რუჯი ბუნებრივი ბიოქიმიური პროცესია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი კანის დამცავ მექანიზმებში.
რუჯის სწრაფად მიღების სურვილი ზოგჯერ ულტრაიისფერი სხივების ჭარბ ზემოქმედებას უკავშირდება, რაც იწვევს დამწვრობას, კანის აქერცვლას და სხვა პრობლემებს
კანის ზოგიერთი ტიპი ადვილად და უპრობლემოდ იღებს რუჯს. თუმცა ღია ფერის კანის, ჭორფლის და ქერა თმის მქონე დამიანები ნაკლებად დაცულები არიან ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მიზეზი პიგმენტ მელანინის ნაკლებად წარმოქმნის უნარია, რაც ამცირებს მელანინის მზისგან დამცვის ფუნქციას და იწვევს კანის დაზიანებას.
გვჭირდება თუ არა რუჯი? როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ?
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი