რა არის ტოქსიკური ჰეპატიტი?
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, ანუ ტოქსიკური ჰეპატიტი მდგომარეობაა, რომელიც მედიაკმენტების ან სხვადასხვა ტიპის ტოქსინების ზემოქმედების შედეგად ვიტარდება.
სარჩევი
მედიკამენტები, საკვები დანამატები, ქიმიკატები, გამხსნელები და ალკოჰოლი – ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზებია.
გარემოს ტოქსინები – მძიმე მეტალები, ინდუსტრიული ქიმიკატები, პესტიციდები და ჰაერის დამაბინძურებელი სხვა აგენტები სხვადასხვა მექანიზმით იწვევენ ღვიძლის დაზიანებას, როგორიცაა: ოქსიდაციური სტრესი, ანთება და პირდაპირი ციტოტოქსიკური ეფექტი.
აღნიშნული ტოქსინების ზემოქმედების ეფექტი სიმპტომების მრავალფეროვნებით, ან ზოგჯერ სრულად უსიმპტომოდ, ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებელების დარღვევით ვლინდება.
ტოქსიკური ჰეპატიტის ტიპები
- მწვავე ტოქსიკური ჰეპატიტი: დაავადების ეს ტიპი ვითარდება მოულოდნელად. სიმპტომების გამოვლენა იწყება ტოქსიკური ზემოქმედებიდან მოკლე პერიოდში.
- ქრონიკული ტოქსიკური ჰეპატიტი: დაავადების ეს ტიპი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს, ზოგჯერ სრულად უსიმპტომოდ და ვლინდება შემთხვევითი გამოკვლევისას – ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებელების ნორმიდან გადახრით.
- ქიმიკატებით გამოწვეული ჰეპატიტი: სხვადასხვა შხამებთან პირდაპირი კონტაქტის, ჩასუნთქვის ან საკვებთან ერთად მიღების შედეგია.
- მედიკამენტით გამოწვეული ჰეპატიტი: კონკრეტული ჯგუფის ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების მიღების შედეგია (აცეტამინოფენი, არასტეროიდები და სხვა).
- ალკოჰოლური ჰეპატიტი: ალკოჰოლის და მასთან ერთად ზოგჯერ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ვითარდება.
რა ხდება ქრონიკული ინტოქსიკაციის დროს?
ღვიძლი ფილტრავს ყველანაირ ნივთიერებას, რომელიც ხვდება ორგანიზმში. ნივთიერებების გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი ტოქსიკური მეტაბოლიტები ასევე დამაზიანებელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ღვიძლზე.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება შესაძლოა იყოს ზომიერი, ან მძიმე. ხანგრძლივი დროის მანძილზე ტოქსიკურ ზემოქმედებას მოსდევს ღვიძლის ქსოვილის შემაერთებელქსოვილოვანი გადაგვარება და ციროზი.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების სიმპტომები
- ცხელება
- დიარეა
- მუქი შარდი
- კანის ქავილი
- წითელი ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი კანზე
- სიყვითლე – კანის და ლორწოვანების
- თავის ტკივილი
- უმადობა
- გულისრევა/ღებინება
- მუცლის ტკივილი
- წონის კლება
- მოთეთრო განავალი
ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტები
ღვიძლის დამაზიანებელი ეფექტი შესაძლოა არაერთმა მედიკამენტმა გამოიწვიოს:
ტკივილგამაყუჩებლები:
- აცეტამინოფენი
- არასტეროიდები (ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი)
სარეცეპტო მედიკამენტები:
- სტატინები
- ანტიბიოტიკები
- აზათიოპრენის და მეტოტრექსატის ჯგუფის მედიკამენტები (რევმატოლოგიური)
- სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები
- ნიაცინი
- სტეროიდები
- ალოპურინოლი და პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტები
- ანტივირუსული პრეპარატები
- ქიმიოთერაპიის საშუალებები
ჰეპატოტოქსიკური ქიმიკატები და გამხსნელები
- ვინილ-ქლორიდები – გამოიყენება პლასტიკატის წარმოებაში
- ნახშირბადის ტეტრაქლორიდი – მშრალი წმენდის საშუალებაა
- პარაქვატი – სარეველა მცენარეების საწინააღმდეგო საშუალებაა
- პოლიქლორირებული ბიფენილები და სხვა.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების რისკ-ფაქტორები
- ტკივილგამაყუჩებლების და ანტების საწინააღმდეგო არასტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზით მიღება
- ღვიძლის ამა თუ იმ დაავადების ან მეტაბოლური დარღვევების არსებობა
- ალკოჰოლის მოხმარება ამა თუ იმ მედიკამენტებით თერაპიის ფონზე
- ინდუსტრიული ქიმიკატებით და ტოქსინებით პროფესიული ინტოქსიკაცია
- ასაკი
- მდედრობითი სქესი
- გენეტიკური წინასწარგანწყობა
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების დიაგნოსტიკა
ზემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან, ერთის ან რამდენიმეს აღმოჩენისას, აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობების შეფასება
ანამნეზურ და კლინიკურ მონაცემებთან ერთად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული და საჭიროებისას ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა.
