაქმნის ასიმეტრია
- უსწორო კიდეები
- ფერის შეცვლა
- წარმონაქმნის 6მმ-ზე მეტი დიამეტრი
- პროგრესირება დროთა განმავლობაში
არსებულ ხალებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება, ან ახალი წარმონაქმნების გამოჩენა 30 წლის ასაკის ზემოთ – საჭიროებს სამდიცინო შეფასებას. ასევე, ადამიანები რომელთაც ბევრი ხალი აქვთ კანზე, ან კანის კიბოს ოჯახურ ანამნეზს აღნიშნავენ, მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან და საჭიროებენ ხალების კვლევას და რეგულარულ დერმატოლოგიურ კონსულტაციას.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი
