აკნე
აკნე კანის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ფორების დახშობის შედეგად წარმოიქმნება შავთავიანი ან თეთრთავიანი კომედონები (მუწუკები), ჩირქოვანი ბუშტუკები ან კვანძები. ისინი ხშირად მტკივნეულია და წამოწეულია კანის ზედაპირიდან.
სარჩევი
აკნეს ტიპები
- ცისტური აკნე: ახასიათებს ღრმა, ჩირქიანი კომედონები და კვანძები, რომლებიც ადვილად ნაწიბურდება.
- სოკოვანი აკნე: ვითარდება მაშინ, როდესაც თმის ფოლიკულებში მრავლდება საფუარი სოკოები, რაც იწვევს ანთებას და ქავილს
- ჰორმონული აკნე: ჰორმონების დისბალანსთან დაკავშირებული ცხიმის ჯირკვლების ჰიპერაქტიურობის და ფოლიკულების დაცობის შედეგია.
- კვანძოვანი აკნე: აკნეს ფორმებს შორის ყველაზე მძიმედ მიმდინარეა, ჩირქოვანი კვანძების განვითარებით კანის ზედაპირსა და სიღრმეში.
ცისტური და კვანძოვანი ფორმები იწვევს კანის ღრმა დაზიანებას – ნაწიბურების წარმოქმნით. მკურნალობის ეფექტურობისთვის აუცილებელია სპეციალისტის დროული ჩართვა პროცესში.
ვის უვითარდება აკნე?
ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში აკნე შესაძლოა ნებისმიერს განუვითარდეს. ის ყველაზე ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში. აკნე უფრო ხშირია ქალებში.
რამდენად ხშირია აკნე?
11-დან 30 წლის ასაკამდე ადამიანთა 80%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქონია აკნეს სხვადასხვა სიმძიმის ეპიზოდი.
სხეულის კანის რომელ უბნებს აზიანებს აკნე?
გამონაყარი ყველაზე ხშირია სხეულის იმ მიდამოებში, სადაც უხვადაა ცხიმის ჯირკვლები წარმოდგენილი:
- სახე
- შუბლი
- გულმკერდი
- მხრები
- ზურგის ზედა ანხევარი
აკნეს სიმპტომები
- ჩირქოვანი კვანძები (პუსტულები)
- კანის ზედაპირზე ან სიღრმეში განლაგებული კვანძები
- ფერიმჭამელები
- თეთრთავიანი მუწუკები
- კანქვეშა, მტკივნეული ნოდულები
- სითხით სავსე ბუშტები კანის ზედაპირზე
აკნე შესაძლოა რამდენიმე ელემენტით იყოს წარმოდგენილი, თუმცა მძიმე შემთხვევებში ელემენტების რაოდენობა ძალიან ბევრია.
რა იწვევს აკნეს?
აკნეს განვითარების მიზეზი თმის ფოლიკულების არხის დახშობაა. თმის ფოლიკულები მცირე ზომის, მილისებრი სტრუქტურაა, რომელშიც თმის ღერია განლაგებული. ფოლიკულში სხვადასხვა ჯირკვლის პროდუქტი გამოიყოფა. როდესარ რაღაც მიზეზით ამ ჯირკვლების ფუნქცია იმატებს, ხდება ფოლიკულის დაცობა და ბაქტერიების გამრავლება. ფოლიკულის დაცობის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ცხიმი: ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის შედეგად. ცხიმი საჭიროა კანის ზედაპირზე დამცავი ფენის შესაქმნელად.
- ბაქტერიები: მცირე ოდენობით ბაქტერიები ფიზილოგიურადაც არსებობს კანის ზედაპირზე. მათი გამრავლებისას შესაძლებელია მოხდეს ფოლიკულების დახშობა.
- კანის ჩამოფქცვნილი უჯრედები: კანის უჯრედების განახლების პროცესში, ჩამოფქცვნილი ეპითელიუმი ზოგჯერ ახშობს ფოლიკულებს.
თმის ფოლიკულის დახშობას და მასში ბაქტერიების გამრავლებას მოყვება ჩირქოვანი ბუშტუკის ჩამოყალიბება.
აკნეს ხელშემწყობი ფაქტორები
კონკრეტული გარემო ფაქტორები ხელს უწყობს აკნეს განვითარებას ან მის პროგრესირებას.
- მჭიდრო სამოსის ტარება, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში
- გარემოს დაბინძურება
- მაღალი ცხიმიანობის თავის მოვლის საშუალებები, ან ცხიმიან გარემო პირობებში მუშაობა.