სისხლის ანალზიებიდან აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური ეტსტების ჩატარება:
ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) ღვიძლის ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს ღვიძლის მიერ ცილების გარდაქმნასა და ენერგიის წარმოქმნაში. მისი მაჩვენებლის მომატება ღვიძლის დაზიანებაზე მიუთითებს
ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) ამინომჟავების დაშლაში მონაწილე ფერმენტია.
ტუტე ფოსფატაზა (APT) ცილების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტია, რომელიც ღვიძლის უჯრედებისათვის ენერგიის წარმოქმნაში მონაწილეობს.
ბილირუბინი ჰემოგლობინის დეგრადაციის პროდუქტია, შედის ნაღვლის შემადგენლობაში. მისი რაოდენობის მომატება სხვადასხვა მიზეზით ხდება, თუმცა ხშირად შესაძლოა მიუთიტებდეს ღვიძლის დაზიანებაზე.
გამაგლუტამილტრანსფერაზა (GGT) უჯრედული ფერმენტია, რომელიც თითქმის ყველა უჯრედში გვხვდება, თუმცა ძირითადად ღვიძლის უჯრედში. ასრულებს უჯრედის დამცველობით ფუნქციას. მისი კონცენტრაციის მატება სისხლში, ღვიძლის უჯრედების დაზიანების მარკერია.
ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH) უჯრედის ენერგიის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტია. მისი კონცენტრაციის მატება არამარტო ღვიძლის დაავადებების დროს, არამედ ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების დროსაც გვხვდება.
პროთრომბინის დრო (PT) სისხლის კოლტის წარმოქმნის დროა. ღვიძლის დაზიანებას ახასიათებს PT მაღალი მაჩვენებელი (შედედების დროის გახანგრძლივება), რაც ასევე ზოგიერთმა სისხლის გამათხელებელმა შეიძლება გამოიწვიოს.
ინსტრუმენტული ვიზუალიზაციური კვლევები ღვიძლის სტრუქტურის დეტალური შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
ტოქსიკური ჰეპატიტის მკურნალობა
ტოქსიკური ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ტოქსიკური მოქმედების ნივთიერებებისა და მედიკამენტების მიღების შეწყვეტა, ან შეზღუდვა.
- მედიკამენტების ჩანაცვლება
- ქიმიური და მცენარეული დანამატების მიღებისგან თავის შეკავება
- ალკოჰოლის მიღების აღკვეთა
აღნიშნული მიზეზების გამორიცხვიდან რამდენიმე დღეშივე იწყება სიმპტომების შემცირება.
საჭიროების დროს აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
პრევენცია
- მხოლოდ აუცილებელი მედიკამენტების მიღება, ექიმის მიერ რეკომენდებული დოზით.
- ბიოლოგიური და საკვები დანამატების მიღებისგან თავის არიდება
- ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა ან შეზღუდვა
- სიფრთხილის მაქსიმალური ზომების დაცვა ტოქსინებთან და გამხსნელებთან მუშაობისას
- კვების და ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის დაცვა
არსებობს მონაცემები, რომ დღეში 2 ფინჯანი ყავა ღვიძლის ფიბროზის პროფილაქტიკაა.
ტოქსიკურ ჰეპატიტს თვითგანკურნება ახასიათებს?
ტოქსიკური ჰეპატიტი განიკურნება თუ არა ტავისით, დამოკიდებულია ინტოქსიკაციის მიზეზებზე, პროცესის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე, ღვიძლის დაზიანების ხარისხზე და სხვა. ზომიერი დაზიანების შემთხვევაში, როდესაც ტოქსიკური ზემოქმედება დროებითია, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა შესაძლოა თვითნებურადაც გაუმჯობესდეს.
ტოქსიკური ჰეპატიტი განკურნებადია?
ჰეპატიტი შესაძლოა იყოს განკურნებადი ინტოქსიკაციის და ორგანოს დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით. თუ დაზიანების მიზეზი ალკოჰოლი, ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებია, რომელთა მიღების შეწყვეტას მალევე შეძლებს პაციენტი, რამდენიმე კვირის ან თვის შუალედში შესაძლოა დადგეს განკურნება.
ტოქსიკური ჰეპატიტის გართულებები
ტოქსიკური ჰეპატიტის გართულებებია: ღვიძლის მწვავე დაზიანება – ციროზი და ღვიძლის ქრონიკული დაზიანება – ღვიძლის უკმარისობაა.
ღვიძლის დაზიანების დიაგნოსტიკისა და ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგისათვის ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
წყარო: https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17915-toxic-hepatitis
https://www.webmd.com/fatty-liver-disease/toxic-liver-disease