- სტრესი და ჰორმონული დისბალანსი (კორტიზოლის ჰიპერპროდუქცია)
- მედიკამენტების გვერდითი ეფექტები (კორტიკოსტეროიდები)
- გამონაყარის ერთეულების მექანიკური დაზიანება (გამორწყვა)
კონკრეტული საკვების და სასმელის მოხმარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აკნეს განვითარებას:
- ცხიმიანი რძე
- შრატის ცილა
- ნახშირწყლებით მდიდარი საკვები
ჰორმონული დისბალანსი
აკნე ანდროგენული ჰორმონების, უპირატესად ტესტოსტერონის დისბალანსის ფონზე განვითარებული მდგომარეობაა. ეს მდგომარეობა ხშირია მოზარდებში და ახალგაზრდებში. აკნეს ერთეულების წარმოქმნით ხასიათდება ციკლის პერიოდები ქალებში, რაც ასევე ჰორმონებისადმი მომატებული მგრძნობელობის და კანზე ბაქტერიების გამრავლების შედეგია.
აკნეს დიაგნოსტიკური ტესტები
აკნეს დიაგნოსტიკა იწყება კანის ვიზუალური დათვალიერებით და ანამნეზური მონაცემების შესწავლით.
აკნეს დიაგნოსტიკა სდამატებითი ტესტები არ ჭირდება, თუმცა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია აკნეს გამომწვევი სხვა დაავადებების გამოსავლენად.
ისეთი მდგომარეობები, როგორებიცაა: პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, ინსულინ-რეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და სხვა – შესაძლოა გახდეს აკნეს განვიტარების ან მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.
აკნეს მკურნალობა
აკნეს მკურნალობის მიზანია მისი გამომწვევი მიზეზის/დაავადების აღმოფხვრა და ადგილობრივად გამონაყარის რაოდენობის შემცირება.
აკნეს მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. მოზარდობის აკნე ხშირად თავისთავად გაივლის ზრდასრულობაში, თუმცა ზოგჯერ პრობლემა ზრდასრულებშიც გრძელდება.
როგორ გავუმკლავდეთ აკნეს ზაფხულში?
თუ აკნე გაწუხებთ და თვეების განმავლობაში ებრძვით ამ პრობლემას, შეამჩნევდით, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა ზაფხულში გამონაყარის ინტენსივობა მატულობს.
კვლევებით დასტურდება კავშირი ზაფხულის ცხელ პერიოდსა და აკნეს ინტენსივობას შორის.
კანის დამატენიანებლების და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება ზაფხულში შესაძლოა სარგებელტან ერთად საფრთხის მომტანიც აღმოჩნდეს. როდესაც ეს საშუალებები ერევა კანის ზედაპირზე არსებულ ოფლს, ცხიმს და სხვა დამაბინძურებელ ფაქტორებს, ახშობს კანის ფორებს და იწვევს ან ამწვავებს აკნეს.
რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია, იმისათვის რომ თავი დავიზღვიოთ ზაფხულში აკნეს განვითარების, ან გამწვავებისგან:
- კანის შესაშრობად გამოიყენეთ ნატურალური, სუფთა ქსოვილი
- პირსახოცები, ქუდები, ყელსახვევები – გარეცხეთ გამოყენებისთანავე
- სახის მოვლისთვის გამოიყენეთ არაკომედონოგენური (მუწუკების წარმოქმნის ხელშემშლელი) პროდუქცია
- სწორად შეარჩიეთ სახის გამწმენდი საშუალებები
- მოერიდეთ ზაფხულში ცხიმიან კრემებს და ლოსიონებს
- გამოიყენეთ წყლის ბაზაზე დამზადებული მზისგან დამცავი საშუალებები
- დაიცავით კანის ჰიგიენა
- ერიდეთ დეკორატიული კოსმეტიკის აქტიურ გამოყენებას ზაფხულში
- ერიდეთ მუწუკების მექანიკურ გამორწყვას ხელით
- საჭიროებისას დროულად მიმართეთ სპეციალისტს
აკნესთან დაკავშირებული დაავადებების და მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის “სინევო” გთავაზობთ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები
https://www.synevo.ro/alunite-cancerigene/
https://health.clevelandclinic.org/why-does-my-acne-get-worse-in-the-summer
https://www.aad.org/public/everyday-care/skin-care-secrets/routine/prevent-summer-skin-problems